კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2018 (152)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)

ვის „იტაცებდნენ“ რუსი რეჟისორები თბილისიდან და რა ლეგენდებს ჰყვებოდნენ ცნობილ ქართველ პროდიუსერზე საბჭოთა კინოში





ალბათ, ბევრი ადამიანისთვის ძნელი დასაჯერებელი იქნება ის ფაქტი, რომ ცნობილი ფილმის, „რობინზონ კრუზოს” საბჭოთა ვერსია საქართველოში, კერძოდ კი, ბათუმშია გადაღებული. დღევანდელი ბულვარი ათეული წლების წინათ გადასაღები მოედანი იყო. ერთი ქართველი ქალი კი, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით, რობინზონ კრუზოს ეკრანული დედაა. რატომ გამოიხიზნა საბჭოთა კინო თბილისში და რა ფილმები გადაიღეს აქ, ამის შესახებ ქართული კინოს ცოცხალ მემატიანეს, თეატრალური უნივერსიტეტის პრორექტორს ბატონ გოგი დოლიძეს გავესაუბრეთ: ომის წლებსა და შემდგომ პერიოდშიც, რუსული კინო მოსკოვიდან და ლენინგრადიდან თბილისსა და ტაშკენტში გაიხიზნა. საქართველოსკენ ყველას მოუწევდა გული. აბა, რუსები კალიფორნიაში ხომ არ წავიდოდნენ?! ტექნიკა ჩვენს კინოსტუდიას ტრადიციულად მოსდგამდა. 1942 წელს ჭიაურელმა ისეთი ფილმი გადაიღო და ისეთი გაქანება აჩვენა, ბევრ ცნობილ უცხოურ კინოსტუდიას შეშურდებოდა. „გიორგი სააკაძე“ ომის პერიოდში გადაიღეს, ეს ფილმი ერთ-ერთი ქალაქის დატოვების დროს, ბერიამ მოხერხებულად ჩაუგდო ხელში გერმანელებს, რათა მათ ენახათ, თუ რა ძალაზე ვიყავით, რომ ომის მიუხედავად, ასეთი მაგარი ფილმების გადაღებაც შეგვეძლო. რუსებს, უმეტეს შემთხვევებში, თავისი ტექნიკა ჩამოჰქონდათ თბილისში, მაგრამ ლაბორატორიას აქ ხომ ვერ წამოიღებდნენ?! ჩვენს კინოსტუდიას ჰქონდა კარგი ლაბორატორია. ამას გარდა, აქ იაფი მუშახელი ბევრი იყო. სწორედ იმ პერიოდში გადაიღეს თბილისში „მალახოვის ყორღანი”. აქ რომ ფილმს გადაიღებ და აკაკი ხორავა არ გაათამაშო, ეს ხომ წარმოუდგენელია?! სცენარისტებმა სცენარიც კი აკაკი ხორავას მოარგეს. ის ამ ფილმში ადმირალის როლს თამაშობს. აკაკი ხორავას გარდა, ამ ფილში რუსებმა დააკავეს – ცნობილი ხმის ოპერატორი დავით ლომიძე, მხატვარი გრიმიორი იყო ზურაბ ვახტანგიშვილი. მოსკოვიდან თავისი გადამღები ჯგუფი რომ წამოეყვანათ, ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდებოდათ. ამიტომაც, ტექნიკური პერსონალი აქ შეარჩიეს. ამ ფილმის დირექტორი გახლავთ ვიქტორ ცირღილაძე. ის იყო ერთ-ერთი უდიდესი მენეჯერი. თუმცა, მაშინ მათ სურათის დირექტორები ერქვათ. ვიქტორ ცირღილაძის შესაძლებლობების შესახებ წარმოდგენა რომ შეგექმნათ, ერთ რამეს გეტყვით: როდესაც ბონდარჩუკმა „ომი და მშვიდობა” გადაიღო, მაშინ დაიწერა, რომ ერთ კადრში მოხვდა 130 000 კაცი. ეს მთლიანად ცირღილაძის დამსახურება გახლდათ. მასზე საბჭოთა კინოში ტაციობა ჰქონდათ, თუ ფილმის დირექტორი ვიქტორ ცირღილაძე იყო, იმ ფილმს წარმატება გარანტირებული ჰქონდა. ეს იყო მოვლენა საბჭოთა კინოში. ამიტომაც, მას სულ „იტაცებდნენ“ და სამუშაოდ მოსკოვში წაიყვანეს.

