კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რომელ საუკუნეში გადასახლდნენ თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ერდოღანის, წინაპრები ბათუმიდან რიზეში და რა ხერხით აპირებს ის ბრძოლას ცოლქმრულ ღალატთან



10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი



თურქეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თურქ პოლიტიკოსად ითვლება მსოფლიო პოლიტიკაში. მას საკმაოდ წონიანი სიტყვა ეთქმის კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ისლამისტური იდეალების ერთგული ერდოღანი ევროკავშირში თურქეთის ინტეგრაციის მომხრეა. პარალელურად, რუსეთის ფედერაციასთანაც აყალიბებს კონსტრუქციულ, საქმიან ურთიერთობას. ეს კი ზოგიერთი პოლიტიკური ექსპერტის აზრით, ორმაგ თამაშს წააგავს. გარდა ამისა, სწორედ ერდოღანის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მრავალწლიან კონფლიქტს სომხეთსა და თურქეთს შორის სავარაუდოდ წერტილი დაესმევა. ამ ფაქტების გათვალისწინებით და იმითაც რომ, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეა, საინტერესო იქნება გავეცნოთ რამდენიმე ფაქტს მისი ბიოგრაფიიდან.

1. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში, ბათუმიდან რიზეში გადასახლებული, ლაზების ოჯახში დაიბადა 1954 წელს. მამამისი საზღვაო დაცვაში მუშაობდა და ამის გამო ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს. ბავშვობა რეჯეფმა ისტამბულის, ქაშიმფაშას უბანში გაატარა, სადაც ქუჩაში ლიმონათს და ფუნთუშებს ჰყიდდა, დამატებითი შემოსავალი რომ ჰქონოდა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს გამოირჩეოდა რეჯეფი თანაკლასელებისგან რელიგიურობით და იმ პერიოდში მას მეტსახელიც კი ჰქონდა – ჰოჯა.

2. 16 წლის განმავლობაში რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ფეხბურთით იყო დაკავებული. 1969 წელს ის 1 000 ლირად სამოყვარულო გუნდ „ქამიალთიდან“ „ქაშიმფაშასპორში“ გადავიდა, სადაც სანახევროდ-პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ამ ყველაფერს ის მამისგან მალულად აკეთებდა. მამამისი ფეხბურთის და საერთოდ სპორტის სასტიკი წინააღმდეგი იყო. აღსანიშნავია ასევე რომ კლუბის სტადიონი, სადაც ის ერთ დროს ბურთს აგორებდა, მისივე სახელობისაა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის სახელს ატარებს.

3. 90-იან წლებში რეჯეფ ერდოღანი ისტამბულის მერი იყო. მისი მერობის პერიოდში რამდენიმე საინტერესო კანონს მოეწერა ხელი. კერძოდ, სახელმწიფო დაწესებულებებში აიკრძალა ალკოჰოლის მოხმარება. ქალბატონებს საშუალება მიეცათ ეტარებინათ ადრე აკრძალული რელიგიური თავსაბურავები. ასევე მისი მერობის პერიოდს უკავშირდება ქუჩაში ქალების საცურაო კოსტიუმების, კერძოდ ბიკინის რეკლამირების აკრძალვა. სულ ახლახან კი, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში, ერდოღანი ინიციატივით გამოვიდა, ცოლქმრული ღალატის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავე ცოლი ან ქმარი დაისაჯოს და ციხეში მოხვდეს.

4. 1997 წელს პროვინცია სიირტში გამართულ მიტინგზე ერდოღანმა ისლამისტური ლექსი წაიკითხა და ამ ფაქტის გამო ის ძებნილად გამოცხადდა. დაკავების შემდეგ მას ათთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. აღსანიშნავია, რომ ლექსი, რომელიც ერდოღანმა წაიკითხა, სულაც არ იყო აკრძალული – პირიქით, თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ, სავალდებულო სასკოლო პროგრამითაც კი ისწავლებოდა. მაგრამ, იმ პერიოდში ერდოღანი ოპოზიციაში იყო და მისი პარტიის საქმიანობა აკრძალული იყო. მისჯილი ათი თვიდან ერდოღანმა ციხეში ოთხი თვე გაატარა. საინტერესოა, რომ 2002 წელს ერდოღანმა ახალი პარტია დააფუძნა, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა. მაგრამ, რადგან ერდოღანი ნასამართლევი იყო, მას უფლება არ ჰქონდა პარლამენტში შესულიყო ან პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო. მოგვიანებით თურქმა პარლამენტარებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ერდოღანის ნასამართლეობა ბათილად სცნეს.

5. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საიდუმლო დეკრეტს მოაწერა ხელი, რომლის საფუძველზე აიკრძალა სიტყვა „სოზდეს“ ანუ „ეგრეთ წოდებულის“ ხმარება სომხების გენოციდთან მიმართებაში. პრემიერის ამ ქმედებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია თურქეთში. მისი ოპონენტების თქმით, თურქეთმა ოფიციალურად მოაწერა ხელი გენოციდის აღიარებას, რაც, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ ჩაეთვლება აქტივში ერდოღანის მთავრობას. თავისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა შემდეგნაირად ახსნა: „მე გავითვალისწინე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაცია და მივიღე ეს გადაწყვეტილება. ჩემი გეგმის თანახმად მომავალში სასკოლო წიგნებში სიტყვა „გენოციდი“ შეიცვლება „1915 წლის მოვლენებით“, რაც გაწმენდს ახალგაზრდობას ქსენოფობიური და ულტრანაციონალისტური აზროვნებისგან“.

