კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სანაძლეო



ჭიანჭველებივით შესეულები



საქართველოს მთავრობა ჭიანჭველებივით შეესია დარჩენილ საქართველოს (მართალია, ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ამ ფუთფუთის მარგი ქმედების კოეფიციენტი, მაგრამ, სამაგიეროდ, ალიაქოთის შთაბეჭდილება მაინც იქმნება). არც პრეზიდენტია უქმად (პირიქით, ყველაზე მარდია). მართალია, ამ ბოლო დროს გერმანიის მთავრობისადმი, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკა არ დაუშურებია (ტალიავინის კომისიის გერმანელ წევრებს ბრალი პირდაპირ დასდეს მექრთამეობასა და ქართველთყლაპიაობაში), მაგრამ გასულ კვირას გერმანიის ელჩთან ერთად გორთან დევნილებისთვის ახალი დასახლებაც გახსნა და, მიუხედავად იმისა, რომ ის 300 სახლი გერმანიის მთავრობის ფულით აშენდა, პრეზიდენტმა შეიფერა. მეტიც, დასძინა, რომ ეს სახლები დღემდე აშენებულ სახლებს შორის ყველაზე ხარისხიანიაო (ანუ გერმანელებს წითელი კვერცხებიც გაუგორა, სავარაუდოდ, შტაინმაიერის მექრთამეობის გადასაფარავად). იმედიც გამოთქვა, რომ ევროპული სახელმწიფოები არც მომავალში დაიშურებენ თანხებს ქართველი დევნილებისთვის, და მერე რა, რომ ამის პარალელურად, თავად საქართველოს მთავრობა აგვისტოს ომზე ფილმის გადასაღები თანხების მობილიზებითაა დაკავებული (როგორც ჩანს, სხვისი ფულით აშენებული სახლების გახსნა უფრო ტკბილია). პრეზიდენტმა ისიც გაგვიმხილა, რომ დასავლეთევროპელებს, თურმე, ნაძლევიც დაუდევთ, თემაზე: გაუძლებდა თუ არა საქართველოს მთავრობა ომში მარცხს და, კმაყოფილებითვე შენიშნა, რომ ის ნაძლევი მოიგო, რადგან საქართველოს მთავრობა ადგილზეა, და მერე რა, რომ საქართველო აღარ არის ძველ ადგილას და მილიარდიანი საპრეზიდენტო სასახლის პატრონები სხვებს ვთხოვთ ჩვენი დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების აშენებას?! აქედან გამომდინარე კი, ლოგიკურია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, რაც ბევრი დევნილი გვეყოლება და, რაც ნაკლები მიწა დაგვრჩება, ევროპელ მეგობრებს მეტი დახმარების გაწევის, აქაურ მთავრობას კი ნაძლევების მოგების მეტი შესაძლებლობაც მიეცემათ.


скачать dle 11.3