კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

კონსტანტინე: რა უცნაური ამბავია. წლების განმავლობაში, სწავლობ და უკვირდები მახლობელ ადამიანს, სიყვარულით, ნდობით და პატივისცემით აღჭურავ მას, მასვე მიაწერ ყოველივე ამქვეყნიურ სიქველეს და სათნოებას, და ერთ წუთში იგი გაქარჩხულივით შეტრიალდება და ნიღაბი აეხდება. მოულოდნელად, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, ისე შემოეძარცვება მას შენივე ფანტაზიის მიერ მინიჭებული სხივმოსილება და სათნოება.

თომას მანი: გონში, ავადმყოფობაშია ჩაკირული ადამიანის ღირსება და კეთილშობილება. ერთი სიტყვით, რაც მეტადაა ავად, მით უფრო მაღალი რანგის ადამიანია ის. აქედან გამომდინარე, ავადმყოფობის გენია გაცილებით უფრო ადამიანურია, ვიდრე ჯანმრთელობისა.

ავრელიუსი: ბევრია შენზე უკეთესი მორკინალი, მაგრამ, დაე, ნურავინ იქნება შენზე თავმდაბალი, შენზე ერთგული საზოგადო სიკეთისადმი, შენზე მორჩილი ბედისწერისადმი და მოყვასთა ცდომის მიმართ – შენზე უფრო დიდსულოვანი.

სულხან-საბა: უგვანის ბუნებისგან ქმნა ნურა გიკვირს ნურასა.

ბირსი: აფორიზმი დაღეჭილი სიბრძნეა.

რუსო: ადამიანის აღზრდა იწყება მისი დაბადებიდანვე; ის ჯერ არ ლაპარაკობს, ჯერ კიდევ ვერ ისმენს, მაგრამ უკვე სწავლობს, გამოცდილება წინ უძღვის სწავლას.

დოსტოევსკი: ბავშვების გარეშე არ შეიძლებოდა, ასე გვყვარებოდა კაცობრიობა.

ლაროშფუკო: ბედის ყოველგვარ წყალობას ჩვენი სულიერი განწყობილების მიხედვით ვაფასებთ.

***

ზოგჯერ, ცრემლს რომ ვღვრით, ამით ვატყუებთ არა მარტო სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც.

დობროლიუბოვი: ადამიანს ესაჭიროება ბედნიერება. მას აქვს საამისო უფლება და უნდა მიაღწიოს ამას, რადაც არ უნდა დაუჯდეს.

ბატო: ხშირად აჯანყება წვრილმანებისგან იწყება, მაგრამ თუ დაიწყო, ვეღარაფერი შეაჩერებს.

სენეკა: ადამიანთა განათლება უნდა დაიწყოს ანდაზებით და აზრებით დამთავრდეს.

პასკალი: როდესაც ყველაფერს მხოლოდ გონებას ვუქვემდებარებთ, ჩვენს რელიგიას აღარაფერი რჩება მისტიკური და ზებუნებრივი. როცა გონების საწყისებს ვარყევთ, რელიგია უაზრო და სასაცილო ხდება.

რონი: თუ ერთდროულად სხვადასხვა საგანს აქცევთ ყურადღებას, შეიძლება, რაღაც შედეგი მიიღოთ. თუ ყურადღებას მიაქცევთ რაიმეს განსაზღვრულს, მაშინ წარმოუდგენელ შედეგს მიიღებთ.

ტოლსტოი: ჩვენ არასდროს ვესწრაფვით ვნებიანად იმას, რასაც მხოლოდ გონებით ვესწრაფვით.

სუხომლინსკი: თუ ბავშვობიდან არ მიეჩვიე დედის თვალებში ცქერასა და მასში განგაშისა თუ სიმშვიდის დანახვას, მთელი სიცოცხლე, ბრიყვად დარჩები. ზნეობრივ სიბრიყვეს, როგორც სიველურეს, სიყვარულში ბევრი სიმწარის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის, საზოგადოებისთვის კი – ზიანის.

ჰაიზენბერგი: პირველი ყლუპი ბუნებისმეტყველების ფიალიდან ათეიზმს ბადებს, მაგრამ სასმისის ფსკერზე ჩვენ ღმერთი გვიცდის.

აკაკი ბაქრაძე: საშიში ქურდობა კი არ არის, საშიშია ქურდის მიმართ მოწიწების გრძნობის გაჩენა. საშიში ფლანგვა კი არ არის, საშიშია მფლანგველის მიმართ მოწიწების გრძნობის გაჩენა. საშიში ქრთამი კი არ არის, საშიშია მექრთამის მიმართ მოწიწების გრძნობის გაჩენა. ქურდსაც, მფლანგველსაც, მექრთამესაც და სხვა ამგვარ ავაზაკსაც მოევლება, მაგრამ რა ეშველება მოწიწების გრძნობას, რომელიც მათ მიმართ გაჩნდა?


скачать dle 11.3