კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ისა სჯობს, რაც ძველია“

ტაქტიკური უკანდახევა

ის, რომ მოსახლეობის სექსუალურად გამათავისუფლებელ აღზრდაში ტელეკომპანია „იმედს“ ბადალი არ ჰყავს, მთელი ქართული ელსივრცისთვის ანბანური ჭეშმარიტებაა. მართალია, „ღამემ შორენასთან ერთად“ დაყვინთა, „სიმართლის დროის“ მხარდამხარ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ დროებით, რადგან, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეს მხოლოდ ტაქტიკურ უკანდახევად თუ ჩაითვლება. მეორე მხრივ, შესაძლოა, იმიტომ, რომ მოდელირებული „ქრონიკობა“ დაებედა ან, სულაც, იმ მიზეზით, რომ საინფორმაციო გადაცემები (ისევე, როგორც საქართველოს თითქმის სრულიად ელმედია) სენსაციურ ნეგატივებზე იყოს ორიენტირებული (თანაც, არა მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბისა, არამედ პლანეტარული გაქანების), ხან იმას ვიგებთ, რომ კლიმატის გლობალური ცვლილებაა დაწყებული (თუ შეგვრჩა ეს გასისინებული ტურისტული ზონები?!); ხანაც, რომ დედამიწისკენ უზარმაზარი ასტეროიდი მოემართება; შიგადაშიგ კი კოსმოსში მომხდარი აფეთქებითაც გვიშფოთებენ გულს, რომლის შესაძლო შედეგების გამოცნობაზეც მსოფლიო მეცნიერება 24-საათიან რეჟიმში იმსხვრევს თავს.

ასეა თუ ისე, აპოკალიპტური განწყობა აშკარაა. შესაძლოა, სწორედ იმიტომ, რომ ცოტა დრო გვრჩება, „იმედმა“ მაყურებელს გულის გადასაყოლებლად „ფლეიბოის“ ძველისძველი გადაცემები შესთავაზა. სხვათა შორის, ღამის პირველი საათის შემდეგ (როდესაც საქართველოს არასრულწლოვან მოსახლეობას უნდა ეძინოს). ბუნებრივია, ამ გაქანებულ პოსტრევოლუციურ ეპოქაში სექსუალური რევოლუცია არც ჩვენ გვაწყენს და არც ჩევნს უღრუბლო მომავალს (ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ „იმედი“ სრულიად საქართველოზე მაუწყებლობს, ჩემი მოკრძალებული აზრით, მიზანიც სწორედ რეგიონების „განათლებაა“). ოღონდ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ გასული საუკუნის 80-იანი წლების შიშველ-შიშველ ლამაზმანებს გვიჩვენებენ (რომელთა ნაწილი დროის მოცემულ მომენტში, საუკეთესო შემთხვევაში, მოხუცთა თავშესაფარში უნდა იყოს, უარესში კი – სულაც, მარილზე), ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ჩვენი აღმშენებლობაში ჩართული ქვეყნის მოსახლეობა ცოტა უფრო თანამედროვე ეროტიკას ხომ არ იმსახურებს?! ყოველ შემთხვევაში, მანამ მაინც, ვიდრე ასტეროიდი ბოლოს მოგვიღებს?!


скачать dle 11.3