კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

კომპლექსების გარეშე

კომპლექსი ცუდია, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების კარგად აღქმას უშლის ხელს – გვიკარგავს თვითშეფასების უნარს ან გვიქვეითებს მას. ქალს, რომელსაც არაფერი მოსწონს საკუთარ გარეგნობაში, ძალიან გაუჭირდება პარტნიორის პოვნა და მერე მისი შენარჩუნება. მამაკაცები არც ისეთი კრიტიკულები არიან საყვარელი ქალის შეფასებისას, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ქალი ბევრად უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარი ტუჩის ფორმას, ცხვირის სიგრძეს, მკერდის ზომასა, თუ მოყვანილობას, ვიდრე კაცი, რომელსაც ის ზუსტად ისეთი მოსწონს და უნდა, როგორსაც ხედავენ. ამიტომ, როცა ქალი ცდილობს, გამოიყურებოდეს იმაზე კარგად, ვიდრე ის სინამდვილეშია, ამას, უპირველესად, საკუთარი თავისთვის აკეთებს. კოკო შანელი არ იყო ლამაზი, მაგრამ მამაკაცები მისით პირველივე ნახვისას იხიბლებოდნენ. მას ასეთი პრინციპი ჰქონდა: ის ამბობდა, შენს ყველა ნაკლში ყოველთვის შეიძლება, იპოვო ღირსება, თუნდაც ეს პატარა მკერდი, ან სქელი თეძო იყოსო.

მიჰბაძეთ კოკო შანელს – იყავით ის, რაც ხართ. ნუ შეიზღუდებით და ნუ დაკომპლექსდებით. ჯერ არავის დაუდგენია სილამაზის ფორმულა და გემოვნების საზღვარი. იცხოვრეთ კომპლექსების გარეშე და ბედნიერებაც ვეღარ დაგისხლტებათ ხელიდან.


скачать dle 11.3