6. „ჩემი მიზანია, თურქეთს დიდი ოსმალეთის იმპერიის დიდება დავუბრუნო,“ – ეს ფრაზა წარმოთქვა რეჯეფ ერდოღანმა პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ, აღსანიშნავია, რომ ამ ფრაზის წარმოთქმის შემდეგ თურქულ სკოლებში გეოგრაფიის, ახალი სახელმძღვანელოების პარტია შევიდა, სადაც თურქეთის სრულიად ახალი რუკა დაიბეჭდა. კერძოდ, თურქეთის შემადგენლობაში შეყვანილი იყო საქართველოს აჭარა, აზერბაიჯანის – ნახიჩევანი და ორი ერაყული ქალაქი – მოსული და კირკუკი. საინტერესოა, რომ რუკაზე არ იყო დატანილი თურქმენული და უიგურული ტერიტორიები, რომლებიც ადრე შედიოდა ოსმალეთის იმპერიაში.

7. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ისლამური სამყაროს ახალ გმირად შერაცხეს. 2009 წლის დასაწყისში შვეიცარიულ დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე, ის ღიად დაუპირისპირდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ შიმონ პერესს და დაგმო ისრაელის მთავრობის მიერ პალესტინის ტერიტორიაზე ჩატარებული სამხედრო ოპერაცია. ერდოღანმა ათეულობით კამერის წინაშე მიმართა პერესს და განაცხადა: „თქვენ კლავთ ბავშვებს, თქვენ აძლევთ მოკვლის სანქციას, მკვლელობის აპლოდირება – კაცობრიობის წინაშე დანაშაულია“ და დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი. ერდოღანის ამ გამოსვლის ვიდეოჩანაწერს ხანგრძლივი დროის განმავლობაში „იუთუბიზე“ იმ ათი ვიდეოს ათეულში შედიოდა, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს.

8. 2006 წლის 17 ოქტომბერს რეჯეფ ერდოღანს მცირე ჰიპოკლემიური შეტევა მოუვიდა ავტომობილში, რაც გადაღლილობამ და რამადანის დღესასწაულთან დაკავშირებული მძიმე მარხვის დაცვამ გამოიწვია. პრემიერ-მინისტრი სასწრაფოდ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა განაცხადაეს, რომ მას დასვენება სჭირდებოდა და იქიდან გაწერეს. ამ ისტორიაში კი ის იყო საინტერესო, როგორ მიიყვანეს ერდოღანი საავადმყოფოში – პრემიერს შეტევა რომ დაეწყო, გონება დაკარგა, ავტომობილში კი მასთან ერთად მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა პრემიერის დახმარება, მაგრამ მანქანიდან გადმოსულს გასაღები შიგნით დარჩა. ამან ავტომობილის კარების ბლოკირება გამოიწვია და გონებადაკარგული პრემიერ-მინისტრი მარტო დარჩა ავტომობილში. საბოლოოდ დაცვის წევრებმა ახლო მდებარე მშენებლობიდან დიდი ურო მოიტანეს, ჩაამტვრიეს და სასწრაფოს დახმარების მანქანით გადაიყვანეს პრემიერი ჰოსპიტალში.

9. ნიუ-იორკში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტზე, რომელშიც მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერი მონაწილებოდა, საკმაოდ სკანდალური ფაქტი დაფიქსირდა. ერთ-ერთი სხდომის დაწყებამდე ხელჩართული ჩხუბი გაიმართა ბარაკ ობამასა და რეჯეფ ერდოღანის პირადი დაცვის წევრებს შორის. ოფიციალურად გაცხადდა, რომ პირადი მცველები უშიშროების საკითხებში ვერ შეთანხმდნენ, ხოლო თვითმხილველების თქმით, ამერიკელმა „სექიურიტებმა“ შეურაცხყოფა მიაყენეს თურქ კოლეგებს და მათი დაცვის ქვეშ მყოფ ერდოღანს, რაც ჩხუბის მიზეზად იქცა. იგივე თვითმხილველების მტკიცებით, ჩხუბში უშუალოდ ჩაერია რეჯეფ ერდოღანი და ამერიკელი „სექიურიტებისგან“ მასაც გვარიანი მუშტი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ჩხუბის გამო, რეჯეფ ერდოღანმა პროტესტის ნიშნად დატოვა სამიტი და სამშობლოში გაემგზავრა.

10. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი პოლიტიკოსების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, აქტიურად რომ არიან ჩართულნი ინტერნეტში. უკვე რამდენიმე წელია, რაც ფუნქციონირებს მისი პერსონალური ვებ-გვერდი. სულ ახლახან კი ერდოღანი დღესდღეობით ყველაზე პოპულარულ სოციალურ ვებ-პორტალზე „ფეისბუქზე“ დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ პირველივე დღეს მისი თაყვანისმცემლების რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. ერდოღანი თითქმის ყოველდღე შედის თავის „ფეისბუქის“ გვერდზე და ათავსებს საინტერესო ფოტოებს. ის ასევე კომენტარს უკეთებს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.



უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3