კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როგორ შემორჩა ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციას ლავრენტი ბერიას პორტრეტიანი „დედა ენა”

„დედა ენა” – წიგნი, რომელიც, „ვეფხისტყაოსანთან” ერთად, ერის სიამაყედ ითვლება. დღევანდელ რუბრიკაში სწორედ „დედა ენის“ კოლექციას წარმოგიდგენთ, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული, რესპონდენტობას კი ამავე სამსახურის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი გაგვიწევს: 135 წლის წინ – 1876 წელს გამოიცა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო, სათაურით „დედა ენა”. სახელმძღვანელო სახალხო სკოლებისთვის იყო განკუთვნილი.

იმ წლიდან მოყოლებული, „დედა ენა” ავტორის სიცოცხლეში (1912 წლამდე) ოცდაცამეტჯერ გამოიცა. იაკობ გოგებაშვილმა, ჯერ კიდევ სოცოცხლეში, „დედა ენის” გამოცემის საქმე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუთმო, სიკვდილის შემდეგ კი თავისი გამოცემების ბეჭდვისა და გავრცელების საქმე მთელი მოგებით ამ საზოგადოებას ჩააბარა ანდერძით.

– როგორ წარიმართა „დედა ენის” ბედი ავტორის გარდაცვალების შემდეგ?

– ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ღირსეულად უპატრონა „დედა ენას” – ყოველწლიურად ბეჭდავდა 15 ათასამდე „დედა ენას” და ავრცელებდა კიდეც. საერთოდ, იაკობ გოგებაშვილის ავტორობით 103 დასახელების წიგნი გამოსცა საზოგადოებამ, რაც იმ დროს რეკორდული იყო.

– ცნობილია, რომ 1926 წელს ამ საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა.

– მართალი ბრძანდებით. ამის შემდეგ „დედა ენა” „სახელგამის” ხელში აღმოჩნდა.

ცნობილი პედაგოგი ვარლამ ძიძიგური იგონებს: „1924-1925 წლებში დაიბეჭდა და განვითარდა მავნებლური აზრი წერა-კითხვის უწიგნოდ სწავლების შესახებ. ამ ხანებში შედგა, დაიბეჭდა და სკოლებს დაურიგდა 12 პლაკატი სათანადო წარწერებით. ამ სურათების აღწერით, მის შესახებ საუბრების მოწყობით და, იქვე, ქვემოთ, მოთავსებული წარწერის მიხედვით უნდა ესწავლებინა მასწავლებელს ბავშვებისთვის წერა-კითხვა”. განათლების სახალხო კომისარიატი დაჟინებით მოითხოვდა ამ პლაკატებით წერა-კითხვის სწავლებას.

– ანუ, „დედა ენა” დაივიწყეს...

– დიახ. შეიცვალა ანბანის სწავლების რიგიც. „დედა ენის” სახელწოდებით 1926-1938 წლებში წიგნი არ გამოცემულა.

სულ მალე ნათელი გახდა, რომ პლაკატებით ანბანის შესწავლა ძალზე ძნელია და მაინც საჭირო გახდა პლაკატებთან ერთად სათანადო სახელმძღვანელოს შედგენა. რაც დაევალათ ვარლამ ძიძიგურსა და ძმებს – ალექსანდრე და აკაკი გვახარიებს. მათ შეადგინეს სახელმძღვანელო, სახელწოდებით „ახალი წიგნი”, ორ ნაწილად. სახელმძღვანელოს შედგენაში მონაწილეობდა იოსებ გრიშაშვილიც. პოეტი მხარს არ უჭერდა იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოს იგნორირებას, წიგნის ავტორებიც ამ აზრის იყვნენ, მაგრამ, განსახკომი ასე ითხოვდა.

1935 წლეს მოამზადეს ახალი სახელმძღვანელო – „ანბანი”.

– როდის მოხდა „დედა ენის” რეაბილიტაცია?

– 1937 წელს განათლების სახალხო კომისარიატმა გამოაცხადა კონკურსი „საუკეთესო სახელმძღვანელოსათვის”, რომელშიც 8 სახელმძღვანელო იყო წარმოდგენილი. მასში გაიმარჯვა ვარლამ ძიძიგურის, ალექსანდრე და აკაკი გვახარიების სახელმძღვანელომ, მაგრამ ამ დროს აკაკი გვახარია დაპატიმრებული იყო და მას, აღიარების ნაცვლად ჯერ ბნელი საკანი, შემდეგ კი დახვრეტა ელოდა.

ჟიურის დადგენილებით, ვარლამ ძიძიგურის და ალექსანდრე გვახარიას სახელმძღვანელოს „დედა ენა” ეწოდა. ეს გამოცემა 1944 წლამდე გამოდიოდა.

– რა მოხდა ამ დროს?

– განათლების სახალხო კომისარიატთან შეიქმნა კომისია, რომელმაც განიხილა დაწყებითი სკოლების სახელმძღვანელოები და დაადგინა: „დედა ენის” პირველი ნაწილი იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის” მიხედვით უნდა აიგოს!

– რა მოჰყვა ამ დადგენილებას?

– ამას მოჰყვა ნინო ბოცვაძისა და ეკატერინე ბურჯანაძის „დედა ენის” ორი გამოცემა სამ ნაწილად, რომლებსაც ეწერა: „შედგენილია იაკობ გოგებაშვილის მიხედვით“. 1955 წლიდან ეს გამოცემაც ორ ნაწილად გაიყო და ასე გამოდიოდა 1984 წლამდე.

– როგორც ცნობილია, ამის შემდეგაც არაერთხელ გამოიცა „დედა ენა”. რომელია ყველაზე ახალგაზრდა, ანუ ყველაზე ბოლო გამოცემა?

– „დედა ენის“ ბოლო გამოცემები 2010 წლით თარიღდება: ერთის ავტორია კონსტანტინე გიორგაძე, მეორისა კი, რომელიც მეორე კლასელებისთვისაა განკუთვნილი – მარინე გოგავა. ორივე წიგნი იაკობ გოგებაშვილის მიხედვითაა შექმნილი. კოლექციაში, ამ წიგნებთან ერთად, ნახავთ ლაზურ „დედა ენას”, აგრეთვე, „დედა ენის“ 100 წლისთავთან დაკავშირებით დაბეჭდილ „დედა ენის” საიუბილეო გამოცემებს.

– ლავრენტი ბერიას სიკვდილის შემდეგ წიგნისა თუ პრესის ფურცლებიდან მისი პორტრეტი გაქრა. როგორც ცნობილია, სპეციალური სამსახურები იყვნენ ამ საქმით დაკავებული. თუმცა, ამ კოლექციაში „დედა ენის” ისეთი გამოცემაც აღმოვაჩინე, სადაც ბერიას პორტრეტი შენარჩუნებულია. როგორ გადაურჩა იგი ამოჭრას ან ამოტუშვას?

– მართალი ბრძანდებით, ლავრენტი ბერიას პორტრეტი შენარჩუნებულია 1946 წელს გამოცემულ „დედა ენაში”. გადარჩენის მიზეზებზსაც მოგახსენებთ: ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებობდა სპეცფონდის განყოფილება, სადაც ინახებოდა „რეპრესირებული წიგნები”. შემდეგში ეს ფონდი გაუქმდა და წიგნები გადაეცა საერთო ფონდს, აქედან გამომდინარე, ბევრი წიგნი გადარჩა.

– სულ „დედა ენის” რამდენი გამოცემა არსებობს?

– ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში 312 „დედა ენა“ ინახება.


скачать dle 11.3