კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

ერთიც და მეორეც...

როდის არის ცოლ-ქმრის ურთიერთობა ჰარმონიული, ოჯახი კი – მტკიცე: როცა ერთმანეთთან სიყვარული აკავშირებთ თუ როცა მოვალეობის გრძნობა ადუღაბებს მათ. ერთიც საჭირო და აუცილებელი ყოფილა და მეორეც. არაფერში გამოგადგებათ სიყვარული, თუ თქვენი საყვარელი ადამიანის მიმართ მოვალეობის განცდა არ გექნებათ. მოვალეობას კი ყოველთვის სიყვარული უმყარებს ზურგს. სრული კომპლექტია საჭირო. ოჯახური ბედნიერება სხვანაირად არ მიიღწევა. ოჯახებს სწორედ ის ანგრევს, როცა მეუღლეები საკუთარ მოვალეობებს ივიწყებენ. სიყვარული კი აქვთ, მაგრამ ის არ არის ღრმა. როგორ შეიძლება, გიყვარდეს ადამიანი და მის მიმართ მოვალეობის გრძნობა არ გქონდეს?!

როცა საყვარელი ადამიანის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობ, როცა ხვდები, რომ ეს შენი ოჯახის სიმშვიდეს უქმნის საფრთხეს, სიჯიუტე და პრინციპულობა უადგილოა. კონფლიქტი კი არ უნდა გააღრმავოთ, სათავეშივე უნდა აღმოფხვრათ. დრო ძალიან სწრაფად კურნავს ყველა ტკივილსა და წყენას, მით უფრო, საყვარელი ადამიანისგან მიყენებულს. გაუფრთხილდით თქვენს ურთიერთობასა და იმ სიყვარულს, რომელიც გაქვთ – სწორედ ეს არის თქვენი მთავარი მოვალეობა.


скачать dle 11.3