კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გამო ათენებდა ღამეებს ერთი თვე გიორგი ცინცაძე მეუღლესთან ერთად

ქართველი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე უკვე რამდენიმე წელია, სპორტულ კარიერას ესტონეთში განაგრძობს. იქ ჯერ მარტო იყო, მერე – მეუღლესთან, ამჟამად კი მეუღლესთან და პატარა ნიკოლოზთან ერთად ტალინთან ახლოს, ტარტუში ცხოვრობს. გიორგის მეუღლე, ნანა ცინცაძე, ახალბედა დედაა, მათი შვილი ჯერ მხოლოდ 2 თვის არის, რომელიც 5 მარტს ესტონეთში დაიბადა. სრული შემადგენლობით სამშობლოში დაბრუნებას ცინცაძეები თვის ბოლოს გეგმავენ და აქ მთელ ზაფხულს გაატარებენ. როგორ ცხოვრობენ ამჟამად ტარტუში, ამის შესახებ ნანა ცინცაძე გვიამბობს ინტერვიუში.

– ესტონეთში სექტემბერში წამოვედით და მას შემდეგ აქ ვართ. წინა ორი წელი მაინც ვახერხებდი თბილისში ჩამოსვლას, მაგრამ ამჯერად ჩემს მდგომარეობაში ვერ მოვახერხებდი ამდენ გადაადგილებას. ამდენ ხანს თბილისში რომ არ ჩამოვსულიყავი, არც ყოფილა მანამდე. უკვე თითქმის ცხრა თვეა, სულ აქ ვართ.

– როგორც მახსოვს, გიორგის და იყო თქვენთან ჩამოსული.

– დიახ, ჯერ თამუნა იყო ჩამოსული ჩვენთან, მერე ჩემი და ჩამოვიდა ჩემი მშობიარობის დროს. ჩემს ტყუპისცალს ორი კვირა ჰქონდა სულ შვებულება. ამიტომ, ისე გადაანაწილა დრო, რომ ჩემს მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვიდოდა და ბავშვის დაბადებიდან ერთ კვირაში დაბრუნდებოდა თბილისში. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ მისი წასვლის წინა დღეს ვიმშობიარე. ისე არ უნდოდა წასვლა, მგონი, ძალით ავსვით თვითმფრინავში. ახლა ისე ელოდება, როდის ჩავალთ და ისეთ ამბავშია, დღე არ გავა, არ მომწეროს.

– დაესწრო შენს მშობიარობას?

– ფაქტობრივად, კი. რა ვიცი, ბოლოს იმდენი ხალხი დაესწრო ჩემს მშობიარობას, ბენდი მყავდა. ძალიან შინაურული სიტუაცია იყო, ვისაც უნდოდა, შედიოდა და გადიოდა. რა თქმა უნდა, ჩემ გვერდით იყო გიორგიც.

– როგორი შეგრძნება იყო, როცა პირველად აღიქვი, რომ დედა გახდი?

– იმ დროს ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ არაფერი აღარ მტკიოდა. მე მგონი, თავიდან ცოტა უფრო ვერ მოდიხარ აზრზე. მართალია, ამ ყველაფერზე ძალიან ბევრი მქონდა ნაფიქრი, მაგრამ, ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ თავიდან ვერ აღვიქვამდი დედობას. რაც დრო გადის, უფრო კარგია, რადგან უფრო ახლობელი ხდება შენთვის ეს გრძნობა.

– პატარა ნიკოლოზმა დაბადება საკმაოდ დააგვიანა. მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდი, თუ 10 თებერვალს დაიბადება, ზაზა ფაჩულიას პატივსაცემად ზაზას დავარქმევთ, თუ არა – ნიკოლოზსო. საბოლოოდ, რა რიცხვში დაიბადა?

– ჰო, ძალიან დააგვიანა დაბადება, ცოცხალი თავით არ გამოდიოდა, ყველანაირ ვადებს გადააცილა. ბოლოს ექიმთან რომ მივედი, მითხრა, ხვალ მოდი და დამაჩქარებლები უნდა გაგიკეთოთ, თორემ, მეტის მოცდა აღარ შეიძლებაო. ნიკოლოზი 5 მარტს დაიბადა. თან, გიორგი იმ დღეებში თამაშზე იყო წასული, აღარ მახსოვს, ლიტვაში თუ ლატვიაში. რომ გაიგო, მეორე დღეს უნდა მემშობიარა, გაეთავისუფლა და იმ ღამესვე ჩამოვიდა.

