კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რწმენის სასწაული







ნინო წულუკიძე

ბედი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველას უღიმის, ანუ, ერთხელ მაინც, ყველაფერი თქვენს ხელშია. მთავარია, იგრძნოთ, მიხვდეთ და ზურგი არ შეაქციოთ მას. როცა ფორტუნა შენს შესახვედრად მზად არის და გაშლილი ხელით გეგებებათ, უბრალოდ, მიენდეთ. ნუ ეცდებით, რამე შეცვალოთ. თავიდანვე განიმსჭვალეთ რწმენით, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ, თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება.

წარუმატებლობა და მარცხი ყველა ადამიანის, თითოეული ჩვენგანის თანამგზავრია. შეიძლება, ძალიან დიდხანს არ გაგიმართლოთ, ვერ ააწყოთ თქვენი პირადი ცხოვრება: მარცხი განიცადოთ პროფესიულ ასპარეზზე, გაწყენინოთ მეგობარმა, შემოგაკლდეთ ფული... – ყველაფერი ხდება, მაგრამ, უსასრულოდ არაფერი გრძელდება, ადრე თუ გვიან, თქვენი პრობლემათა ჯაჭვიც დასრულდება. მთავარია, გწამდეთ, რომ ღრუბელი აუცილებლად გაიფანტება, მზე გამოანათებს და მაშინ წარმატებაც არ დააყოვნებს.

არასოდეს გაექცეთ ურთიერთობას ადამიანებთან, იყავით მეტად გახსნილი და კომუნიკაბელური. ყველაფრით კარგი ან ყველაფრით ცუდი ადამიანები არ არსებობენ. მთავარია, გწამდეთ, რომ აუცილებლად შეხვდებით იმას, ვინც ზუსტად ისეთს მიგიღებთ და გაგიფრთხილდებათ, როგორიც ხართ.


скачать dle 11.3