კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის სამკურნალოდ გამოიყენება ლელა გეჯაძის მიერ დამზადებული ნაყენი, რომელსაც მეტეხის ტაძრის წინამძღვრის, მამა აკაკის კურთხევა აქვს

მკითხველი, ალბათ, დამეთანხმება, რომ დღეს ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები. უკვე სამი წელია, რაც ლელა გეჯაძე ადამიანებს მცენარეებისგან დამზადებული ნაყენით კურნავს. ლელამ წამლის დამზადებაზე კურთხევა მეტეხის ტაძრის წინამძღვრისგან, მამა აკაკისგან აიღო და მისი კურთხევით განაგრძობს ადამიანების მკურნალობას.

– რა სიმპტომები აქვს ნაღვლის ბუშტის დაავადებას?

– დაავადებული ნაღვლის ბუშტი იწვევს სხვა ორგანოთა ტკივილს. არცთუ იშვიათად, ნაღვლის ბუშტის დაავადების შედეგია თავისა და საფეთქლების ტკივილი, სხეულის გაბუჟება, პირის ღრუში უსიამოვნო გემო და სუნი, თვალების ტკივილი, მარჯვენა ხელ-ფეხის გაბუჟება, მარჯვენა ბეჭის ძირის და ხერხემლის ტკივილი, გადაცემითი ტკივილები თირკმლის არეში, გულის არითმიული ტკივილი. დაავადებული ნაღვლის ბუშტი იწვევს უძილობას, უხალისობას, დეპრესიას, უსიამოვნო ფიქრებს, სუნებზე გართულებას, მეხსიერების დაქვეითებას, გონებაგაფანტულობას, პიგმენტურ ლაქებს სახესა და ტანზე. ზოგჯერ იწვევს ფაღარათს ან მშრალ კოლიტს. ასევე, ახასიათებს პირღებინების შეგრძნება, რაც ზღუდავს გარკვეული საკვების მიღების სურვილს, ახასიათებს უმადობაც. ნაღვლის ბუშტით დაავადებული ადამიანი იძულებულია, აუკრძალოს საკუთარ თავს მჟავე, ცხარე, ნიგვზიანი და ცხიმიანი პროდუქტები.

რაც შეეხება ჩემ მიერ დამზადებული ნაყენით მკურნალობას, ერთი კურსი 12-დღიანია. შემდეგ ისვენებ და იწყებ მეორე კურსს. რაც მთავარია, პაციენტმა უნდა მომიტანოს ექოსკოპიის პასუხი, სხვაგვარად ვერ ვუმკურნალებ. ჩემი მიცემული ნაყენი მომენტალურად აყუჩებს ტკივილს და წლების განმავლობაში აღარ შეაწუხებს. მინდა აღვნიშნო, რომ, უკვე რამდენიმე წელია, ამ ნაყენით ვმკურნალობ ადამიანებს და, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ დიდია იმ სნეულებათა ნუსხა, რომელსაც კურნავს ეს ნაყენი. მისი მიღების შემთხვევაში, უჯრედულ დონეზე ხდება სისხლის ფილტრაცია, ორგანიზმიდან იდევნება წიდები და ადამიანი თავისუფლდება მავნე ზემოქმედებისგან. ამიტომ, მისი გამოყენება სასარგებლოა ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით დაავადებულთათვის, ასევე A, B და C ჰეპატიტის შემთხვევაში. შველის გაცხიმოვნებულ ღვიძლს და ამცირებს კისტოზურ წარმონაქმნებს. ქალბატონები ემადლიერებიან მასტიტებისა და მასტოპათიების სწრაფად განკურნებაში, ასევე, კარგია ტოქსიკური ჩიყვისა და პროსტატის სამკურნალოდ. ხსნის მწვავე ტკივილებს და მაქსიმალურად აწესრიგებს ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებულ პრობლემებს – წმენდს ნაღვლის ბუშტს და სრულიად აქრობს ნალექს.

– უკუჩვენება არ აქვს?

– არ აქვს. ის კურნავს ნაღვლის ბუშტს 100 პროცენტით. A, B და C ჰეპატიტის შემთხვევებში, მკურნალობის დაწყებამდე, ყოველთვის ვითხოვ სისხლის ანალიზის პასუხს. მკურნალობის შემდეგ პაციენტი კვლავ იკეთებს სისხლის ანალიზს. შედეგები ყოველთვის დადებითია – სისხლი ბოლომდე გაწმენდილია, უკუჩვენებებიც აღარ არის. ამის დამადასტურებელი არაერთი საბუთი მაქვს.

– თქვენ ამ ხნის განმავლობაში არაერთ ადამიანს უმკურნალეთ თქვენი დამზადებული ნაყენით.

– შედეგები თითქმის ყოველთვის დადებითი იყო. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს, მიხდის მადლობას. ბევრი მეუბნება, რომ წლების განმავლობაში გვიჭირდა საჭმლის ჭამა, ახლა კი, მკურნალობის შემდეგ, უკვე ყველაფერს ვჭამთო. ერთი პაციენტი მყავდა, რომელიც 12 წლის განმავლობაში ვერ ჭამდა ნორმალურად საჭმელს და მხოლოდ მკურნალობის შემდეგ დაისვენა. ჩემი პაციენტების რიცხვში სასულიერო პირებიც არიან, მაგალითად, არქიმანდრიტი მამა ლუკა, რომელმაც მკურნალობის 4 კურსი ჩაიტარა, წნევებიც მოუწესრიგდა და თავს მშვენივრად გრძნობს. ასევე, იყო ქართველი ქალბატონი, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს. მას აწუხებდა ნაღვლის ბუშტი. აქედან გავუგზავნე ნაყენი, იმკურნალა და იქიდან მიხდიდა მადლობებს.

P. S. ასე რომ, ვისაც გსურთ ლელა გეჯაძესთან დაკავშირება, დაურეკეთ ტელეფონის ნომერზე: 895-26-32-17.


скачать dle 11.3