კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გროვდება ბინაში მძიმე ენერგიები და რა კავშირშია ამასთან ოთახში დაკიდებული ნახატები

ბევრ ადამიანს უყვარს ოჯახში ანტიკვარული ნივთების შეტანა და კედლებზე ძვირად ღირებული ძველი ნახატების ჩამოკიდება. ეს კი ძალიან სახიფათოა, რადგან ასეთ ნივთებს აქვთ ბიოენერგეტიკული მუხტების მიღების უნარი და არ არსებობს იმის გარანტია, რომ ანტიკვარულ მაღაზიაში შეძენილი ულამაზესი სურათი თუ ნივთი ადრინდელი პატრონის რაიმე უბედურების, არ არის გამორიცხული, რომ თვითმკვლელობის მოწმეც კი იყოს. ასეთი აგრესიული ენერგიის მქონე ნივთის დაკიდება სახლში, სადაც ხშირად იმყოფებით ერთად ოჯახის წევრები, ყოვლად დაუშვებელია. იქ, სადაც მსგავსი სურათი ან ნივთია, თანდათანობით საგრძნობი ხდება, თუ როგორ იმუხტებიან ოჯახის წევრები და როგორ იმატებს მათ შორის კონფლიქტები და აგრესია. ამიტომ, ანტიკვარულ მაღაზიაში ნაყიდი ნივთი თუ სურათი მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. არ შეიძლება, ასევე, მისი შემოტანა სხვა ოჯახიდან, მით უმეტეს, გარდაცვლილის ოჯახიდან, რადგან ის ძალიან სახიფათო ხდება თქვენი ოჯახისთვის.

ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვის დახატულ სურათს დაკიდებთ სახლში. უნდა გაარკვიოთ რა მდგომარეობაში იყო მხატვარი სურათის ხატვის დროს, რადგან შემოქმედს თავისი შინაგანი ენერგოვიბრაცია გადააქვს იმ სურათზე, რომელსაც ხატავს. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ სანამ მიქელანჯელო თავის ცნობილ „სიქსტის კაპელის” მოხატვას დაიწყებდა, ექვსი თვე მარხულობდა, ლოცულობდა და ვარჯიშობდა, რათა მისი აურა გაწმენდილიყო და ბიბლიურ სიუჟეტს შესწვდენოდა თავისუფალი შინაგანი ენერგიის მეშვეობით. მიქელანჯელომ ამ სურათში ჩადო საოცრად სუფთა, წმინდა და სულიერად ძლიერი მუხტი. ამიტომ არის, რომ ამ სურათის ნახვისას აშკარად ექცევით შემოქმედის ენერგოინფორმაციული მუხტის ქვეშ და ეს ძლიერი და სუფთა მუხტი გატყვევებთ.

ძველად ამ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევდნენ და ხატებიც სწორედ ასეთ განწმენდილ მხატვრებს უნდა დაეხატათ. ამიტომ აქვს ხატებს დიდი დადებითი ძალა. მათში ჩაქსოვილია დიდი სიყვარული, ძლიერი ენერგია და სუფთა სული, რაც მლოცველზეც გადადის.

დღეს კი ბევრი სურათი იხატება მხატვრების მიერ, რომლებიც ამ გზას არ გადიან და ხშირად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფნი იღებენ ფუნჯს ხელში. მაგალითად, ცნობილი იმპრესიონისტები: ვან გოგი, ტულუზ ლოტრეკი, ბოსხი, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის თვალსაზრისით უნიჭიერესები იყვნენ და შედევრებს ქმნიდნენ, მათგან ხშირად მძიმე ენერგოვიბრაცია მოდის. ეს კი, არ არის გამორიცხული, დამანგრეველი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. ასეთი უარყოფითი ენერგოვიბრაციის მქონე სურათის ოთახში დაკიდება ირგვლივ უარყოფით ენერგიას აფრქვევს, რაც უძილობის, ფსიქიკის მოშლის, ჯანმრთელობის შერყევის მიზეზი ხდება.


скачать dle 11.3