კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააკარგვინა ერთი მილიონი ფუნტი სტერლინგი „რეალის“ მეკარე, იკერ კასილასმა მამას და რომელი ესპანელი გოლკიპერის დამყარებული რეკორდის მოხსნას აპირებს ის

როდესაც „რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯერ კიდევ თავის კარიერას იწყებდა დიდ ფეხბურთში, სამშობლოში მას იცნობდნენ მეტსახელით „კადუნელი კაიმანი“. ეს თიკუნი კი ქომაგებმა მოიფიქრეს, როდესაც ნიგერიაში, კერძოდ, ქალაქ კადუნაში ჩატარებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა გოლკიპერის ბრწყინვალე თამაში იხილეს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ, იკერ კასილასი დღემდე უალტერნატივოდ იცავს ნაკრებისა და კლუბის კარს და უმეტეს შემთხვევაში სწორედ ის ითვლება გუნდის საკვანძო მოთამაშედ, რის პატივსაცემადაც, მადლიერმა ესპანელმა გულშემატკივრებმა დიდი ხნის წინათ შერაცხეს იგი წმიდანად.

იკერ კასილასი 1981 წლის 20 მაისს დაიბადა მოსტოლესში, მადრიდის კომუნაში. მამამისი, ხოსე ლუის კასილასი, ესპანეთის განათლების სამინისტროში მუშაობდა, ხოლო დედა, მარია კარმენ ფერნანდეს გონზალესი, პარიკმახერი იყო. იკერს ჰყავს შვიდი წლით უმცროსი ძმა – უნაი, რომელიც ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს მოსტოლესის კლუბში. იკერი 8 წლის ასაკიდან ირიცხებოდა მადრიდულ გუნდში და მან ყველა ასაკობრივი საფეხური გაიარა, სანამ კლუბის ძირითად შემადგენლობას შეუერთდებოდა. საინტერესოა, რომ ბავშვობაში იკერს მამამ საფეხბურთო ლატარიაში წინასწარ შემოხაზულ 14 მატჩზე ფულის დადება დაავალა, რაც იკერს გადაავიწყდა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ხოსე ლუის კასილასს ზუსტად ჰქონდა გამოცნობილი 14-ვე მატჩის შედეგი, ხოლო კასილასების ოჯახი, რომ არა იკერის გულმავიწყობა, ერთ მილიონამდე ფუნტ-სტერლინგს მოიგებდა.

მადრიდული სუპერკლუბის კარის დაცვის მძიმე ტვირთი იკერ კასილასის მხრებს 18 წლის ასაკში დააწვა. იმ დროს ის კლუბის მესამე გოლკიპერად ითვლებოდა, თუმცა, პირველი ნომრის, გერმანელი ბოდო ილგნერის კონფლიქტმა კლუბის ხელმძღვანელობასთან და მეორე ნომრის, ალბანო ბიზარის საშინელმა სპორტულმა ფორმამ, აიძულა „რეალის” იმჟამინდელი მწვრთნელი, ჯონ ტოშაკი, სარისკო ნაბიჯი გადაედგა და კარში სრულიად გამოუცდელი კასილასი ჩაეყენებინა. ტოშაკის ამ ცვლილებამ გაამართლა, ხოლო მისი შემცვლელის, ვისენტე დელ ბოსკეს ხელში იკერი „რეალის” სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად და ჩემპიონთა ლიგაში კლუბის გამარჯვების ერთ-ერთ უმთავრეს შემოქმედად იქცა. იგივე ისტორია უკავშირდება კასილასის ძირითად მეკარედ ქცევას ეროვნულ ნაკრებში. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე, ხოსე-ანტონიო კამაჩო ძირითად გოლკიპერად ხოსე ფრანსისკო მოლინას მიიჩნევდა, მეორე პოზიცია სანტიაგო კანისარესს ეკავა, ხოლო კასილასი ისევ რეზერვისტის დონეზე იყო, მაგრამ, სასტარტო მატჩში დაშვებული შეცდომების შემდეგ მოლინამ დათმო პოზიცია, ხოლო მწვრთნელმა გამოცდილ კანისარესს გამოუცდელი კასილასი ამჯობინა. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კასილასი კანისარესის შემცვლელად მოიაზრებოდა, თუმცა, ამ უკანასკნელის ტრავმამ განაპირობა ის, რომ „რეალის” პირველმა ნომერმა „ფურია როხას” (ესპანეთის ნაკრების მეტსახელი) მთავარი გოლკიპერის პოსტი ხანგრძლივი დროით ჩაიგდო ხელში. იმ მუნდიალზე, კასილასი ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მეკარე იყო და მან ღირსეულად დაჯაბნა ყველა თავისი კონკურენტი ჯგუფურ ეტაპზე. ლეგენდარულმა პარაგვაელმა მეკარემ, ხოსე-ლუის ჩილავერტმა, იგი პლანეტის საუკეთესო გოლკიპერად დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთთან მატჩამდე იმუქრებოდა, რომ პირადად გაუტანდა კასილასს ერთ-ორ გოლს საჯარიმო დარტყმებიდან.

