კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს ეპატაჟური ლედი გაგა და ვის დასახმარებლად შეაგროვა ერთი მილიონი დოლარის შემოწირულობა ალიშა ქისმა

ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულმა ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ორგანიზაციამ, „დუ სამსინგმა”, რომელიც დაკავებულია ახალგაზრდების მოზიდვით საქველმოქმედო საქმიანობებში, საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ყველაზე ცნობილი ქველმოქმედი „სელებრითების“ რეიტინგი. ტოპ-ათეულში მოხვდნენ თანამედროვე შოუ-ბიზნესის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები, როგორც კინო-ინდუსტრიიდან, ასევე პოპ-სამყაროდან.

პირველი ადგილი რეიტინგში პოპ-მუსიკის ვარსკვლავმა, ეპატაჟურმა და სკანდალურმა ლედი გაგამ დაიკავა, რომელიც იმ უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, რომლებიც ერთსქესიანი ქორწინებების მომხრე ადამიანების უფლებებს იცავენ. გარდა ამისა, ლედი გაგა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების დოქტრინის „არ იკითხო, ნუ საუბრობ” კრიტიკით გამოდის. ამ დოქტრინის თანახმად, ადამიანს, რომელსაც ინტიმური კავშირი ჰქონდა თავისი სქესის წარმომადგენელთან, ეკრძალება ჯარში მსახურობა და სწორედ ამ პოლიტიკის წინააღმდეგ გაილაშქრა თანამედროვე თინეიჯერების კერპმა.

მიუხედავად იმისა, რომ ალიშა ქისმა გასულ წელს იმშობიარა, ის მაინც აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. ალიშა ფონდ „ქიფ ჩაილდ ელაივის“ აქტიური დამხმარეა და რეგულარულად იღებს მონაწილეობას ფონდის მიერ ორგანიზებულ კონცერტებში. სწორედ ალიშას იდეით შედგა აქცია „ციფრული სიკვდილი”, რომლის წყალობითაც ერთი კვირის განმავლობაში ბავშვების დასახმარებლად დაახლოებით ერთი მილიონი დოლარის შემოწირულობა შეგროვდა.

თინეიჯერების კიდევ ერთმა კერპმა, პოპ-შემსრულებელმა ტეილორ სვიფტმა რეიტინგში მესამე პოზიცია დაიკავა. ტეილორი წარმოშობით ნეშვილიდან არის და, როდესაც მის მშობლიურ ქალაქში, წყალდიდობის გამო მრავალი მოსახლე თავშესაფრის გარეშე დარჩა, მან საკუთარი სახსრებიდან 500 ათასი დოლარი გადარიცხა დახმარების ფონდში და, ასევე, მონაწილეობა მიიღო თანხების მოზიდვის აქციაში. გარდა ამისა, ტეილორი დაინტერესებულია განათლების საკითხებით და მონაწილეობას იღებს მასშტაბურ აქციაში „რიდ ნაუ”, რომელიც წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ემსახურება ამერიკულ საზოგადოებაში.

მეოთხე ადგილი ჰოლივუდელი სუპერვარსკვლავების ოჯახურ წყვილს ერგო: დემი მური და ეშტონ კატჩერი ბავშვთა მონობასთან მებრძოლი ორგანიზაციის წევრები არიან. ცოლ-ქმარი ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხვდება ადგილობრივ მთავრობებს და დიდ დროს უთმობს ამ პრობლემის განხილვას. გარდა ამისა, მური-კატჩერი სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას პერიოდულად ფინანსურ დახმარებასაც უწევენ.

პოპულარული ამერიკელი ტელეწამყვანი ელენ დე ჯენერისი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია და მას განსაკუთრებით ადარდებს ყველაფერი, რაც კი მათ პრობლემებს ეხება. მან არაერთი გადაცემა მიუძღვნა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების პრობლემებს, იგი ჩართულია პროექტში „თრევორ პროჯექტ”, რომლის დანიშნულებაა სექსუალური უმცირესობების ფსიქოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ თანხების მოძიებაა. საერთო ჯამში, ელენ დე ჯენერისი შეერთებულ შტატებში გეების, ლესბოსელებისა და ტრანსსექსუალების უფლებების ყველაზე აქტიური დამცველია.

