კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

რა მოხდა ამ დღეს

9 მაისი

1502 – დაიწყო ქრისტეფორე კოლუმბის ბოლო – მეოთხე მოგზაურობა.

1812 – ნაპოლეონი ოფიციალურად ჩაუდგა სათავეში „დიდ არმიას“, რომელიც რუსეთზე თავდასხმისთვის ემზადებოდა.

1901 – შედგა ავსტრალიის პარლამენტის პირველი სხდომა.

1945 – ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გამოიტანეს გასაყიდად ჩასახვის საწინააღმდეგო აბები.

10 მაისი

1857 – ინდოეთში დაიწყო სიქჰების აჯანყება ინგლისელთა ბატონობის წინააღმდეგ.

1869 – დასრულდა ტრანსამერიკული რკინიგზის მშენებლობა. ამ რკინიგზამ შეაერთა ატლანტისა და წყნარი ოკეანის სანაპიროები – ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკომდე.

1872 – ვიქტორია ვუდჰალი გახდა პირველი ქალი, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა, დამარცხდა.

1933 – ნაცისტებმა ბერლინში მოაწყვეს დიდი აუტოდაფე – დაწვეს 20 000-ზე მეტი წიგნი.

1940 – უინსტონ ჩერჩილი გახდა ინგლისის პრემიერ-მინისტრი.

11 მაისი

330 – რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა რომის იმპერიის ახალ დედაქალაქად ქალაქი კონსტანტინოპოლი (ახლა სტამბული) გამოაცხადა.

1867 – ლუქსემბურგი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

1927 – დაარსდა ამერიკის კინოაკადემია, რომელმაც 1931 წლიდან „ოსკარის“ მინიჭება დაიწყო.

1984 – შედგა იოჰან კრუიფის გამოსათხოვარი მატჩი.

12 მაისი

1551 – დაარსდა ლიმის უნივერსიტეტი – პირველი უნივერსიტეტი ამერიკის კონტინენტზე.

1871 – ოტო ფონ ბისმარკი დაინიშნა გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე.

1940 – საფრანგეთში შეიჭრა ფაშისტური გერმანიის ჯარები.

1997 – ავსტრალიელმა სიუზი მაროუნიმ მარტომ გადაცურა ფლორიდის სრუტე – კუბიდან ფლორიდამდე, 24 საათში – 170 კილომეტრი.

13 მაისი

1637 – კარდინალ რიშელიეს ბრძანებით, მის სასახლეში ყველა იმ დანას, რომელსაც ჭამისას იყენებდნენ, მოუმრგვალეს წაწვეტებული თავები – ასე შეიქმნა სუფრის დანა.

1733 – შვედმა მეცნიერმა ვასენიუსმა აღმოაჩინა მზის პროტუბერანცები – ამოფრქვევები.

1888 – ბრაზილიაში გაუქმდა მონობა.

1930 – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასში მოსულმა მსხვილმა სეტყვამ ათი ადამიანი შეიწირა.

1981 – თბილისის „დინამო“ გახდა „თასის მფლობელთა თასის“ მფლობელი.

14 მაისი

1643 – საფრანგეთის მეფე გახდა ლუი მეთოთხმეტე. რომელსაც წინ 72-წლიანი მეფობა ელოდა.

1796 – ედუარდ ჯენერიმ გამოიგონა ყვავილის საწინააღმდეგო აცრა.

1862 – შვეიცარიელმა მესაათემ ადოლფ ნიკოლმა შექმნა პირველი წამმზომი.

1931 – ბოლონიაში ბრბომ სასტიკად სცემა დირიჟორი არტურო ტოსკანინი და მისი ცოლი, მიზეზი იყო ის, რომ მუსიკოსმა უარი თქვა, ედირიჟორა ფაშისტური ჰიმნისთვის.

1948 – გამოცხადდა ისრაელის დამოუკიდებლობა.

15 მაისი

1730 – დიდ ბრიტანეთში შემოიღეს პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი და პირველი პრემიერი გახდა რობერტ უოლჰოლი.

1770 – 14 წლის ავსტრიელი პრინცესას – მარია ანტუანეტასა და საფრანგეთის მომავალი მეფის – 15 წლის ლუდოვიკოს ქორწინება.

1871 – რომი გახდა გაერთიანებული იტალიის სამეფოს დედაქალაქი.

1905 – დაარსდა ქალაქი ლას-ვეგასი.

1928 – ეკრანებზე პირველად გამოჩნდა უოლტ დისნეის ანიმაციური გმირი – მიკი მაუსი.


скачать dle 11.3