კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საპირველმაისო ვაჭრობა, „ორთითა“ და მოპარული 590 მანეთი

მარჯანიშვილის თეატრის წინ, იმ ულამაზეს შენობაში სადაც ახლა „თიბისი ბანკის“ ცენტრალური ოფისი მდებარეობს, ადრე თბილისის ცენტრალური უნივერმაღი იყო და გასული საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისში იქ რიგით მილიციელად ვმუშაობდი. ჩემი მოვალეობა წესრიგისთვის თვალყურის დევნება იყო და, რადგან სტაბილურ ქვეყანაში ვცხოვრობდით, მაინცდამაინც ბევრი სამუშაო არ მქონდა. მხოლოდ ახალი წლის და მაისის დღესასწაულებზე მიწევდა ხოლმე პატარა „გაოფლიანება“, რადგან იმ დღეებში უნივერმაღში იმპორტული საქონელი შემოჰქონდათ, სექციებში რიგები დგებოდა და კონფლიქტები რომ არ მომხდარიყო, ხშირად მიხდებოდა ჩარევა.

აპრილის ბოლო რიცხვებია... უნივერმაღის ყველა სექცია იმპორტული საქონლითაა გამოტენილი. იმხელა რიგები დგას, თავი სტადიონზე მგონია და არ ვიცი, რომელ ერთს მივაშურო წესრიგის დასაცავად. უცებ პარფიუმერიის სექციაში, სადაც ფრანგულ სუნამოებს ყიდდნენ, ქალი აკივლდა: „მიშველეთ, მიშველეთ ასოცი მანეთი მომპარეს!“ იმ პერიოდში ჯიბის ქურდობა საკმაოდ გავრცელებული იყო და არავის უკვირდა, მაგრამ, მე თითქმის ყველა ჯიბგირს ვიცნობდი, ყურადღებით ვაკვირდებოდი ხალხს და არც ერთი მათგანი იქ არ შემინიშნავს. გამოდიოდა, რომ ვიღაც ახალბედა „ჩალიჩობდა“. ამიტომ მე ახალგაზრდები „დავზვერე“, თუმცა, საეჭვო არაფერი შემინიშნავს. თხუთმეტი წუთიც არ იყო გასული, რომ ჯერ საბავშვო სექციაში აყვირდა ვიღაც მამაკაცი – ოთხმოცდაათი მანეთი ამომაცალესო, შემდეგ კი საჩუქრების სექციიდან ერთბაშად ორი ქალი კიოდა – გვიშველეთ, ასი და ოთხმოცი მანეთი მოგვპარესო. ერთი სიტყვით, სულ რაღაც თხუთმეტ-ოც წუთში ოთხ მოქალაქეს 390 მანეთი მოპარეს და მივხვდი, რომ უნივერმაღში ვიღაც ძალიან სწრაფი და ვირტუოზი ჯიბგირი მოქმედებდა. მე დავიძაბე და თვალთვალი გავაძლიერე, რომ, იმავე პარფიუმერიის სექციაში, სადაც პირველი ქურდობა მოხდა, ქალმა ჩანთა გახსნა, რომ სუნამოს საყიდელი ფული ამოეღო და აკივლდა: მიშველეთ, მიშველეთ! ორასი მანეთი მომპარესო. მე იქვე ვიდექი, ქალთან მივვარდი და ვკითხე:

– კუპიურები პირდაპირ ჩანთაში გელაგათ თუ საფულეში?

– საფულეში, საფულეში... ათი წამის წინ შევამოწმე და საფულე ჩანთაში იდო... – მომიგო ატირებულმა ქალმა და დაამატა, – ჩემ წინ მდგომმა ბაბუამ რომ სუნამო იყიდა, მე ჩანთა გავხსენი და ფული აღარ დამხვდა.

– სხვათა შორის, – თქვა გამყიდველმა გოგონამ, – ის ბაბუ მაშინაც სუნამოს ყიდულობდა, როდესაც აქ სხვა ქალს ასოცი მანეთი მოჰპარესო.

– აბა, სად არის ბაბუა? – ვიკითხე მე.

– გასასვლელისკენ მიდიოდა, – მითხრა მეორე გამყიდველმა გოგონამ და თითი კარისკენ გაიშვირა.

– როგორ გამოიყურება? – ვკითხე სწრაფად.

– ლურჯი „ბუშლატი“ აცვია და თავზე შავი „უშანკა“ ახურავს, – ერთდროულად მომიგო რამდენიმე მოქალაქემ.

ლურჯბუშლატიანი ბაბუა მეც შევამჩნიე უნივერმაღში, რომელიც ძლივს დაფამფალებდა და აზრადაც კი არ მომსვლია, რომ შეიძლება, ის ყოფილიყო ქურდი. სასწრაფოდ გავვარდი ქუჩაში, გავიხედ-გამოვიხედე და სწორედ იმ დროს შეუხვია ლურჯბუშლატიანმა მარჯანიშვილის მოედანზე. მე გავიქეცი, მოხუცს დავეწიე და საბუთის ჩვენება ვთხოვე. მან რესპუბლიკის ღვაწლმოსილი პედაგოგის წიგნაკი მაჩვენა და გზის გაგრძელება დააპირა. მე ჯერ წამით შევყოყმანდი, მაგრამ, მაინც არ გავუშვი, იქვე გავჩხრიკე და ჯიბეებიდან 590 მანეთი ამოვუღე, რომელიც უნივერმაღში ჰქონდა ნაჯიბგირალი... „ღვაწლმოსილი პედაგოგი“ კი 81 წლის, ცხრაჯერ ნასამართლევი ჯიბგირი, ვინმე „ორთითა“ აღმოჩნდა, რომელიც სიბერის გამო არც კი გაუსამართლებიათ...

მაიორ ჯიმი ესაძის ნაამბობის მიხედვით


скачать dle 11.3