კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯიბეგათხელებულები

ანუ, მილიონს თუ კაპიკი აკლია

შესაძლოა, იმიტომაც, რომ მოსახლეობის ნაწილი სცოდავს (ინკასატორებს სახლში არ უშვებს, ძირითადად, იმის გამოც, რომ იავარქმნილ მრიცხველს არ შეახედოს) ანდა, სულაც იმ მიზეზით, რომ სერვისი დახვეწილი და ცივილური გახადოს, დედაქალაქში ცხოველი მუშაობაა გაჩაღებული გაზის მრიცხველების ბინებიდან გამოტანის მიზნით. ისიცაა, რომ „ყაზტრანსგაზმა“ სპეციალური განცხადებით გააფრთხილა აბონენტები ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ და უმორჩილესადაც სთხოვა, დაუბრკოლებლად შეეშვათ მათი წარმომადგენელი ბინებში.

საერთო ჯამში, მრიცხველების გატანის ოპერაცია მშვიდობიანად მიმდინარეობს, რომ არა ერთი „მაგრამ“: „ყაზტრანსგაზის“ მიერ დაქირავებული ბრიგადები, რომლებიც ტექნიკურ სამუშაოს ასრულებენ, სამუშაოებს აბონენტების ხარჯზე ატარებენ: მათ საკუთარი არც ელექტროენერგიის წყარო გააჩნიათ (ამიტომაც თავიანთ მძლავრ აპარატურას აბონენტების შტეფსელებში უერთებენ, ბუნებრივია, მხოლოდ იმ აბონენტების შტეფსელებში, ვინც არ იცის, რომ არ ევალება კერძო კომპანიისთვის ასეთი სამსახურის გაწევა), არც ნივთების შესანახი ადგილი და, რაც მთავარია, ჩატარებული სამუშაოების შემდეგ დაბინძურებულ სადარბაზოებს მოსახლეობასვე უტოვებენ დასასუფთავებლად.

ჩვენ, ბუნებრივია, არაფერი ვუწყით, რატომ გადაწყვიტა „ყაზტრანსგაზმა“ სამუშაოების მოსახლეობის ტყავზე ჩატარება (თუ გაზის ტარიფით ვიმსჯელებთ, ასე ჯიბეთხლადაც არ უნდა იყვნენ), თუმცა, ამ ფაქტის გათვალისწინებით, მათი მოქმედების ლოგიკა მაკარისეულია: მილიონს თუ კაპიკი აკლია, ერთ კუბმეტრში 50 თეთრის გადახდევინებაც ვერ გაგვაძღობსო.


скачать dle 11.3