კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

მხოლოდ ფაქტები

* ზოოპარკის დამთვალიერებლები ყველა ქვეყანაში ერთმანეთს ჰგვანან. ისინი ცხოველებს ათასგვარ საკვებს აწვდიან, რომელთა მიღების შემდეგ ისინი ავადდებიან, ზოგი კვდება კიდეც. ევროპის ზოგიერთ ზოოპარკში ამ სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად, ცხოველებისთვის მისაღები საკვები პირდაპირ გალიებთან იყიდება.

* შრი-ლანკაში სახალხო თეატრის ოთხი სახეობაა: კოლამი – ნიღბების თეატრი, სოკარი – პანტომიმის თეატრი, ნადაგამა – მუსიკალური დრამის და რუკადა – თოჯინების თეატრი.

* კვიპროსზე ქალაქ ფამაგუსტაში ტურისტებს აუცილებლად აჩვენებენ 1462 წელს აგებულ ისტორიულ ციხესიმაგრეს. ლეგენდის მიხედვით, სწორედ აქ მოხდა შექსპირის „ოტელოში“ ასახული მოვლენები.

* რევოლუციამდე კიევში 3 კინოთეატრი იყო: „შანცერა“, „კორსო“ და „ექსპრესი“. რევოლუციის შემდეგ მათ სახელები, ბოლშევიკური შეხედულებისამებრ, შემდეგნაირად გადაარქვეს: „ნომერი 1“, „ნომერი 2“ და „ნომერი 3“.

* იტალიურ პიცას მთელ მსოფლიოში ამზადებენ და ყველგან მრგვალია, მხოლოდ სიცილიური პიცაა განსხვავებული – ოთხკუთხედი.

* მოსეს კანონებით მორწმუნე იუდეველმა არ უნდა ჩაიცვას სხვადასხვაგვარი ძაფისგან ნაქსოვი ტანსაცმელი.

* მეცხრამეტე საუკუნის სახელგანთქმულმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ნელი ბლაიმ წაიკითხა ჟიულ ვერნის ნაწარმოები „80 დღე დედამიწის გარშემო“ და გაუჩნდა სურვილი გაემეორებინა წიგნში აღწერილი, გაეუმჯობესებინა შედეგი. მან მოგზაურობა 1889 წლის 14 ნოემბერს დაიწყო და 1890 წლის 26 იანვარს დაასრულა, 73 დღეში. ამავე დროს მოახერხა ინტერვიუს აღება წიგნის ავტორთან.

* ქრისტიანია – ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ძველი სახელწოდებაა.

* ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ ორიგინალური კანონებია ძალაში. მაგალითად, ინდიანას შტატის ქალაქ გერიში მოქმედებს ერთ-ერთი ასეთი უცნაური კანონი: თეატრში არ დაიშვებიან მაყურებლები, რომლებმაც ნიორი მიირთვეს სპექტაკლის დაწყებამდე ოთხი საათის განმავლობაში.


скачать dle 11.3