კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (14)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

თავშექცეულად გულდაწყვეტილები



ანუ „პროს“ გარეშე





მართალია, გასულ კვირას რუსული მედია ქილიკობდა, საქართველოში ამერიკელი მაღალჩინოსნები და მსახიობები ჩადიანო, მაგრამ ამ ქილიკმაც კი ვერ ჩაგვაშხამა, ერთი მხრივ, ბ-ნი ვერშბოუს, მეორე მხრივ კი, ბ-ნი გარსიას ჩამოსვლით მოგვრილი სიხარული. მეტიც, ბ-ნ ვერშბოუს სამ დღეს ველოდით (და ამით ვიქცევდით თავს), შემდეგ მის ვიზიტს ვაშუქებდით (ამითაც შევიქციეთ თავი), წასვლის შემდეგ კი მისი ვიზიტის მნიშვნელოვნებით მოგვრილი ნეტარების განცდაში ვიყავით. სხვაგვარად წარმოუდგენელიც იყო, რადგან, ჯერ ერთი, ამერიკელი მაღალჩინოსნის ჩამოსვლა ყოველთვის დიდი სიხარულია (რადგან თან მწვანე დოლარების მწველი შუქიც ახლავს), მეორეც, იმის თქმის საბაბია, რომ ნატოს კარიც ღიაა და ამერიკასაც საქართველოს გარეშე ლუკმა ყელში ეჩხირება. მართალია, მაღალი რანგის სტუმარმა მთავრობას იმედები გაუცრუა: არც ნატოს ბაზებს განგითავსებთ, არც გუანტანამოს ტყვეებს განდობთ და „პროზე“ (რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე) ხომ ლაპარაკიც ზედმეტიაო (ის მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყანაში დაიდგმევაო), სამაგიეროდ, დაგვაიმედა, რომ აშშ იზრუნებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე (ხოლო, რაკი არ დაუკონკრეტებია, როგორ ჩნდება ეჭვი, რომ, როგორც ჩანს, ვერშბოუ და გეითსი რეზერვისტობას აპირებენ). ცხადია, ჩვენ არ ვიცით, როგორ გეგმავს აშშ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, რომ „პროს“ გარეშე დავრჩით.


скачать dle 11.3