კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ობამას გასაჭირი



ნდობის რეიტინგი



თუკი აშშ-ის პრეზიდენტის რეიტინგი ეცემა (ამ თემას უკვე სამი კვირაა, აშუქებენ საერთო მაუწყებლები, ობამა წინასაარჩევნო დაპირებებს ვერ ასრულებსო), იმავე საერთო მაუწყებლების ცნობით, გაზრდილია პრეზიდენტ სააკაშვილის რეიტინგი (თავის „ნაცმოძრაობა“-სტრუქტურებიანად). ამ ჭეშმარიტებას, მათი აზრით, წყალი არ გაუვა, რადგან კვლევა თვით IRI-ს მიერაა ჩატარებული, ყოველივე ამერიკული კი საუცხოოა. ამ კვლევათა მიხედვით, ნომერ პირველი პოლიტიკოსი ბ-ნი სააკაშვილია, ყველაზე დასაყრდენი ძალა „ნაცმოძრაობაა“, ხოლო დანარჩენებს მზის ორბიტასთან მიახლოების იოტისოდენა შანსიც არ გააჩნიათ. მეორე მხრივ, ოპოზიციური პარტიები ირწმუნებიან, რომ მონაცემები არაზუსტია და, თავის მხრივ, მათთვის ხელმისაწვდომ მონაცემებს აქვეყნებენ (იმავე IRI-ს მიერ ჩატარებულს) და, ბუნებრივია, ეს ორი მონაცემი ერთმანეთს არ ემთხვევა. ასეც რომ არ იყოს, წაგებული ომისა და მასობრივი გამოსვლების შემდეგ, თუ ხელისუფლებას რეიტინგი ეწევა, ესე იგი, ან ხელისუფლებას უჭირს, ან გამომკითხველს, ან გამოკითხვაში მონაწილეებს (თუმცა ისიცაა, ჩვენ პირველი და მესამე გვადარდებს). უფრო მეტიც, თუკი კვლევას ვერწმუნებით, ნდობის მიხედვით, პირველ ადგილასაა ეკლესია, მას მოსდევს პოლიცია, მათ სიახლოვესაა ჯარი, სადღაც იქვეა სასამართლო და პროკურატურა. სავსებით ლოგიკურია, რომ ამ გამოკითხვაშიც კი ეკლესია პირველ ადგილასაა, რადგან „პროფესორი ქალბატონის“ მეშვეობით საზოგადოებისთვის ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. რაც შეეხება პოლიციისა და ჯარისადმი გამოვლენილ მაღალ ნდობას, თუ თვალს მათ ბოლოდროინდელ მიღწევებს გადავავლებთ, გამოდის, რომ, მათი ნდობის რეიტინგის კიდევ უფრო ასამაღლებლად, პოლიციამ ქუჩებში სისხლიანი ოპერაციები უნდა განაახლოს, ქართულმა ჯარმა კიდევ ერთი გამორბენი მოაწყოს, პრეზიდენტი ობამა კი საქართველოს ხელისუფლებას რჩევებს დაეკითხოს.



ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3