კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

მამამთავრიშვილი

სიტყვას – მამა პრივილეგირებული მდგომარეობა უკავია ქართული გვარების წარმოქმნაში. ამ ფუძით გვაქვს გვარები: მამაგულაშვილი, მამგულაშვილი, მამადაშვილი, მამიაშვილი, მამისაშვილი, მამისიმედიშვილი, მამიჯვარისშვილი, მამუკაშვილი, მამუკაძე, მამუკელაშვილი, მამულაიშვილი, მამულაშვილი, მამულაძე, მამულოძე, მამუჩაშვილი, მამუქაძე და ასე შემდეგ. ასევე, გვხვდება რთულფუძიანი გვარებიც, მაგალითად: მამამთავრიშვილი, მამასახლისაშვილი, მამისარაშვილი, მამისბედაშვილი, მამისთვალიშვილი, მამიჯანაშვილი, მამუშალვიშვილი და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, თითოეულ რთულ ფუძეს აქვს გაჩენის კონკრეტული მიზეზი.

მამამთავარი საუკეთესო იერარქიასთანაა დაკავშირებული. სულხან-საბა ბრძანებს: „მამადმთავარი ესენი არიან: ადამ, აბელ, ნოე, აბრაჰამ და მისთანანი; ხოლო აწინდელიცა პატრიარქნი, ხოლო მერე მთავარი ეპისკოპოზთა მიერ წარგზავნილი სამწყსოსა შინა.”

საქართველოში 281 მამამთავრიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 183, ახალგორში – 36, გარდაბანში – 18. არიან სხვაგანაც.

ყენია

ყენია გურული გვარია. მისი სამშობლოა საჭამიასერი, ჩოხატაურის რაიონი.

ყენიები იყვნენ აზნაურები. რუსეთის მთავრობამ, 1850 წლის 6 დეკემბერს, საქართველოდან თავადაზნაურთა სიაში – „ხავერდის წიგნში“ შეიყვანა: დავით ბერისძე, მისი მეუღლე – დარეჯანი, ლევან იესეს ძე, გოგიტა ბეჟანის ძე, ოთარ ბეჟანის ძე, გიორგი ივანეს ძე, დავით სიმონისძე, გლახუნა სიმონის ძე და ასე შემდეგ ყენიები.

საქართველოში 231 ყენია ცხოვრობს: თბილისში – 125, ჩოხატაურში – 31, სამტრედიაში – 28. არიან სხვაგანაც.

იმნაძე

ფაქტობრივად, ერთი და იგივე ფუძისაა გვარები: იმნაიშვილი, ივნაიშვილი, იონაიშვილი, იმნაძე.

იმნაძეები გვხვდებიან 1561 წლიდან.

1659-1690 წლების ისტორიულ საბუთებში მოიხსენიებიან: იმნაძე ბერი, ბასილა, ბესიკა, გიორგი, გოდერძი, ზურაბა.

იმნაძე იმედა 1618-1634 წლებში, კავთისხეველი, როსტომ მეფემ გაათავისუფლა გადასახდელებისგან.

როგორც ჩანს, იმნაძეები ქართლიდან შემდეგ გურიაში გადასულან.

საქართველოში 1 849 იმნაძე ცხოვრობს: ლანჩხუთში – 571, თბილისში – 516, ქობულეთში – 186. არიან სხვაგანაც.

კიკნაძე

საკმაოდ გავრცელებული საგვარეულოა. კიკნაძეები აზნაურიშვილები არიან.

იოანე ბაგრატიონი წიგნში – „შემოკლებითი აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა” – აღნიშნავს: „კიკნაძეები იმერეთის თავადნი და აზნაურნი... წელსა 1537 ამათნი გვარნი დაეშვნენ იმერეთს, გამრავლდნენ მათი გვარისანი და იწოდებიან კიკირონ მოშაირე მეცნიერის შთამომავლებად, კიკნაძეებად.”

