კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

იდეალი არ არსებობს!

ის არ არის თქვენი იდეალი. მით უმეტეს, საერთოდაც ძალიან შორს არის იდეალურობისგან. მერე რა, ხომ გიყვართ ისეთი, როგორიც არის? დანარჩენს ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. სიყვარული ნამდვილი მაშინ არის, როცა ღირსებებისა და გმირობის გამო კი არ გიყვარს შენი რჩეული, არამედ ჩადენილი სისულელეებისთვის.

უყვართ მექალთანეებიც და მოღალატეებიც, ეჭვიანებიც და ზარმაცებიც, მსუქნებიც და გამხდრებიც, ლოთებიც, ნარკომანებიც, ქურდებიც, დამნაშავეებიც, მელოტებიც და წვერგაუპარსავებიც, ლამაზებიც, მახინჯებიც და დაუბანლებიც. უცნაურია და გამაოგნებელი, მაგრამ, ყოველივე ეს ფაქტია, რომლის უარყოფაც არ შეიძლება.

კიდევ ერთი უცნაურობა: სანამ ერთ ჭერქვეშ დავიწყებთ ცხოვრებას, ნაკლსაც ვეგუებით და უცნაურობებსაც; არც მისი ახირებები გვაღიზიანებს. მაგრამ, სიტუაცია მთლიანად იცვლება, როცა მასთან ერთად იწყებ ცხოვრებას. ზოგჯერ გიკვირთ კიდეც – ნუთუ ეს ის კაცია, რომელიც გიყვარდათ? დიახ, ნამდვილად ის არის, არავის გამოუცვლია. უბრალოდ, თქვენ გახდით უფრო კრიტიკული და მომთხოვნი, მიუხედავად იმისა, რომ სიყვარული არსად წასულა. ის ისევ ძველებურად გიყვართ. თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ საკუთარ თავს – გაძლებთ მის გარეშე? სიმშვიდისა და ამ სიყვარულის შესანარჩუნებლად იფიქრეთ იმაზე, რასთან შეგიძლიათ შეგუება – ქმრის რომელ მავნე ჩვევასთან და ახირებასთან. თუ რამეა ისეთი, რაც ძალიან გაღიზიანებთ და წონასწორობას გაკარგვინებთ, დაელაპარაკეთ მას ამის შესახებ ემოციებისა და წუწუნის გარეშე, სიყვარულითა და მოთმინებით. თუ ისიც სიყვარულით გეტყვით, რომ თქვენი თხოვნის შესრულება არ შეუძლია, კომპრომისზე აუცილებლად უნდა წახვიდეთ, თუკი, რა თქმა უნდა, თქვენი ურთიერთობა ამად გიღირთ.


скачать dle 11.3