კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლიბიდოდასაამებელი



ანუ ვის უნდა ეძებოს კაცი



მას დიდი ხანია, „კმარას“ დედა ჰქვია და ლიბერალიზმსა და თავისუფლების ბაირახტარია ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, „თავისუფლების ინსტიტუტის“ ეგიდით; ჩინით პროფესორიცაა (და მერე რა, რომ გერმანულის ლექტორმა „სამიანიც“ არ აღირსა). ჰოდა, ამ „პროფესორი ქალბატონის“ „თავისუფლების“ ჭიამ ისე გაუტია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეურაცხყოფაც კი გადააწყვეტინა (სიტყვა გიჟივით თავისუფალიაო). ბუნებრივია, ამ საქმეში „მარტოხელა მგელი“ ვერ იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ირწმუნება, ამ ჩემს გიჟმაჟურ თავისუფლებას „თავისუფლების ინსტიტუტთან“ კავშირიც არ აქვს, არათუ „ნაციონალ“ მაღალჩინოსან მეგობრებთანო. საზოგადოების აღშფოთებას აღშფოთებითვე გამოეხმაურა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის სასარგებლო, ანუ საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებშიც დასდო ბრალი. ზუსტად ისე, როგორც, თავის დროზე, უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი გაასამართლეს ქართველი ერის ეროვნული ინტერესების ღალატში ამხანაგებმა: ოქოიანმა, ორზუმელიანმა და ვარლამიანმა. ამ უკანასკნელთა სულიერმა შვილმა, „პროფესორმა ქალბატონმა“ დახმარებისთვის პროკურატურასაც მიმართა, ვირტუალურ სამყაროში გატყავებით მემუქრებიან (თუმცა „გატყავება“ იმ სიტყვასთან შედარებით, რითაც თავად ერთობა, ერთობ ცენზურულია) და საკუთარ სახლში ღამე ვერ გამითევიაო. „ნაცხელისუფლება“ ამ დავაში მოგვიანებით ჩაერთო, მას შემდეგ, რაც თავისი სიტყვა პირველმა პირმა თქვა. მათ დაგვაიმედეს, რომ საქართველოს ეკლესიას ვერაფერი დაამარცხებსო (ღვთისმოსავი „ნაციონალი“ დეპუტატების შეგონება ასეც შეიძლება, გავიგოთ: იღეთ და იღეთ შეურაცხმყოფელი კლიპებიო) და ისიც შეგვაგონეს, არც კათოლიკოს-პატრიარქზე უნდა თქვათ ცუდი რამ და არც საქართველოს პრეზიდენტზეო (რაც ასეც შეიძლება გავიგოთ: თუ პრეზიდენტს აწყენინებთ, ჩვენ თქვენს პატრიარქს ვაწყენინებთო).

ერთი სიტყვით, აშკარაა, რომ „ამხანაგების“ სიმცირეს არც XXI საუკუნის ქართული სინამდვილე უჩივის. რაც შეეხება შეურაცხმყოფელ კლიპში გამოყენებულ უწმაწურობას: მათი გაანალიზებისას ზიგმუნდ ფროიდი მის შემქმნელს აუცილებლად ურჩევდა: ეძებე კაცი, დაიამე ლიბიდოო.



ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3