კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მეთოდით უნდა დავსაჯოთ ლეკვი, რომ მისგან შემდგომში აგრესიული ძაღლი არ მივიღოთ

თუ გადაწყვიტეთ ამა თუ იმ ჯიშის ლეკვის აყვანა, გახსოვდეთ, რომ ძალიან არ უნდა გახალისდეთ მასთან თამაშით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ ყველაფრის უფლება. მართალია, ყველა ლეკვი ლამაზი და საყვარელია, მაგრამ, არც ის დაივიწყოთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ის გაიზრდება და, უკვე ზრდასრული ძაღლისგან ლეკვური ქცევა არცთუ სასიამოვნო ასატანია. ამიტომ, მას შემდეგ, რაც ლეკვს სახლში მიიყვანთ, დაიწყეთ მისი აღზრდა და არა გათამამება. ამ თემასთან დაკავშირებით კი, ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ძალიან ხშირად პატარა ლეკვები კბენენ პატრონებს ხელებზე და ეკიდებიან ტანსაცმელზე, ასევე, ეთამაშებიან ფეხებზე და ამ თამაშს კბენით გამოხატავენ. რაც რა თქმა უნდა, შემაწუხებელია, მაგრამ, უფრო დასაფიქრებელი ის არის, როგორი ძაღლი გაიზრდება ასეთი ლეკვისგან.

– ბევრისგან გამიგია, რომ ლეკვის ასეთი ქცევა ასაკის ბრალია და ამით ის მხოლოდ სიყვარულსა და გართობის სურვილს გამოხატავს. და მაინც, როგორც კომპეტენტური პირი, რას ურჩევთ მკითხველს, მსგავს შემთხვევაში ღირს თუ არა სათანადო ზომების მიღება?

– მოგახსენებთ. ამ დროს შეშფოთება, რა თქმა უნდა, დროულია და დროულ ადეკვატურ ჩარევას საჭიროებს, რადგან ასეთი ლეკვისგან მივიღებთ ძალიან აგრესიულ და გაუწონასწორებელ ძაღლს, რომელიც აგრესიას გამოავლენს არა მარტო გარშემო მყოფების, არამედ საკუთარი პატრონის მიმართაც. ამ დროს ცხოველი ხდება პატრონის მფლობელი.

– რა ასაკამდეა ლეკვის მსგავსი საქციელი დასაშვები?

– ასეთი საქციელი დასაშვებია მხოლოდ 2 თვემდე ასაკის ლეკვებში, მერე სასურველია, გადავაჩვიოთ ის ასეთ მოქცევას, რადგან შემდეგ, უკვე 3 თვის ასაკიდან, ეწყება კბილების შეცვლა და უფრო ინტენსიურად იწყებს სათამაშოებისა და სხვა ნივთების ღრღნას.

– როგორ უნდა მოვიქცეთ, ლეკვს ასეთი თვისება რომ არ ჩამოუყალიბდეს?

– აღნიშნული საქციელი, განსაკუთრებით ადამიანის მიმართ, აუცილებლად უნდა დაუშალოთ ლეკვს სახლში მოყვანის პირველივე დღიდან. უფრო მეტად ჰუმანურია, თუ ჩვენს ჩვენს პატარა მეგობარს მივაჩვევთ, ითამაშოს სათამაშოსთან. ხელზე კბენის ყოველი მცდელობა, ლეკვის დასჯით უნდა დამთავრდეს. გაითვალისწინეთ, რომ, მიუხედავად ამისა, ის მაინც შეეცდება, ხელზე კვლავ გვიკბინოს. ამიტომ, არ უნდა მივუშვათ ის თავის ნებაზე.

– რა მეთოდით ხდება ლეკვის დასჯა? ფაქტია, რომ მას ვერ ვცემთ.

– მრავალი რეკომენდაცია არსებობს ასეთ სიტუაციაში მოქცევისთვის, რომელთაგან ყველაზე პოპულარული მეთოდია დახვეული გაზეთის მსუბუქად მირტყმა ცხვირზე, მაგრამ, ეს ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ ლეკვს შიში ჩავუნერგოთ.

– რატომ?

– იმიტომ, რომ დაშინებული და შერყეული ფსიქიკის ძაღლი შემდგომში არ გამოგადგებათ.

– კიდევ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

– ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს ერთი ნაყარის ლეკვებს, ერთად ყოფნის დროს. ისინი ვერ საზღვრავენ კბენის ძალას და, შეიძლება, სერიოზულად დააზიანონ ერთმანეთი, რამაც შეიძლება თავის მხრივ სავალალო შედეგი გამოიღოს.

– ყველაზე მეტად ადამიანის სხეულის რა ნაწილს ეტანება ლეკვი თამაშის დროს?

– ლეკვებს, როგორც წესი, მოსწონთ ხელებზე „ნადირობა“, ამიტომ, მათთვის ხელი არ უნდა გახდეს საინტერესო სანადირო ობიექტი. ხელი არ უნდა ვუქნიოთ ლეკვს ცხვირწინ და არ უნდა გავხადოთ ხელი მისთვის საინტერესო მოსაპოვებლად. როგორც კი ლეკვი ხელზე გიკბენთ, მაშინვე უნდა შეწყვიტოთ თამაში, მკაცრად შეხედოთ ლეკვს თვალებში და მკაცრი ხმით უთხრათ მას „ფუ!.” ხმა უნდა იყოს ამ დროს დაბალი ტემბრის. ამავდროულად, შეგვიძლია, არასასიამოვნო გავხადოთ ჩვენი ხელის ჩადება ლეკვისთვის პირში. ამისათვის საჭიროა, ღრმად ჩაუყოთ ლეკვს ხელი ხახაში, ან არასწორი მოძრაობით იძულებული გავხადოთ ის, გაგვიშვას პირი. ასევე შესაძლებელია, რაიმე არაგემრიელით და არასასიამოვნო გემოს ნივთიერება წავისვათ ხელზე, რაც დაგვეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში.

იმისთვის, რომ ლეკვმა თავისი ბასრი კბილებით არ დაგვიკაწროს ხელები, უმჯობესია, მასთან თამაშის დროს ხელთათმანები ჩავიცვათ.

– იმისათვის, რომ ჩამოთვლილი პრობლემები ავიცილოთ თავიდან, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს პატრონმა ლეკვის აღზრდა?

– ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, თავიდანვე არ დაუშვათ, რომ ლეკვი ასე მოიქცეს. არ მისცეთ მას უფლება, დაგეკიდოთ ხელზე, რადგან რამდენიმე თვეში მას უკვე ვეღარ გადააჩვევთ. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ლეკვის აღზრდა იწყება იმ დღიდან, რა დღიდანაც მოვიყვანთ მას სახლში. უნდა დაიმახსოვროთ, რომ ზრდასრული ძაღლის მორჩილებას ლეკვობიდან უნდა ჩაუყაროთ საფუძველი.

– რით უნდა დამუშავდეს ლეკვისგან მიყენებული მსუბუქი ნაფხაჭნები?

– მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ლეკვისგან მიყენებული მრავლობითი ნაფხაჭნი სათანადოთ დამუშავდეს საპნითა და თბილი წყლით, შემდეგ კი უნდა დავამუშაოთ ანტისეპტიკური საშუალებით. სერიოზული დაზიანების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივაკითხოთ ექიმ რაბიოლოგს.


скачать dle 11.3