კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს ბიოლოგიურ დედას თბილისიდან გორში და რისი იმედი აქვს 40 წლის ქალბატონს

40 წლის ნინო არჩილის ასული პატარიძე (გვარი და მამის სახელი ფსევდონიმია) ეძებს დაახლოებით 57-60 წლის ნინო ოდიშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ დედას, დაახლოებით 57-60 წლის ნინო ოდიშვილს (სახელი, შესაძლებელია, სხვა ჰქონდეს). იმის შესახებ, რომ ნაშვილები ვარ, მხოლოდ 35 წლის ასაკში გავიგე, თანაც, შემთხვევით. ამჟამად მეც მყავს შვილი და ჩემთვის წარმოუდგენელია, რა მიზეზით შეიძლება, მე ის მივატოვო თუნდაც ერთი დღით. მიუხედავად ამისა, ძალიან მინდა ჩემი ბიოლოგიური დედის პოვნა და იმ მიზეზის გაგება, რატომ გამაშვილა.

– ნინო, როგორ გაიგეთ, რომ ნაშვილები ხართ? გვიამბეთ თქვენი ისტორია.

– მე რომ ნაშვილები ვარ, პირველად ჩემმა მეუღლემ გაიგო, შემდგომ კი ჩემი აღმზრდელი დედის ნათლულმა მითხრა იგივე და, კიდევ ის, რომ, ჯერ კიდევ თოთოს, ხელზე მეკეთა წარწერა „ნინო ოდიშვილი“. სავარაუდოდ, ეს არის ჩემი სახელი და გვარი, რომელიც ბიოლოგიურმა დედამ მომცა. დავბადებულვარ გორის სამშობიარო სახლში. ჩემი ბიოლოგიური დედა კი, იმ დროს ახალგაზრდა იყო, დაახლოებით 18 წლის. გაურკვეველი მიზეზების გამო, მან უარი თქვა ჩემზე და მე გამაშვილეს. ჩემს წამოსაყვანად მისულა ჩემი აღმზრდელი დედა თავის ნათესავებთან ერთად. სამწუხაროდ, ამჟამად არც ერთი მათგანი აღარაა ცოცხალი და ყველაფერი, რაც ვიცი, არის ის, რომ ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ გორში გამაჩინა 1971 წლის 4 თებერვალს და ხელზე მეკეთა წარწერა – „ნინო ოდიშვილი“. ძნელია, იცხოვრო და არ იცნობდე შენს ბიოლოგიურ მშობლებს. ცხოვრება ისედაც ძალიან რთულად ამეწყო, არაფერში არ გამიმართლა: შემხვდა მოძალადე მეუღლე და ამჟამადაც თავშესაფარში ვცხოვრობთ მე და ჩემი პატარა შვილი. ვფიქრობ, ჩემი წარუმატებლობა დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩემმა საკუთარმა დედამ ჩემზე უარი თქვა და გამაშვილა. ამის მიუხედავად, მაინც მინდა ვიცოდე, ვინ არის ის ადამიანი, ვინც მე გამაჩინა, რა მიზეზით გამაშვილა და, საერთოდ, მისი ნახვა მინდა, მაინტერესებს როგორია. იმედია, თუკი ის წაიკითხავს ამ სტატიას, გამომეხმაურება და იმ კითხვებზეც, მივიღებ პასუხს, რომლებიც წლების განმავლობაში მაწუხებს.

– ანუ, თქვენ ბიოლოგიური მშობლის ძებნა ახლახან დაიწყეთ.

– დიახ. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა, რომ ჩემს აღმზრდელ მშობლებს ეს გაეგოთ. მე მართლა დიდი მადლობელი ვარ მათი. მათ მე ლამაზი ბავშვობა მაჩუქეს, აღმზარდეს და ვერასდროს ვერ ვაპატიებდი ჩემს თავს, რომ მათთვის გული მეტკინა. ამჟამად კი, სამწუხაროდ, ორივე გარდაცვლილია. აღმზრდელი მამა 1998 წელს, დედა კი 2007 წელს გარდამეცვალა.

– როდისმე თუ გიკითხავთ აღმზრდელი დედისთვის რაიმე თქვენი ბიოლოგიური დედის შესახებ?

– 2005 წელს გავიგე სიმართლე ჩემ შესახებ, ანუ ის, რომ აყვანილი ვარ, 2007 წელს კი გადავწყვიტე, მეკითხა აღმზრდელი დედისთვის, ვინ იყო ჩემი ბიოლოგიური დედა ან რა იცის მის შესახებ, მაგრამ იმ დროს ჩემი დედობილი უკვე ცუდად იყო, ავადმყოფობდა. როგორც კი ვკითხე, მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს შეკითხვა არ ესიამოვნა, რომ მისთვის ეს ძალიან მტკივნეული თემა იყო. ამიტომაც, აღარაფერი მიკითხავს. როგორც ვიცი, ჩვენ საცხოვრებელი მისამართი არ შეგვიცვლია და ჩემს ბიოლოგიურ დედას ჩემი პოვნის სურვილი რომ ჰქონოდა, ვფიქრობ, ადვილად შეძლებდა ამას. თუმცა, ჩემი აღმზრდელის ნათლულისგან ისიც ვიცი, რომ, როდესაც საბავშვო ბაღში დავდიოდი, ვიღაც ქალს უნდოდა ჩემი ნახვა და ჩემს დედობილს მილიციაში უჩივლია. მას შემდეგ ამის მცდელობა აღარ ყოფილა. შეიძლება, ის ქალი დედაჩემიც კი იყო. მე გთხოვეთ, რომ არ გამოაქვეყნოთ ჩემი ფოტო, რადგან, თუ დედას ვიპოვი, მინდა, მას ჩემი ნახვა მოუნდეს. თუ ის ამ სტატიას წაიკითხავს, იქნებ გაუჩნდეს თუნდაც პატარა ინტერესი და დამიკავშირდეს. ამიტომ, არ მინდა, რომ მან ჩემი ფოტო მანამდე ნახოს. მინდა, რომ გამომეხმაუროს და შევხვდეთ ერთმანეთს. მე ისიც მითხრეს, რომ დედაჩემი შემდგომ ცოლად გაჰყვა იმ კაცს, ვისგანაც მე ვეყოლე, ანუ, თუ ეს სიმართლეა, გამოდის, რომ ჩემი ბიოლოგიური მშობლები ამჟამად ერთად ცხოვრობენ. ვერ დავიჯერებ, რომ ერთხელ მაინც არ მოუნდათ ჩემი ნახვა, ან არ გაუვლიათ გულში, როგორ არის მათი პირველი შვილი, რომელიც მათ გააშვილეს.


скачать dle 11.3