კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

მამათა შეგონებანი

ეგნატე ბრინჩანინოვი: ჩვენი გონება და გული სიბრმავით არის დაზიანებული. ამ სიბრმავის მიზეზით, გონებას არ შეუძლია, ჭეშმარიტი ზრახვა მცდარისგან განასხვაოს, გულს კი არ ძალუძს სულიერი შეგრძნებების გრძნობისმიერი და ცოდვილი შეგრძნებისგან გარჩევა, განსაკუთრებით, თუ ეს უკანასკნელი არც ისე უხეშია. სულიერი სიბრმავის გამო ჩვენი ყოველგვარი მოქმედება ფუჭია, როგორც უფალმა მწიგნობრებსა და ფარისევლებს „უგუნურები და ბრმები” (მათ 23,17), „ბრმა წინამძღოლნი” უწოდა, რომლებიც არც თვით შედიოდნენ კაცთა სასუფეველში და შემსვლელებსაც არ უშვებდნენ მასში.

ეფრემ ასური: ამპარტავნება ჰგავს მაღალ, მოხრილ ხეს, რომელსაც ტოტები მომტვრეული აქვს და თუ ვინმე მასზე ავა, მეყსეულად ჩამოვარდება სიმაღლიდან.

მარკოზ განშორებული: განსაცდელი ძველი ცოდვების გამო მოდის და, თითოეული შეცოდების შესაბამისად, თან მოაქვს მსგავსი მწუხარება.

გაბრიელ ქიქოძე: ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებითა და გონიერებით უნდა მოვიხმაროთ. პირველ ყოვლისა, ბოროტებამ არ უნდა დაგვაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგვაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო: მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე ან წარმატება. ამას კი შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოასწორებ.

ბერი პაისი: თუ გონება სულიერი სწავლებისაც ჩვენთან არ არის, ესე იგი, თუ გაფანტულია, სრულიად გამოუსადეგარია ჩვენთვის, დროსაც ამაოდ ვკარგავთ და თავსაც ვიწვალებთ, ვერაფერს მივაღწევთ და ვემსგავსებით სტამბის მუშას, რომელსაც შრიფტისთვის საღებავის წასმა დაავიწყდა, საბეჭდი მანქანა კი ტყუილად რახრახებს, ვერაფერს ბეჭდავს.

ტიხონ ზადონელი: მე მანცვიფრებს, რომ ზოგიერთი ასე მიელტვის კაცობრივ და არა საღმრთო დიდებას, რომელიც შველის, თუ კაცობრივ დიდებას განვერიდებით. ყველაზე მაღალი ხარისხიც რომ მოვიხვეჭოთ, რაც კი ამქვეყნად არსებობს, მთელი ქვეყანა რომ მზად იყოს ჩვენს განსადიდებლად, რა სარგებლობას მოგვიტანს ეს? ქვეყნიური ქება-დიდება განა იმ სამოთხეს მოგვიტანს? თუ, ჯოჯოხეთისკენ გვიბიძგებს? ქრისტემ როგორ თქვა?! – „დიდება კაცთაგან არა მივიღო”.

ნილოს სინელი: ნაყროვანი კაცის გონება სულ იმას ითვლის, თუ როდის უწევს მოწამეთა ხსენება (რათა იღრეოს დღესასწაულის საბაბით), კეთილკრძალეულის გონება კი მათ ცხოვრებას ჰბაძავს.

ეპიფანე თეოდოროპულოსი: მშობლებს შვილები უნდა უყვარდეთ, როგორც ბავშვები და არა როგორც კერპები. ბავშვი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის და, ძალიანაც რომ გინდოდეს, მასში არ ეძიებდე შენს ასლს.

სახარება მათესი: კვლავაც გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: ნუ დაიფიცავ ტყუილად, არამედ, შეუსრულე უფალს შენი ფიცი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ; ნურც ცას, ვინაიდან ღმერთის ტახტია; ნურც მიწას, ვინაიდან მისი ტერფების კვარცხლბეკია; ნურც იერუსალიმს, ვინაიდან დიდი მეუფის ქალაქია; ნურც შენს თავს დაიფიცებ, ვინაიდან არ შეგიძლია არც ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება. არამედ, თქვენი სიტყვა იყოს: „ჰო“ და „არა“; ვინაიდან, რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია.


скачать dle 11.3