გვხვდება მეტსახელი კიკნა.

„დოროთეოს კათალიკოსმა (სოფელი ნატრია) იქ მცხოვრები აზნაური, ერთი კომლი კიკნაძე, შესწირა ნიტრიის ეკლესიას” (1589-1600 წლები).

ასევე, გვხვდება გვარი კიკნაშვილი.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის კიკნაძეებს 72-ე ადგილი უჭირავთ.

1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით, საქართველოში 5 245 კიკნაძე ცხოვრობს: თბილისში – 1962, ხაშურში – 684, ხარაგაულში – 603. არიან სხვაგანაც.

დოფიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დოფა. სახელი დოფა მოხსენიებული აქვს პროფესორ ალექსანდრე ღლონტს წიგნში „ქართველური საკუთარი სახელები.”

„დოფნა დირბელი, მოწმე და დამწერი პაატა არჩვაძის მიერ ზაალ წინამძღვრიშვილისთვის მიცემული მამულის დაგირავების წიგნისა” (1700 წელი).

„დოფისძე ამბი იყო მოწმე მირბია ბულაძის მიერ ახდილას მონასტრისთვის მიცემული ყანის ნასყიდობის წიგნისა.” (მეთექვსმეტე საუკუნე).

საქართველოში 108 დოფიძე ცხოვრობს: თბილისში – 31, ბორჯომში – 8, რუსთავში – 3.

წოწორია

გვარის ფუძეა წოწორა, წოწორი. მეგრულში წოწორ იგივეა, რაც ქართულში მაღალი და აწოწილი.

ფუძე წოწ გვხვდება გვარებში: წოწოლაშვილი, წოწონავა, წოწერია.

სამეგრელოში გვარები აღწერილი აქვს ბატონ პაატა ცხადაიას. ის გვაძლევს ასეთ ინფორმაციას: „წოწერია 202 სული: სენაკში – 92, ზუგდიდში – 26, ქუთაისში – 10“.

ასევე, გვხვდება გვარი წოწელია. დაფიქსირებულია ქვემო იმერეთში – 22 სული.

საქართველოში 1 078 წოწორია ცხოვრობს; მარტვილში – 414, თბილისში – 251, აბაშაში – 47. არიან სხვაგანაც.

914 წოწონავა: მარტვილში – 334, თბილისში – 175, სენაკში – 70. არიან სხვაგანაც.

განუგრავა-განგურავა

გვარების ისტორიის შემსწავლელები ფიქრობენ, რომ გვარი განუგრავა არასწორია და ის ადრე განგურავა იყო.

განგურავა მეგრულში იგივეა, რაც განუგრძობელი, შეწყვეტილი, დაუმთავრებელი.

გვარის ფუძე შეიძლება შევადაროთ სიტყვას განგა, აქედანაა გვარი განგავა; განგი იგივეა, რაც კეთილის მოსურნე. განგავას ვარიაციული ფორმაა განგია, განგება-ღვთაება.

განგია-გამგია იგივეა, რაც მოხელე, კეთილმოსურნე.

საქართველოში 99 განუგრავა ცხოვრობს: თბილისში – 32, ბათუმში – 3, ზესტაფონში – 2. არიან სხვაგანაც.

წიტაიშვილი

ამ გურული წარმოშობის გვარზე ისტორიულ წყაროებში მწირი ინფორმაცია არსებობს.

ზოგი მკვლევარი ციტაიშვილს წიტაიშვილებთან აიგივებდა.

გვარის ფუძეა სიტყვა წიტა, რაც ახლად ამოვლებულ ჩურჩხელას ნიშნავს. ციტა კი საკუთარ სახელადაა დაფიქსირებული, მეთორმეტე საუკუნიდან.

1995 წლის აღწერით, ვაუჩერი აუღია 494 წიტაიშვილს. ოზურგეთში ცხოვრობს 249 წიტაიშვილი, თბილისში – 118, ბათუმში – 41. არიან სხვაგანაც.