– უცხო გარემოში ხომ არ გაგიჭირდა ამ ყველაფრის გადატანა?

– არა, ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო, ულამაზეს პალატაში ვიწექი. არც არაფერში გვზღუდავდნენ, ვისაც როდის უნდოდა, მაშინ მოდიოდა ჩემი და ბავშვის სანახავად. ეს ყველაფერი კი ძალიან დამეხმარა.

– როგორია ამ ეტაპზე შენი ერთი დღე ბავშვთან ერთად?

– დღე კი, მაგრამ, ღამე არ გაინტერესებს? (იცინის). ბავშვი ერთი თვის განმავლობაში, დღისითა და ღამითაც ერთნაირად ტიროდა, ვერ ვაჩერებდით, ისე აწუხებდა მუცელი. თავიდან, ძალიან გაგვიჭირდა, ახლა უკვე დაწყნარდა. სამშობიაროდან რომ გამომწერეს, მეორე დღეს გიორგის დედა ჩამოვიდა ჩვენთან, რომელიც ძალიან დამეხმარა ყველაფერში. თან, ნიკოლოზი საწოვარას საერთოდ არ იდებდა პირში ერთ თვემდე. ერთხელ მე და გიორგი მარტო ვიყავით სახლში, ია (გიორგის დედა, –ავტორი) გასული იყო და გიორგის ვთხოვე, ბავშვი აიყვანე ხელში ცოტა ხანს-მეთქი. გიორგიმ, რატომღაც, გადაწყვიტა, რომ ბავშვისთვის საწოვარა ჩაედო პირში. კი ვუთხარი, აზრი არ აქვს, მაინც არ ჩაიდებს-მეთქი. არ ვიცი, რა გაუკეთა, ან რა უთხრა ბავშვს, მაგრამ, ჩაიდო ნიკოლოზმა საწოვარა და მას შემდეგ დაწყნარდა, ჩვენც გვეშველა და ნიკოლოზსაც. გიორგი დღემდე გვამადლის – ვინ დაამშვიდა ბავშვიო?!

– გავიგე, აქტიურად ვარჯიშობ, რისი წყალობითაც ალბათ, ჩვეულ ფორმაშიც ჩადექი.

– პრინციპში, ფორმაში, საკმაოდ სწრაფად ჩავდექი. კი ვამბობდი, არ მომიმატია-მეთქი, მაგრამ, სინამდვილეში, ფეხმძიმობის პერიოდში ბევრი მოვიმატე. მიუხედავად ამისა, მშობიარობის მერე უცებ დავიკელი. ვარჯიში კი იმიტომ ვამჯობინე, რომ უფრო სხვანაირად ჩავდგე ფორმაში და არა წონის დაკლების მიზნით.

– ვიცი, რომ თბილისში მალე მოდიხართ. რამდენ ხანს იქნებით აქ?

– თბილისში მთელი ზაფხული ვიქნებით, მერე რა მოხდება, უკვე შემდეგ კონტრაქტზეა დამოკიდებული.

– შემდეგი კონტრაქტი ისევ ესტონეთს უკავშირდება?

– არ ვიცი, როგორც ყოველთვის გაურკვეველია ზაფხულის ბოლომდე.

– რა საჩუქარი გაგიკეთა მეუღლემ, ნიკოლოზის დაბადების აღსანიშნავად?

– მთელი ჩემი ფეხმძიმობის პერიოდი იმაზე ყოყმანობდა, დასწრებოდა თუ არა ჩემს მშობიარობას. მშობიარობის დღეს გამომიცხადა, სახლში წავალ, მოვწესრიგდები და მოვალო. კი ვეუბნებოდი, ჩემთვის პრობლემა არ არის, თუ არ შემოხვალ, არ მეწყინება-მეთქი. ადრე ვფიქრობდი, რომ არ არის აუცილებელი, ცოლის მშობიარობას ქმარი დაესწროს, მაგრამ, გიორგი რომ დავინახე სამშობიარო ბლოკში, იმხელა შვება და თანადგომა ვიგრძენი, რომ იმ მომენტში გიორგი ჩემთვის გაუტკივარებაზე მეტი იყო.

– როგორც წესი, მამაკაცებს ძალიან უჭირთ ამ ვითარებაში ყოფნა. გიორგიმ როგორ გადაიტანა ეს ყველაფერი?

