კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

იგავი ორ მგელზე

ოდესღაც ერთმა ინდიელმა თავის შვილიშვილს ცხოვრებისეული ჭეშმარიტება გაანდო. ყოველი ადამიანის ხელში განუწყვეტლივ მიდის ბრძოლა, რომელიც ძალიან ჰგავს შერკინებას ორ მგელს შორის. ერთ-ერთი მათგანი ბოროტებას, შურს, ეგოიზმს, ეჭვიანობას, ამბიციას, ტყუილს განასახიერებს... მეორე – სიკეთეს, მშვიდობას, სიყვარულს, იმედს, ჭეშმარიტებას, ერთგულებას...

მონათხრობით სულის სიღრმემდე შეძრულმა პატარა ინდიელმა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ბაბუას ჰკითხა:

– და რომელი მგელი იმარჯვებს საბოლოოდ? მოხუცმა ინდიელმა შეუმჩნევლად ჩაიღიმა და ბავშვს უპასუხა: – ყოველთვის ის მგელი იმარჯვებს, რომელსაც შენ თვითონ გამოკვებავ.

შენი ერთი საათი

ერთხელ ერთი კაცი სამსახურიდან სახლში გვიან დაბრუნდა – როგორც ყოველთვის, დაღლილი და მუშაობით გამოფიტული. კართან მისი ხუთი წლის ბიჭი დახვდა, რომელიც მამას კარგა ხანია ელოდებოდა.

– მამა შეიძლება, რაღაც გკითხო?

– რა თქმა უნდა, რა მოხდა? – მამა, ხელფასს რამდენს იღებ?

– ეს შენი საქმე არ არის! – აღშფოთდა მამა, – და მერე, ამის ცოდნა რაში გჭირდება?

– უბრალოდ, მინდა ვიცოდე. გთხოვ, მითხარი, რა, რამდენს გიხდიან საათში?

– საერთოდ, ხუთასს. რა იყო?

– მა... – ახედა შვილმა მამას ქვემოდან ძალიან სერიოზული გამომეტყველებით, – მა, შეგიძლია, სამასი რომ მომცე?

– ხელფასზე იმიტომ მკითხე, რომ რაღაც სულელური სათამაშო გინდა იყიდო? – უყვირა მამამ, – ახლავე შედი შენს ოთახში და დაიძინე... ასეთი ეგოისტი არ უნდა იყო! მე მთელი დღე ვმუშაობ, საშინლად ვიღლები და შენ კიდევ სულელურად იქცევი.

ბიჭი მაშინვე ჩუმად გაეცალა, შევიდა ოთახში და კარი მიხურა. მამა კი ისევ კართან იდგა და შვილის თხოვნაზე ბრაზობდა: „როგორ მიბედავს! ხელფასი რამდენი გაქვსო, როგორ მეკითხება? თან ფულს მთხოვს! – ცოტა ხანში დამშვიდდა და თავისთვის საღად მსჯელობა განაგრძო, – იქნებ, მართლა რაღაც აუცილებლის ყიდვა უნდა ბავშვს. ეშმაკსაც წაუღია სამასი! – რა დიდი ფული ეგ არის! ბავშვს ხომ ჩემთვის არასოდეს ფული არ უთხოვია“.

შვილის ოთახში რომ შევიდა, ბიჭი უკვე საწოლში იწვა.

– გძინავს? – ჰკითხა მამამ.

– არა, მამა, უბრალოდ, დავწექი, – უპასუხა ბიჭმა.

– მგონი, ძალიან უხეშად გიპასუხე, – უთხრა მამამ, – ძალიან მძიმე დღე მქონდა, ამიტომ თავი ვეღარ შევიკავე. მაპატიე! აჰა, გამომართვი ეს ფული! ბიჭი საწოლში წამოჯდა და გაეღიმა, – ო, მამიკო, დიდი მადლობა! – წამოიძახა გახარებულმა ბავშვმა. ამის შემდეგ შეძვრა ბალიშის ქვეშ და იქიდან რამდენიმე ბანკნოტი გამოაცურა. მამამ რომ დაინახა, ბავშვს სხვა ფულიც ჰქონდა, ისევ წამოენთო, ბიჭუნამ კი ფული ერთად მოაგროვა და საგულდაგულოდ გადათვალა.

– რატომ მთხოვე ფული, თუკი უკვე გქონდა, – ჩაიბუზღუნა მამამ.

– იმიტომ, რომ მაკლდებოდა. ახლა კი საკმარისია, – უპასუხა შვილმა, – მამა, აქ ზუსტად ხუთასია, თუ შეიძლება, შენი დროის ერთი საათი მომყიდე! გთხოვ, ხვალ სამსახურიდან ერთი საათით ადრე წამოდი, რომ ჩვენთან ერთად ივახშმო.


скачать dle 11.3