2001-2002 წლების სეზონი ერთადერთია კასილასის კარიერაში, როდესაც დროებით დათმო პოზიცია კლუბში და მის ნაცვლად „რეალის” კარს სესარ სანჩესი იცავდა, თუმცა, სტატუს-კვო ჩემპიონთა ლიგის ფინალში აღდგა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსმწვრთნელის, კლაუს ტოპმიოლერის გაწვრთნილ ლევერკუზენის „ბაიერთან” გამართულ დაძაბულ ფინალში, მატჩის მსვლელობის დროს, სესარმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე გამოსულმა იკერმა სამი რთული ბურთი მოიგერია, რითაც განაპირობა სამეფო კლუბის გამარჯვება ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ კლუბურ ტურნირში. სხვათა შორის, სტატიის დაწერის მომენტისთვის, იკერ კასილასის „რეალის” მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობა 417-ს უდრის, მადრიდულ სუპერკლუბში მატჩების რაოდენობით კი ის მეექვსეა, თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მის წინ მყოფმა ფეხბურთელების უმეტესობამ დიდი ხნის წინათ დაანება თამაშს თავი (ფერნანდო იერო, მანუელ სანჩესი, კარლოს სანტილიანა, ფრანსისკო ჰენტო), ხოლო ზოგიერთი მათგანი „რეალის” ღირსებას აღარ იცავს (რაული), სავსებით სავარაუდოა, რომ იკერ კასილასი გახდება ყველა დროის ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი „რეალის” მაისურით, მით უმეტეს, რომ მისი კონტრაქტი კლუბთან 2017 წლამდე არის ხელმოწერილი. აღნიშვნის ღირსია კასილასის პირადი ტიტულების ჩამონათვალი: იგი ზედიზედ სამჯერ არის დასახელებული პლანეტის საუკეთესო გოლკიპერად მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ; იგი ითვლება ესპანელ მეკარეებს შორის, პრესტიჟული „ზამორას თასის” მფლობელად და ევროპის საუკეთესო მეკარედ „უეფას“ ვერსიით. ხოლო მისი გუნდური ტიტულების ისტორია სულ სხვა თემაა.

იკერ კასილასი ესპანეთის ეროვნული ნაკრების უკანასკნელი წარმატებების მთავარი შემოქმედია. 2008 წლის ევროპისა და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების მატჩებზე კასილასს კაპიტნის სამკლავურით გაჰყავდა გუნდი სათამაშოდ და სწორედ მან ჩაიბარა ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო თასები დროებით მფლობელობაში. გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იკერმა სულაც 60 წლის წინათ დამყარებული რეკორდი მოხსნა და ყველაზე მშრალი სერია გამოაცხო გოლკიპერებს შორის, რომელიც, შესაძლოა, 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალზე კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს.

ამჟამად 29 წლის გოლკიპერი კიდევ ერთი რეკორდის მოხსნის ზღურბლზე დგას. ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რეკორდი (126 მატჩი), ჯერაც ლეგენდარული ანდონი სუბისარეტას საკუთრებაა, თუმცა ბასკმა გოლკიპერმა დიდი ხნის წინათ დაკიდა ხელთათმანები კედელზე, ხოლო კასილასი თავისი 119 მატჩით ნაკრებში ნელ-ნელა უახლოვდება სანუკვარ რეკორდს. აღსანიშნავია ისიც, რომ, რაც უნდა მაგარ სპორტულ ფორმაში იყოს „ბარსელონელი” ვიქტორ ვალდესი, როგორი ნიჭიერიც უნდა იყოს დავიდ დე ხეა და, თუნდაც, ითვლებოდეს „ლივერპულელი” პეპე რეინა პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იკერ კასილასი შეუცვლელია ეროვნულ ნაკრებში, ხოლო „რეალში” მას სულაც ალტერნატივა არ ჰყავს.

რაც შეეხება იკერის პირად ცხოვრებას, ამის აფიშირებას იგი ყოველმხრივ ერიდება. მისი მეგობარი გოგონა, ესპანეთში ცნობილი სპორტული ჟურნალისტი სარა კარბონეროა. წყვილი ძალიან პოპულარულია ესპანეთში, ხოლო მათი ვნებიანი კოცნის ამსახველმა კადრებმა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ ჩაიწერეს ოპერატორებმა, სულაც „იუთუბიზე” ნახვის რეკორდები მოხსნა. მისი ყველაზე ახლო მეგობრები კი არიან „რეალელი” თანაგუნდელი სერხიო რამოსი და „ბარსელონელი” ხავი.


скачать dle 11.3