კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ენამოსწრებულები

მამიდასაპატრონებლები

შესაძლოა, იმიტომ, რომ ზოგს სათავისოდ უნდა, ზოგიც ემიჯნება, ზოგიც აუგად იხსენიებს, აქეთ-იქით აქციებში გადაშვებამდე პოლიტიკურ ოპონენტებს შორის სიტყვიერი მოთელვა გაიმართა. რაც მართალი, მართალია, საშაიროდ დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი „ქართულმა პარტიამ“ ატეხა. სახელდობრ, იმით, რომ ქართულპარტიელმა ბ-ნმა კიწმარიშვილმა „რვიანად“ შერაცხული (ვენაცვალე ამბიციაში!) რვა ოპოზიციური პარტია ლეღვის ფოთოლს შეადარა, ოღონდ ამ მადლიანი ხის არა ბუნებრივი, არამედ მხატვრული დანიშნულებით (სარცხვენელის დაფარვის ფუნქციით). კერძოდ, ბრძანა, ლეღვის ფოთლად ნუ აეფარებიან გაშიშვლებულ რეჟიმსო. მეორე მხრივ, სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ ეს შედარება ქართულ პოლიტიკურ ზეპირსიტყვიერებაში ნოვაცია არ არის, რადგან მასზე საავტორო უფლება ბ-ნ გრიგალაშვილს ეკუთვნის (შეგახსენებთ, ორიოდ ან სამიოდ მოწვევის წინანდელი პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე უწოდა ბ-ნ ბარამიძეს შევარდნაძის „მოქკავშირის“ ლეღვის ფოთოლი). თუმცა, ვისაც უნდა ეკუთვნოდეს ავტორობა, ბ-ნი კიწმარიშვილის ამ ფრთიანმა ფრაზამ ოპონენტები მაინც შეაფხიზლა. კერძოდ, „ფორუმთან“ შეამხანაგებულმა ბ-ნმა ასათიანმა განმარტა, რომ ასეთ რამეებზე იმათ არ უნდა ილაპარაკონ, რომლებიც კარგა ხანს ვაზის ფოთლის ფუნქციას ასრულებდნენო (რაც მართალია, მართალია, ვაზი ამ კონტექსტში პირველად იქნა ნახსენები). მას პათოსით არც ედეპეელი ბ-ნი ქარდავა ჩამორჩა და ბ-ნ კიწმარიშვილს რიტორიკულად ჰკითხა, ისიც გვითხრას, თავად რას აკეთებდა გაშიშვლებულ ხელისუფლებასთანო (სავარაუდოდ, იმავეს, რასაც ახლა თვითონ). ქრისტიან-დემოკრატებმა კი დიდსულოვნად ბრძანეს, რომ „ქართული პარტიის“ დონემდე არ დაეშვებოდნენ (უზრდელობას არ ვიკადრებთო).

ხოლო, თუ გავიხსნებთ, რომ ეს ჩვენი ოპოზიცია-ხელისუფლება ძირითადად, ერთი წიაღიდან უშვია გამჩენს (ბუნებრივია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლიტიკური გამჩენი მყავს მხედველობაში), ფოთლები იქით იყოს, მაგრამ, ის კი აშკარაა, რომ ფეხსუსტი მამიდების მოვლა არც ერთ ფლანგზე არ აწყენდათ.

P. S. სხვათა შორის, ლეღვის ფოთლის პირველ ხსენებას პარლამენტის იმ სხდომაზე მუშტი-კრივიც მოჰყვა, ხოლო, რაკი ამჯერად მხოლოდ სიტყვიერი პაექრობაა, თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ პოლიტცხოვრებაში პროგრესიც აშკარაა.


скачать dle 11.3