კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შერიგება? – ეს იოლია



ქალმა ყველაზე მძიმე, კრიტიკულ წუთებშიც კი უნდა იფიქროს საკუთარ გარეგნობაზე. მაგალითად, თუ ტირილი არ უხდება და მან ეს იცის, საჯაროდ ზლუქუნისგან თავი უნდა შეიკავოს; ან, ვთქვათ, ჩხუბისას, აუცილებელია, უცხო თვალით შეხედოთ საკუთარ თავს. სხვათა შორის, მამაკაცები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან სიტყვებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მათ. თან, მიაჩნიათ, რომ ქალებს აქვთ საზიზღარი თვისება – დაუფიქრებლად წამოისროლონ ფრაზები. გააბათილეთ მათი ეს მოსაზრება, მით უფრო, თუ ერთმანეთი გეძვირფასებათ. აუცილებელი არ არის, ყველა საკითხში შეთანხმებას მიაღწიოთ. მთავარია, გესმოდეთ ერთმანეთის და პატივს სცემდეთ ერთმანეთის აზრს, შეხედულებებსა და ინტერესებს, თუნდაც არ იზიარებდეთ მათ. რაც უნდა შორს წავიდეს კონფლიქტი, გამოხატეთ შერიგების სურვილი. პრობლემის მოგვარება არ უნდა გახდეს იდეაფიქსი. მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ არის მართალი – თქვენ ხომ სასამართლოში არ ხართ. როცა ხვდებით, რომ ის ყოყმანობს, შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი თავად გადადგით. მამაკაცების ემოციური ფონი განსხვავებულია, ამიტომ, მათ ქალებზე გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ გონზე მოსასვლელად. ახასიათებთ საკუთარ თავში ჩაკეტვა და, თავს ისე მოგაჩვენებენ, თითქოს, ეს სიტუაცია საერთოდ არ აღელვებთ. სინამდვილეში კი, ძალიან განიცდიან. შერიგების ინიციატივის თქვენი მხრიდან გამოვლენა ურთიერთობას ძალიან წაადგება – ის ამას დააფასებს. რაც მთავარია, მოიხსნება ურთიერთობის გაუარესების რისკი. გახსოვდეთ, შერიგებას არა აქვს წესები. თქვენ უკეთ იცით, რა ჭრის თქვენს პარტნიორზე ყველაზე კარგად: თბილი სიტყვა, კოცნა, თუ რაღაც სხვა...


скачать dle 11.3