– შეიძლება, კარგად მალავდა, მაგრამ, არანაირი სტრესი არ ეტყობოდა, ბოლომდე ჩემზე იყო გადმორთული, რათა შეემსუბუქებინა ჩემთვის ეს ყველაფერი. ბავშვი რომ დაიბადა, მე და გიორგი სიხარულისგან ორ ხმაში ვტიროდით, ყველაზე ბედნიერი წუთები იყო, რაც კი ოდესმე განმიცდია.



– ვის ჰგავს პატარა?

– მე გიორგის ვამსგავსებ. როგორც კი გაჩნდა, ექთანმა მაშინვე თქვა, მამას ჰგავსო. ახლა გამოკვეთილად თითქოს არავის არ ჰგავს, მაგრამ, თავის ფორმა ნამდვილად გიორგისი აქვს.

– ფერებით ვის ჰგავს?

– სულ ვამბობდი, გოგო თუ დაიბადება, მინდა ჩემს ფერებში იყოს-მეთქი – მე ხომ ძალიან მუქი ვარ, მაგრამ, თუ ბიჭი იქნება – გიორგის ფერებში-მეთქი. გამიმართლა, წაბლისფერი თმა აქვს და თეთრი კანი. როგორც ია ამბობს, გიორგიც ასეთ ფერებში იყოო.

– ყველა კალათბურთელი, ვინც ბიჭის მამაა, ოცნებობს, რომ მისი შვილიც სპორტის ამ სახეობას გაჰყვეს. თქვენ თუ ემხრობით ამ ტრადიციას?

– რომ ამბობენ, ბავშვს პირველად რომ დააჭრი ფრჩხილებს, იმ ადგილას უნდა დაყარო, რაშიც გინდა, რომ წარმატებას მიაღწიოსო და ასე შემდეგ. რადგან ნიკოლოზი მუცელში დიდხანს იჯდა, იმსიგრძე ფრჩხილებით დაიბადა, სამშობიაროშივე დავაჭერით. გიორგის ვუთხარი, წაიღე და სადაც გინდა, დაყარე, გინდა კალათბურთის ფარში ჩაყარე, გინდა სხვაგან-მეთქი. კი ამბობს, კალათბურთელი მინდა გამოვიდესო, მაგრამ, ფრჩხილები დღემდე სახლში გვიდევს. მგონი, ჯერ ვერ გადაწყვიტა, სად წაიღოს (იცინის). მე ვამბობ, ტარტუს უნივერსიტეტის წინ დავყრი, ჭკვიანი ბიჭი იქნება-მეთქი. მართალია, ცრურწმენაა, მაგრამ, მაინც.

– დღის განმავლობაში შენ გიწევს ბავშვთან ყოფნა თუ დამხმარე აიყვანეთ?

– ია მეხმარება ძალიან. მგონი, უკვე მე ვეხმარები იქით. თან, სიმართლე გითხრა, ასეთ პატარას უცხოს ვერავის ვანდობდი და, ამიტომ, არც დამხმარე აგვიყვანია. ცოტა რომ წამოიზრდება, მერე კიდევ შეიძლება, ვიღაცას ანდო, ჯერ არა.

– როგორც ვიცი, დედამთილთან ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვს.

– კი, ძალიან. მე და იას მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და არა რძალდედამთილური, ამიტომ, არასდროს ვხმარობ ამ სიტყვას, რადგან საქართველოში სიტყვა „დედამთილი“ ცოტა უკურეაქციას იწვევს.

– წარმომიდგენია, თბილისში როგორ ელოდებიან ნიკოლოზს.

– ყველა ძალიან ელოდება, ასე რომ, ძალიან მალე გავახარებთ მათ.

– გიორგი უკვე რამდენიმე წელია, ესტონეთში თამაშობს, გამომდინარე აქედან, დარწმუნებული ვარ, ის ძალიან უყვარს თავის გულშემატკივარს.

– დიახ, ძალიან უყვართ. ახლა უკვე შევეჩვიე და ისე აღარ ვაკვირდები, მაგრამ, პირველად რომ ჩამოვედი, გაოგნებული ვიყავი, ისე ადიდებდნენ გიორგის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მართლა ძალიან დიდ ყურადღებას იწვევს აქ, ჰყავს ფან-კლუბი, თამაშის დროს საქართველოს დროშა ყოველთვის არის დარბაზში. გიორგის წამოსვლის დრო რომ დგებოდა, ქართულად წერდნენ – დარჩი ჩვენთანო. რაღაც სასწაულებს აკეთებენ. მენეჯერიც ძალიან მეგობრული კაცია, ყოველთვის მხარში უდგას და ყველა კეთილგანწყობილია. ეს ყველაფერი კი ძალიან სასიამოვნოა.


скачать dle 11.3