მსოფლიო თინეიჯერებს შორის მეგაპოპულარული ჯგუფის „ჯონას ბრაზერსის” ერთ-ერთი წევრი, ნიკ ჯონასი, დიაბეტის პრობლემით არის დაკავებული და თავის ყოველ გამოსვლაში, ინტერვიუში ან „ტვიტერზე” გამოქვეყნებულ ბლოგში, მუდმივად ყურადღებას ამახვილებს ამ პრობლემის აქტუალობაზე. ჯონასი სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან აქტიურად თანამშრომლობს და ამის გამო „დუ სამსინგმა” მას მეექვსე ადგილი არგუნა თავის რეიტინგში.

ჰოლივუდელი მსახიობი მეთ დეიმონი მეშვიდე ადგილზეა რეიტინგში და ეს ფაქტი მისი საქველმოქმედო საქმიანობით არის განპირობებული. გასულ წელს დეიმონმა თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა ორგანიზაცია „უოთერ.ორგ”, რომელიც განვითარებად ქვეყნებში სასმელი წყლის მიწოდების საკითხით არის დაკავებული. დეიმონი ხშირად მოგზაურობს აფრიკის ყველაზე ღარიბ ქვეყნებში, სადაც სასმელი წყლის უკმარისობის გამო მილიონობით ადამიანი იტანჯება წყურვილისგან და ადგილზევე ეცნობა პრობლემის არსს.

მერვე პოზიციაზე ჰოლივუდის კიდევ ერთი ვარსკვლავი, ლეონარდო დიკაპრიო განთავსდა, რომელიც, უკვე წლებია დაკავებულია ველური ბუნების ბინადართა დაცვით. გასულ წელს ის სათავეში ჩაუდგა ველური ბუნების დაცვის ფონდ „სეივ თაიგერ ნაუს”, რომელმაც გადაშენების გზაზე მყოფი ვეფხვების დაცვა იკისრა. დიკაპრიომ საკუთარი სახსრებიდან ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა ფონდის ანგარიშზე და, ასევე, აზიის იმ ქვეყნებში იმოგზაურა, სადაც ვეფხვები ბინადრობენ. მოგზაურობის დროს დიკაპრიო ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლებს ხვდებოდა და ფონდის საქმიანობაში უფრო აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებდა.

ცნობილ ამერიკელ ტელეწამყვანს, მილიარდერ ოპრა უინფრის რეიტინგში მეცხრე პოზიცია უკავია. უინფრი განათლების სისტემაში არსებული პრობლემებით არის დაინტერესებული და ამ საქმეს ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ახარჯავს. საერთო ჯამში, უინფრის საქველმოქმედო საქმიანობებზე დაახლოებით 40 მილიონი დოლარი აქვს გაღებული.

თინეიჯერი გოგონების კერპმა, პოპ-მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მეათე პოზიცია დაიკავა. ის აქტიურად არის დაკავებული ქველმოქმედებით. მას ჩაწერილი აქვს სპეციალური ვიდეორგოლი, რომლის საშუალებითაც ონკოლოგიური დაავადებებით დასნეულებულ ბავშვებს ამხნევებს. იგი საკუთარი ანგარიშიდან ყოველთვიურად 150 ათას დოლარს რიცხავს ნიუ-იორკის ბავშვთა საავადმყოფოს ანგარიშზე, ხოლო მის კონცერტზე გაყიდული ყოველი ბილეთიდან ერთი დოლარი განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების ფონდში მიემართება. ჯასტინ ბიბერის თქმით, მისი მთავარი დანიშნულებაა, დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს, სადაც განათლების პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას.


скачать dle 11.3