კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

კითხვა: საკვებად თუ გამოდგება ცრუ წიწაკის კენკრა?

პასუხი: მართალია, ცრუ წიწაკა ანუ სოლანუმი ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი კენკრა ფერს იცვლის და ერთდროულად სხვადასხვაფრად კაშკაშებს, მაგრამ მისი ნაყოფი შხამიანია და არ იჭმევა. ამიტომ, მოარიდეთ ის ბავშვებს.

კითხვა: ჩემს მცენარეებს წყალი ზედმეტი მოუვიდა. როგორ გამოვაჯანმრთელო?

პასუხი: თქვენი მცენარეები სასწრაფოდ ამოიღეთ ქოთნიდან და მათ ქაღალდის ხელსახოცები ან გაზეთები შემოახვიეთ. რამდენიმე კვირის განმავლობაში არ მორწყოთ, მხოლოდ დანამეთ და მზის გულს მოარიდეთ. ამის შემდეგ ისინი აუცილებლად გამოჯანმრთელდებიან.

კითხვა: მონსტერას ფოთლები აქეთ-იქით არის გადაზნექილი და მისი ღერო სიმყარეს ვერ ინარჩუნებს. რით დავეხმარო?

პასუხი: ამ მცენარეს ხავსიანი საყრდენი სჭირდება. შეგიძლიათ, ეს საყრდენი ჯოხზე ხავსის მიმაგრებით მიიღოთ ან მაღაზიებში შეიძინოთ. აუცილებელია ხავსის ტენიანობა, რომ საჰაერო ფესვები არ გამოშრეს. მონსტერას დამორჩილება იოლია, ჩაარჭეთ მიწაში ხავსის საყრდენი, ისე რომ მცენარის ფესვები არ დააზიანოთ, ამ აბურდული მცენარის ორივე ღერო ფრთხილად დაახვიეთ ღერძზე და მიამაგრეთ. ამის შემდეგ თქვენი მცენარე ნამდვილად შეინარჩუნებს წონასწორობას.

კითხვა: სახლში მაქვს აფრიკული იები, რომლებსაც ფოთლები დაბლა დაეწია. ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ ვეღარ გაიხარებს? როგორ მოვიქცე?

პასუხი: აუცილებლად გადარგეთ ახალ ნიადაგში და დააკვირდით, თუ ქვედა ფოთლები დაზიანებული აქვს, მოაშორეთ, ნიადაგში კი გაურიეთ: ხის ნახშირი, ტორფი და ძვლის ფქვილი. არ დაგავიწყდეთ, რომ მისი ღრმად დარგვა არ შეიძლება.

კითხვა: „დეკაბრისტმა” რამდენიმე წლის წინ იყვავილა, ახლა აღარ ყვავილობს, რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: „დეკაბრისტს” ხმელთაშუა ზღვის კაქტუსს ეძახიან. მისთვის აუცილებელია, შემოდგომიდან ამყოფოთ გრილ, 5-10-გრადუს ტემპერატურაზე. დეკემბრის დასაწყისიდან კი შეიტანეთ მცენარე 20-გრადუსიან სითბოში. შეგიძლიათ, ამოიღოთ ჭურჭლიდან და ნახოთ მისი ფესვების მდგომარეობა.


скачать dle 11.3