კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბის ხალხური რეცეპტი.

პასუხი: 1 ჩაის კოვზი დაფქული „ჰერკულესი”, 1 ჩაის კოვზი დაფქული კალენდულა და 1 ჩაის კოვზი ათასფურცელა კარგად აურიეთ ერთმანეთში, დაასხით ცოტა მდუღარე წყალი (იმდენი, რომ სქელი არაჟნის კონსისცენციის მასა მიიღოთ), ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ისევ კარგად აურიეთ და მიღებული „ფაფა” წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და შემშრალებისთანავე, წაისვით თქვენი კანის შესაბამისი მკვებავი.

კითხვა: რით ჯობია სახიდან მაკიაჟის მოშორება – ტონიკით, ლოსიონით, კოსმეტიკური რძით თუ რაიმე კრემით?

პასუხი: პრინციპში, მაკიაჟი, შეგიძლიათ, ჩამოთვლილთაგან ნებისმიერით მოიშოროთ, მაგრამ უმჯობესია, ბამბის მოზრდილი ტამპონები ჩააწოთ კოსმეტიკურ რძეში ან ცხიმიან კრემში და 2 წუთით დაიდოთ ქუთუთოებზე. შემდეგ ოდნავი დაჭერით მოიშორეთ კოსმეტიკა ჯერ თვალებიდან, მერე კი მთელი სახიდან. შესაძლოა, ტამპონების გამოცვლა დაგჭირდეთ. მხოლოდ ამის შემდეგ გაიწმინდეთ სახე ტონიკით ან ლოსიონით და შეშრობისთანავე წაისვით მკვებავი.

კითხვა: ფრჩხილებზე მუდმივად მისვია ლაკი. ალბათ, ამიტომ, მიყვითლდება. რით უნდა მოვიშორო ეს სიყვითლე? ქიმიური საშუალებების გამოყენება არ მინდა, რადგან ვცადე და ამექერცლა.

პასუხი: გამოწურეთ ერთი ლიმონი და 5 წუთით ჩაყავით მასში თითები. შემდეგ ამ წვენში დაასველეთ დოლბანდის ტამპონი და ფრჩხილები კარგად გაიწმინდეთ. სიყვითლის მთლიანად მოსაშორებლად, შესაძლოა, ამ პროცედურის რამდენჯერმე გამეორება დაგჭირდეთ. შედეგი უფრო ეფექტური იქნება, თუ ლიმონის წვენს ჩაანაცვლებთ კბილის სახეხ ფხვნილს – მასში უნდა ჩააწოთ კბილის მშრალი ჯაგრისი (რბილი ბეწვით) და ფრთხილად გაიხეხოთ ფრჩხილების ზედაპირი (ისე, რომ ნუნები არ დაიზიანოთ).

კითხვა: მაქვს თხელი, ცხიმიანი თმა და თითქმის ყოველდღე მიწევს დაბანა, მაგრამ, გაშრობისთანავე ჩნდება მეორე პრობლემა: თმა ისე ელექტროვდება, ფაფარაშლილი ლომის ვარცხნილობა გამომდის. არსებობს რაიმე საშუალება ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

პასუხი: შეიძინეთ თერმული წყალი მინი-ფლაკონით და მუდმივად ატარეთ ჩანთით. თუ შეატყვეთ, რომ თმა ყალყზე დადგა, მოისხურეთ ის მთელ თავზე (ბევრი არაა საჭირო). თმა დამჯერი და დამყოლი გახდება. გარდა ამისა, თუ სახლის გარეთ ხართ (სადაც დაბანის საშუალება არ არის) და იგრძენით, რომ თმის ძირები გაგიცხიამიანდათ, თმამ პრიალი დაიწყო, თერმული წყალი აქაც მხსნელად მოგევლინებათ: მოისხურეთ უშუალოდ თმის ძირებში და გაშრობის შემდეგ თმა აღარ იპრიალებს.


скачать dle 11.3