კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იპოვე მისი ღირსება

მოდი, ვიყოთ გულახდილები – ვაღიაროთ, რომ ოჯახური კონფლიქტები მეტწილად ჩვენს სინდისზეა. ხშირად ზედმეტად მომთხოვნები და პრეტენზიულები ვართ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გვიყვარს. თქვენი მეორე ნახევრის ხასიათის ძალიან ბევრი, ერთი შეხედვით მინუსი, ადვილად შეიძლება შეიცვალოს პლუსად, თუ სიტუაციას სხვა თვალით შეხედავთ და მოინდომებთ. მაგალითად, სიზარმაცე და უპასუხისმგებლობა, შესაძლოა, შემოქმედებითი პოტენციალის სტიმული იყოს. მეოცნებე, ჭკვიანი, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი ისე არ იქცევა, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავნი. მას თავისი სამყარო აქვს. ნუ განსჯით და, მით უმეტეს, ნუ მოაქცევთ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, მიეცით თავისუფლება. ზოგჯერ მაინც ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მის უცნაურობებზე, რომლებიც თქვენ ძალიან არ მოგწონთ. მაგ დროს იფიქრეთ, მას რისი დათმობა უწევს თქვენ გამო – იდეალური ხომ არც თქვენ ხართ.

ხშირად მიეცით კაცს იმის საშუალება, თავი ლიდერად იგრძნოს – მისთვის ეს აუცილებელია, სასიცოცხლოდ აუცილებელიც კი. ნორმალურია, რომ ძალიან გაღიზიანებთ მისი საკუთარ თავთან ჩაკეტილობა. მაგრამ, თუ სისტემატურად გამოთქვამთ პრეტენზიას და უკმაყოფილებას ამის გამო, სიტუაციას გაამწვავებთ, რაც კონფლიქტამდე და გაუცხოებამდე მიგიყვანთ.

მიაქციეთ ყურადღება, თქვენი აზრით, რომელი მავნე ჩვევა უიოლებს ცხოვრებას თქვენს პარტნიორს და ნუ შეეცდებით, მასზე უარი ათქმევინოთ. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უნდა ისწავლოთ, რომ ურთიერთობა ჰარმონიული გახადოთ. ეს ადვილი არ არის და ბევრ რამესთან მოგიწევთ შეგუება, მაგრამ, სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს – ორი ადამიანის, მით უფრო, ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება სხვანაირად არ აეწყობა.


































скачать dle 11.3