კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მომღერალმა გიორგი დათიაშვილმა ცოლი შეირთო

მომღერალ გიორგი დათიაშვილის სიმღერები და კლიპები უზომოდ დიდი პოპულარობით რომ სარგებლობდა თინეიჯერებში, ეს ამბავი ყველას გადასარევად ახსოვს, თუმცა, მომღერალი ამ მხრივ, გარკვეული პერიოდია, ნაკლებად აქტიურობს – გიორგი უცხოეთში სწავლობს და სერიოზულად ფიქრობს მომავალზე. თუმცა, უკვე სამი წელია, მის ცხოვრებაში ის მთავარი ადამიანი გამოჩნდა, რომლისთვისაც ამდენს მღეროდა სიყვარულზე. გვანცა გადაბაძე მან თავის მეგობართან – გვანცას ბიძაშვილთან გაიცნო, გაცნობიდან სულ ცოტა ხანში მათი სიყვარული დაიწყო და, უკვე სამი წელია, ერთად არიან. 5 მაისს კი, რესტორანში „სამი საუკუნე” მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. საკუთარი დიზაინით შეკერილ კაბაში პატარძალი ულამაზესი იყო. წყვილმა ჯვარი სიონში დაიწერა, ხოლო ხელის მოწერის ცერემონიალი რესტორანშივე გაიმართა. ნეფე-პატარძალმა ერთმანეთს სამუდამო სიყვარული მათთვის ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში შეჰფიცა. სტუმრებს შორის, ყველასთვის საყვარელი ჯეოსტარელებიც იყვნენ – ვაჟა მანია, გიორგი ცხვარიაშვილი, ლევან კბილაშვილი, სტუმრებთან ერთად, გიორგისა და გვანცას ბედნიერებას იზიარებდნენ. ჟურნალის სახელით ვულოცავთ წყვილს გაბედნიერებას და ვუსურვებთ, სიცოცხლის ბოლომდე ისე ჰყვარებოდეთ ერთმანეთი, როგორც ქორწილის დღეს!


скачать dle 11.3