– ის პროფესიითაც კინოსთან იყო დაკავშირებული?

– არა, სხვა პროფესია ჰქონდა, მაგრამ ეს არ იყო გადამწყვეტი. ფილმის დირექტორი მარიფათიანი კაცი უნდა ყოფილიყო, სცოდნოდა ბუღალტერია და ცოტა ფოკუსნიკობაც. ფილმის გადასაღებად საჭირო იყო ტანკი, თვითმფრინავი, ლომი, – ამ ყველაფერს ცირღილაძე აგვარებდა. ამას სჭირდებოდა დიდი გამოცდილება და კონტაქტები. ისე, უბრალოდ, ტანკს არავინ გამოგატანდა. წარმოიდგინეთ, რამდენი რამ სჭირდებოდა რეზო ჩხეიძეს, როცა „ჯარისკაცის მამა” გადაიღო – ჯარისკაცები, მათი ჩაცმა-დახურვა, ტანკები. ამის ორგანიზება იოლი ნამდვილად არ იყო.

ომის შემდგომ პერიოდში, უკვე დაიწყო არაპატრიოტული იდეოლოგიის ფილმების გადაღებაც, რათა ომით დაღლილ ხალხს ამოსუნთქვის საშუალება ჰქონოდა. სტალინმა განაცხადა, რომ აღარ არის საჭირო ამდენი ომი, ხალხს უნდა სიამოვნება და დროა, გადაიღოთ მსუბუქი ჟანრის ფილმებიო. სწორედ მაშინ შეიქმნა ასეთი ჟანრის ფილმების მთელი წყება – თბილისში გადაიღეს „ქორწინება.” 1946 წელს ვასილი ჟურავლიოვმა, ჟიულ ვერნის ნაწარმოების მიხედვით, თბილისში გადაიღო „15 წლის კაპიტანი”. 1946 წელს კი რეჟისორმა ალექსანდრე ანდრიევსკიმ ბათუმში გადაიღო „რობინზონ კრუზო”. ამ ფილმის რუსული ვერსიის შემდეგ, 1952 წელს მექსიკელებმა გადაიღეს „რობინზონ კრუზო“, 1974 წელს კი ჩეხებმაც. ფილმოგრაფიაში ეს სამი ფილმია აღრიცხული. რუსული ფილმის რეჟისორს, ალექსანდრე ანდრიევსკის ეკუთვნის რამდენიმე გამოგონება სტერეოკინოსთან დაკავშირებით. ამ ფილმის გადაღებები ბათუმის ბულვარსა და ბოტანიკურ ბაღში მიდიოდა.

– გადაღებებში ქართველი მსახიობებიც მონაწილეობდნენ?

– საგულისხმოა ის ფაქტი, რომ რობინზონის დედის როლს თამაშობს ქართველი ქალი, გვარად სანიკიძე. როგორც ჩანს, რეჟისორს მოეწონა მისი ტიპაჟი და ამ როლში გამოიყენა. სამწუხაროდ, ამ ქალბატონის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ არის შემონახული. სავარაუდოდ, მას უნდა ერქვას ან ელენე ან ეთერი. სანიკიძე ფილმოგრაფიის პირთა საძიებელში მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული. მის შესახებ არავინ არაფერი არ იცის და კარგი იქნება, თუ ვინმე გამოგვეხმაურება, ვისაც მასთან ან მის შთამომავლობასთან რაიმე აკავშირებს.


скачать dle 11.3