კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (109)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

მილიონი ლარი – „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ინიციატივა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ აქტიურად ზრუნავს ქართული სპორტის სახეობების განვითარებისთვის, შეაქვს რა წვლილი ამ ნამდვილად ქართულ საქმეში. ფეხბურთი, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც, სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა, მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სამწუხაროდ, დღეს ყველა სფეროში და, მათ შორის, სასპორტო შეჯიბრებებშიც, კორუფციული გარიგებები, სიმულაციები, მიკერძოება, არაობიექტური მსაჯობა და არაპროფესიონალიზმის ფაქტები ჩვეულებრივ ამბად იქცა. ამას დაემატა ახლახან დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ კლუბში მომხდარი სკანდალი, რომელმაც ქართველ გულშემატკივარს ძალიან დასწყვიტა გული.

ქართული ფეხბურთი დღეს რომ მატერიალურად მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში ვერ არის, ეს ცხადია. ამას კიდევ სხვა სირთულეებიც ემატება, რაც ამა თუ იმ კლუბის და, ზოგადად, მხარდამჭერების აქტივობასა და ფეხბურთის მიმართ ნდობაზე, ნეგატიურად აისახება. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ფეხბურთი ეროვნული თუ ადგილობრივი ღირსებისა და სიამაყის დაცვის საშუალება კი არ არის, არამედ ფულის შოვნის წყაროა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“, რომელიც მრავალი საინტერესო და სასიამოვნო სიახლის მოთავეა, გადაწყვიტა, სტიმული მიეცა ქართველი ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისთვის. კომპანია თვალყურს ადევნებს ანტიკორუფციულ მოძრაობას და, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შემდეგი ჩემპიონატის თამაშები იქნება სამართლიანი და აღიკვეთება კორუფციის ფაქტები, ლატარიის კომპანია ჯამში ერთი მილიონი ლარით დაასაჩუქრებს ჩემპიონატის მონაწილე პირველ, მეორე და მესამე საპრიზო კატეგორიის მფლობელ გუნდებს. გარდა ამისა, საქართველოს ჩემპიონატის თამაშები შეტანილი იქნება „ტოტოს“ გათამაშებაში.

გია ბარკალაია („საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მარკეტინგის დირექტორი): ჩვენი კომპანიის დღევანდელი ინიციატივა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ქართული საფეხბურთო კლუბებისთვის, მწვრთნელებისთვის, გულშემატკივრებისთვის. ფეხბურთი მთელ მსოფლიოში პოპულარული სპორტია და ის საქართველოშიც გამორჩეულად უყვართ. თუკი 2011 წლის ჩამპიონატი ჩატარდება გამჭვირვალედ, დარღვევებისა და ფინანსური მაქინაციების გარეშე, ჩვენი კომპანია პირველ სამ ადგილზე გასულ გუნდებს ჯამში მილიონ ლარს გადასცემს. ვუსურვებთ წარმატებას ქართულ ფეხბურთს!


скачать dle 11.3