კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

ანგელა მერკელს აკრიტიკებენ

გერმანიის კანცლერი მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, იმის გამო, რომ მან საჯაროდ გამოხატა სიხარული, ბარაკ ობამას განცხადებაზე, მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ. „მე ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ, როგორც იქნა, ბინ ლადენი მოკლეს” – ამ სიტყვების გამო, მერკელის კრიტიკოსებს, გარდა ოპოზიციისა, ეკლესია და მისი თანაპარტიელების ნაწილიც კი შეუერთდა. გერმანიის „მწვანეების” პარტიის წევრმა კატრინ-გერინგ ეკარდმა, რომელიც ასევე გერმანიის ევანგელისტური ეკლესიის სინოდის ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ, განაცხადა, რომ ადამიანმა, რომელსაც მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი თანამდებობა უკავია, თავი უნდა შეიკავოს და სხვისი სიკვდილით არ უნდა აღფრთოვანდეს, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსის ან რელიგიური მრწამსისა.

იანუკოვიჩი – უკრაინული პრესის ნომერ პირველი მტერი

კიევში, მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტმა და დამოუკიდებელმა მედია-პროფკავშირებმა გამოაქვეყნეს რეიტინგი „პრესის მტრები – 2010”. პირველ ადგილზეა, უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი. პროფკავშირის წარმომადგენლის, იური ლუკანოვის თქმით, გასულ წელს იანუკოვიჩის პირადმა დაცვამ ათჯერ განახორციელა ზეწოლა ჟურნალისტებზე და მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა. პრეზიდენტის გარემოცვის წევრები კი, ზეწოლას ახორციელებდნენ ტელეარხებზე, რათა იანუკოვიჩის მაკომპრომეტირებელი სიუჟეტები ეთერში არ გასულიყო. იანუკოვიჩის მომდევნო პოზიცია პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა დაიკავა. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ჩინოვნიკი – ვლადიმირ სტოროჟენკო კი, იმის გამო, რომ შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს და მიკროფონი ნაგვის ურნაში ჩაუგდო, მესამეზე გავიდა.

უილიამისა და ქეითის თაფლობის თვე გადაიდო

პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა, რომელთა ქორწილის ცერემონიალს ასობით მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერში, გადაწყვიტეს თაფლობის თვე გადადონ და ყოველდღიური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდნენ. დაქორწინების შემდეგ, უილიამი და ქეითი კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულის მფობელები გახდნენ. რაც შეეხება თაფლობის თვეს, როდის და სად შედგება, ჯერაც უცნობია. ბრიტანული საბუქმეკერო კანტორები იღებენ ფსონებს იმის შესახებ, თუ სად იმოგზაურებენ სამეფო ოჯახის წევრები.

მაჰმუდ აბასის სარისკო გადაწყვეტილება

პალესტინის ავტონომიის მეთაურმა, მაჰმუდ აბასმა, დასავლელი ექსპერტების აზრით, სარისკო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თავის მოკავშირედ და პარტნიორად მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად მოხსენიებული „ჰამასი” აირჩია და არა ისრაელი. აბასის თქმით, ისრაელის მთავრობა მასზე ზეწოლას ახორციელებდა, რომ ებრაული მხარე აერჩია, თუმცა, მისი აზრით, გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და „ჰამასი” ამჯობინა. „მე ვირჩევ ჰამასს, ისინი ჩვენი ძმები, ჩვენი ოჯახის წევრები არიან”, – ასე დაასაბუთა აბასმა თავისი არჩევანი.

რამზან კადიროვის 4 მილიონი

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა თავისი დეკლარაცია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ გასული წლის განმავლობაში მას 4 მილიონი რუბლის შემოსავალი ჰქონდა. დეკლარაციაში ასევე ნახსენებია 36-კვადრატულმეტრიანი ბინა გროზნოს ცენტრში, რომელიც მის სახელზეა რეგისტრირებული. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ კადიროვის მეუღლე ფლობს 210-კვადრატულმეტრიან ბინას. ძვირად ღირებული ავტომობილები კი, რომელთა შესახებ ხშირად საუბრობენ და არაერთ ვიდეორგოლშიც ფიგურირებს, დეკლარაციაში აღნიშნული არ არის. საინტერესოა, რომ კადიროვის შემოსავლის ერთადერთ წყაროდ მისი თანამდებობაა აღნიშნული.

მირონოვის სიმღერა

რუსეთის ფედერაციული საბჭოს თავმჯდომარემ და პარტია „სამართლიანი რუსეთის” ლიდერმა, გავლენიანმა ფიგურამ რუსულ პოლიტიკაში – სერგეი მირონოვმა სიმღერა ჩაწერა. სიმღერა მან 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 66 წლისთავს და მამას მიუძღვნა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გახლდათ. სიმღერის სახელწოდებაა „ტიომნაია ნოჩ” და ის მეორე მსოფლიო ომზე დაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიციად მიიჩნევა. სიმღერის MP-3 ვარიანტის გადმოწერა კი, ნებისმიერ მსურველს მირონოვის პირადი ვებ-გვერდიდან შეეძლება.


скачать dle 11.3