კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მინდა, მყავდეს მოძღვარი, მაგრამ, არიან კი დღეს კირიონ მეორისა და ამბროსი ხელაიას სადარი მოძღვრები, ვისი სულიერი შვილიც უყოყმანოდ გავხდებოდი?!

პასუხი: თქვენი შეკითხვიდან გამომდინარე, ჩანს, რომ მეტად გმართებთ ქრისტიანული სიმდაბლე. ღვთის მადლით, ჩვენს ეკლესიაში, დღესაც მრავლად არიან პატიოსანი და თავდადებული მოძღვრები, რომლებსაც თქვენს ცოდვებს გაანდობთ და მიიღებთ კეთილ რჩევას. სხვანაირად ჭეშმარიტი ქრისტიანი ვერ იქნებით.

კითხვა: ბოლო დროს ძალიან გახშირდა საერო პირების გარკვეული დროით ამა თუ იმ მონასტერში ცხოვრება. განსაკუთრებით მარხვის პერიოდში საქართველოში არსებულ ყველა მონასტერში საერო პირების სიმრავლეა. თუმცა, იგივე ადამიანები სხვა დროს, შეიძლება, უღირსად ცხოვრობდნენ და მრავალ ცოდვას სჩადიოდნენ. როგორ უყურებს ამას ეკლესია?

პასუხი: სურვილი, რომ საერო პირმა გარკვეული პერიოდი მონასტერში გაატაროს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და, თუ ეს სურვილი გულწრფელია, მისი დაბრკოლება ამ გზაზე არ შეიძლება. თუმცა, მხოლოდ გარკვეული დროით მონასტერში წასვლა და ამქვეყნიდან გარიდება, თუ ადამიანი ცოდვილია, ვერაფერს შეცვლის. ქრისტიანობა და ეკლესიურობა ადამიანის ცხოვრების წესი უნდა იყოს და არა დროებითი თავშესაფარი. უფალი ყველაფერს ხედავს და ყველა აგებს პასუხს თავის საქციელზე.

კითხვა: მარხვის დაცვა და აღსარების თქმა არ მიჭირს, მაგრამ, ხანდახან ვფიქრობ, ღირს კი წვრილმან შეცოდებებზე მოძღვრის მოცდენა?

პასუხი: აღსარების თქმა აუცილებელია ადამიანისთვის, თუმცა, საჭიროა, მოძღვართან მისვლამდე ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს და გააანალიზოთ, ნანობთ თუ არა ჩადენილ ცოდვებს და რომელი ცოდვები უფრო გაშფოთებთ. წვრილმანი ცოდვები, რა თქმა უნდა, უნდა მოინანიოთ აღსარებაზე, მაგრამ, ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ წვრილმან შეცოდებებზე ამახვილებს ყურადღებას და მთავარი ცოდვების წარმოთქმას ერიდება ან ავიწყდება, ეს დაუშვებელია.

კითხვა: რატომ არის აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულში ეკლესიებში აღსავლის კარი ღია?

პასუხი: მას შემდეგ, რაც მაცხოვარი ჯვარს ეცვა და მკვდრეთით აღდგა, გაიხსნა სამოთხის კარი და სასუფევლისკენ მიმავალი გზა. ამიტომაც, სიმბოლურად, ბრწყინვალე შვიდეულში სამეუფო, აღსავლის კარი ყველა ეკლესიაში ღიაა.


скачать dle 11.3