ედიშერაშვილი

გვარის წარმოქმნის ერთ-ერთი ვერსიაა სადაურობის ტერმინი და უკავშირდება ადგილ „ედის“. თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ეს გვარი წარმოიქმნა მამაკაცის სახელის – ედიშერას მიხედვით.

ედიშერაშვილები იყვნენ აზნაურები. იხილეთ იოანე ბაგრატიონის, „შემოკლებითი აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“: ედიშერაშვილები არიან ედისიდგან მოსრულნი ხეობასთა შინა ძველადვე აზნაურნი“. დავით ედიშერაშვილი სოფელ გომარეთიდან გადმოდის ზედსიძედ სოფელ მუხათში, არტემ მურადაშვილთან (დმანისის რაიონიდან – თეთრი წყაროს რაიონში).

საქართველოში სულ 1 380 ედიშერაშვილია. თბილისში – 663, გორში – 165, მცხეთაში – 141. სამწუხაროდ, დღემდე 24 სული კვლავ ედიშეროვად არის ჩაწერილი. დროა, მათ დაიბრუნონ წინაპართა გვარი – ედიშერაშვილი. ედიშერაშვილი ზოგჯერ ჩაწერილია ედილასშვილად.

ქაცარავა

გვარის წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი გურულები (გურიიდან არიან), საცხოვრებელი ადგილების მიხედვით კი, ცხოვრობენ თბილისში.

გვხვდება ასევე გვარი ქაცარაძე.

გვარის ფუძის მიხედვით, ქაცარა-ი, ზოგადი მნიშვნელობით იგივეა, რაც მეგრულად – „თიკანი“ ქაცარი ეწოდება სალიპარტიანოს ერთ-ერთ სოფელს.

ქაცარავათა შორის გამოჩენილან გიორგი, ქრისტეკოჩი და ივანა, ბეჟა ხუსიასძე სოფელ ყულისკარიდან (დღევანდელი ზუგდიდის რაიონი), 1857 წლის სამეგრელოს აჯანყების მონაწილეები.

ასევე, გვხვდება მეტსახელი ქაცარა.

საქართველოში 129 ქაცარავა ცხოვრობს: ხობში – 33, ბათუმში – 25. არიან სხვაგანაც.

80 ქაცარიძე: ზესტაფონში – 54, თბილისში – 19, ქუთაისში – 3. არიან სხვაგანაც.

ოხანაშვილი

გვარი ოხანაშვილი გვარების მკვლევრებს, ილია მაისურაძესა და ალექსანდრე ღლონტს, შეყვანილი ჰყავთ ქართულ გვარ-სახელთა ჩამონათვალში.

კერძოდ, ილია მაისურაძე წერს: „ოხანაშვილი, სავარაუდოა, საკუთარი სახელი ოხანა, შედარებისთვის ოხოა; ოხონაშვილი (ქართველური საკუთარი სახელები) – ოხანა გვარში: ოხანაშვილი“.

გვარის ადრინდელ ფორმად ჩანს ოჰანაშვილი-ოჰანაშვილი. ამ შემთხვევაში გვარის ფუძე იოვანე, იოანე. აქედან – ოჰანეს-ოჰანეზა-ოჰანესა-ოანეზა.

გვხვდება გვარი ოჰანეზასშვილი.

„გიორგი ოჰანეზასშვილი, დამამტკიცებელი გიორგი მეფის მიერ უზბაშ ალხაზ მაჩაბლისთვის მიცემული ყმების გათარხნების წიგნისა“ (1680 წელი).

„ოჰანესაშვილი მურადა, ბოსის სოფელს მცხოვრები, შანშიშელ პაპიას და მისი ძმის, დოლმაზას გაყრისას ერგო დოლმაზას“ (1667 წელი).

საქართველოში 473 ოხანაშვილი ცხოვრობს: თელავში – 186, თბილისში – 102, კასპში – 88. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3