კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავიცილოთ თავიდან თმის ცვენა – ოცდამეერთე საუკუნის დაავადება



თბილისში, რუსთაველის პროსპექტის 18 ნომერში ფუნქციონირებს ლია აბრამიშვილის დერმატოლოგიურ-ვენეროლოგიური კლინიკა, რომლის დირექტორიც თავად გახლავთ – ფართო საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი, სამედიცინო (ბიოლოგიური) განათლებით, ქალბატონი ლია აბრამიშვილი. ის მკურნალობს მცენარეული პრეპარატებით და შემუშავებული აქვს მკურნალობის საკუთარი მეთოდი. ამ კლინიკაში დგინდება თმის ცვენის მიზეზი და გადანერგვის გარეშე, თერაპიული მეთოდით ხდება თმის ამოყვანა. იყენებენ მხოლოდ მცენარეულ პრეპარატებს და მკურნალობა, უსაფრთხო და უმტკივნეულოა.

– ქალბატონო ლია, თმის ცვენა არის ოცდამეერთე საუკუნის დაავადება. მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტს თმა სცვივა. რა არის ამის მიზეზი და რა იწვევს მას? ასევე, რა გამოსავალი არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

– თმის ცვენა განპირობებულია მიკროელემენტების დისბალანსით. საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ასევე, ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოც. მნიშვნელობა აქვს საკვებს, სტრესს, ნერვულ სისტემას. თმის ცვენის დაავადებისას პათოგენეზს ძირითადად, საფუძვლად უდევს მიკროელემენტური ციკლის დარღვევა, რის შედეგადაც ორგანიზმში შეიძლება სტრუქტურული, ფუნქციონალური, ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური დარღვევები განვითარდეს. თანამედროვე ადამიანს არ შეუძლია, ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტების ოპტიმალური რაოდენობით მიღება მხოლოდ საკვებიდან, რაც აუცილებელს ხდის, მათ დამატებით შეყვანას ორგანიზმში მიკროელემენტებისა და მინერალების შემცვლელი ბიოაქტიური კომპლექსის საშუალებით.

– შეიძლება თუ არა თმის ცვენა განპირობებული იყოს გენეტიკური ფაქტორით?

– თმის ცვენა ყოველთვის ნამდვილად არ არის გენეტიკური. წინა წლებში თმებზე გამოკვლევა არ არსებობდა. ახლა, საბედნიეროდ, შეიძლება მისი მიზეზის დადგენა და მოწესრიგება. შეიძლება მამას ჰქონდეს თმა, შვილს კი – არა, ან პირიქით.

– თმის ცვენის გარდა, რას მკურნალობენ თქვენს კლინიკაში. ანუ, ბევრი უჩივის კანთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამის მოგვარება როგორ ხდება თქვენთან?

– პრობლემას აუცილებლად ვიკვლევთ კანიდან, ეს გამონაყარია თუ პიგმენტური ლაქები და შემდეგ ხდება შესაბამისი მკურნალობა. კანისა და თმის სიჯანსაღე დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმის ყველა ორგანოზე. თუ ადამიანს შინაგანი ორგანოები წესრიგში აქვს, მერწმუნეთ, მას კანის, ფრჩხილისა თუ თმის პრობლემა არ შეაწუხებს. შედეგიც ინდივიდუალურად მიიღწევა, გააჩნია, რა დაზიანების ფონზე მიმდინარეობს დაავადება. ჩვენს კლინიკაში მუშაობენ მაღალ კვალიფიციური სპეციალისტები: დერმატოლოგ-ვენეროლოგი გიორგი ჯოხაძე, ფიზიოთერაპევტი-ექიმი მეგი დვალი, ნათია კობახიძე და სხვები. კლინიკაში გვაქვს კოსმეტოლოგიური კაბინეტი, სადაც ვმკურნალობთ ჭარბთმიანობას; ტარდება სახის კანის სხვადასხვა მანიპულაციები, ბიოეპილაცია, ბოტოქსი, მეზოთერაპია, სტრიებზე მკურნალობა უახლესი თანამედროვე მეთოდით, მეჭეჭებისა და კაპილარების მოცილება უმტკივნეულოდ და უკვალოდ.


скачать dle 11.3