კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ბარიერები გადალახა მარინა სალუქვაძემ და რატომ ვერ აიწყო მან ცხოვრება

მარინა სალუქვაძესთან სექსზე გიფიქრიათ? ალბათ, ყველას გახსოვთ შეკითხვა, რომელიც „სიმართლის დროში” შალვა რამიშვილმა მიშა მესხს დაუსვა. ცხადია, მაშინ ამას საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა ადრესატისგან. ბოლოს და ბოლოს, ეს კითხვა ერთი კვირის განმავლობაში ანონსში ყოველ ნახევარ საათში მეორდებოდა, თუმცა, საქმე სასამართლომდე აღარ მივიდა. თავად მარინა, დღეს ამ ყოველივეს სიბრაზით არ იხსენებს და არ მიაჩნია, რომ ყველაზე ცუდი დღე სწორედ ეს იყო მის ცხოვრებაში. ის ჩვეული სითბოთი და გულახდილობით მოგიყვებათ თავისი ცხოვრების მართლაც, ყველაზე რთულ პერიოდებზე.

მარინა: 17 წლის გავთხოვდი. პატარა გოგოებს ვურჩევ, ჯერ ისწავლონ, ჩამოყალიბდნენ და მერე შექმნან ოჯახი. ორივე ერთად არ გამოდის. ახლა, როცა ასაკში შევედი, ვხვდები, რომ ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლებოდა, თორემ მაშინ არაფერზე ვფიქრობდი.

– ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რატომაც ქმარს დაშორდით?

– ცხადია, ოჯახის დანგრევა ყველასთვის მტკივნეულია, თუმცა, არაჩვეულებრივი ურთიერთობა შევინარჩუნეთ. ჩვენ გვყავს შვილი, რომლითაც ვამაყობთ. მე ჩემს ყოფილ დედამთილთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ყოფილი მული დღემდე ჩემი უახლოესი მეგობარია. ჩემთვის უფრო დიდი ტკივილი იყო ნებისმიერი სამსახურის დატოვება, გამოცვლა – ბოლოს ჩათვლით.

– სიმართლე გითხრათ, „ტაბუს” შემდეგ, მარტო თქვენ კი არა, მეც ვფიქრობდი, ნეტავ, ახლა რა უნდა ქნას, მარინა სალუქვაძემ-მეთქი.

– საკმაოდ ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა ყველგან. სხვადასხვა სფეროში ვიმუშავე და არა მხოლოდ ტელევიზიაში. რაც შეეხება „ტაბუს”, თქვენ იცით, რომ „მზემ” შეიცვალა თავისი ფორმატი და უბრალოდ, მსგავსი ტიპის გადაცემა აღარ იყო საინტერესო. იქ ყოფნა, სადაც ფაქტობრივად, სიცოცხლე არ ჩქეფდა, ჩემთვის უინტერესო გახდა, რეიტინგი აღარ ჰქონდა. პრესტიჟის ამბავიცაა, როცა არავინ გიყურებს, რაც არ უნდა საინტერესო გადაცემა აკეთო, მოსაწყენია. საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო იმ პერიოდში. შვიდი ნოემბრის მოვლენები უკვე ჩავლილი იყო, ჟურნალისტების გადანაწილება მოხდა სხვადასხვა არხზე, დაიწყეს თოქ-შოუები. დიდ პატივს ვცემ ნებისმიერ ჩემს კოლეგას, მინდა, დიდი წარმატებები ვუსურვო და საერთოდ, ძალიან კეთილმოსურნე ადამიანი ვარ, მაგრამ ისეთი ხელშეწყობა, რაც ჩემს კოლეგებს აქვთ დღეს, მე არ მქონია. საკმაოდ მწირი ბიუჯეტითა და მხარდაჭერით ვაკეთებდი გადაცემას.

– მეჩვენება, თუ მართლა გინდათ, რაღაცის თქმა და თავს იკავებთ. მოდი, პირდაპირ მითხარით, რა მოხდა „მზეზე” თქვენი იქ მუშაობის დროს.

– ნებისმიერ სამსახურს ახლავს ინტრიგა, ზურგს უკან ლაპარაკი და ასე შემდეგ. ყველაფერი იყო, თუმცა დეტალურად არ მინდა, ამაზე საუბარი. მოხდა ისე, რომ ჩემთვის, არა მხოლოდ ტელევიზია, ყველა სამსახურის კარი დაიხურა, რადგან ჩემი ერთ-ერთი ოჯახის წევრი პოლიტიკაში წავიდა და ოპოზიციური პარტიის რიგებში აღმოჩნდა. ამის გამო, პირდაპირ, თუ ზურგს უკან, ყოველთვის მესმოდა – რისი იმედი უნდა გქონდეს? შენთვის ყველა გზა სულ ასე იქნება დაბლოკილი. მე აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი ვარ. არასდროს, არც ერთ მიტინგზე არ წავსულვარ. ბუნებრივია, მომხრე ვარ შენების, ვიდრე ნგრევის. ძალიან ბევრი უკვე არ პასუხობდა ჩემს სატელეფონო ზარს. როგორც მიმანიშნეს, ასევე პირდაპირ მითხრეს კიდეც.

– რა გითხრეს?

– ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში უნდა დამეწყო მუშაობა და ჩემმა ძალიან ახლო, ბავშვობის მეგობარმა, ბიზნესმენმა, პირდაპირ მითხრა, თუ ჩემს სარეკლამო კომპანიაში იქნები, ვიღაცეები მე დამიწყებენ დევნას, რადგან შენი და ოპოზიციონერიაო. ეს ჩემთვის იყო სრული შოკი. ამას პირველად ვამბობ თქვენთან. გარდა ამისა, ორი, სამი, ოთხი, ხუთი პროექტი დავწერე ტელევიზიისთვის და სულ იყო თავშეკავება. კარგია საინტერესოა, მაგრამ... ქართველებს გვაქვს ერთ-ერთი ძალიან ცუდი თვისება – პირდაპირ უარს არავინ გეუბნება, თვითონ უნდა იგულისხმო რას ფიქრობს ის ადამიანი შენზე. შემდეგ, მოხდა ისე, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებლად და ჩემთვის საინტერესო საქმეზე შევხვდი პრეზიდენტს, რომელმაც არაჩვეულებრივად თბილად მიმიღო. გაუკვირდა, რატომ არ ჩანხარო. როდესაც ვუთხარი, რომ ორი წლის განმავლობაში მე ამის და ამის გამო ვარ მიუღებელი-მეთქი, ძალიან გაბრაზდა. იცით, რა დასკვნა გამოვიტანე, რომ ეს ხდება უფრო დაბალ საფეხურებზე, უფროსისთვის თავის მოწონებისა და სიამოვნების პრინციპით – რომ კარგი ბიჭი ვარ და მე ამას არ მივიღებ. მთელი სულითა და გულით მითანაგრძნო და მთხოვა, დამესახელებინა ისინი, ვინც მბლოკავდა. ცხადია, მე ამას არ გავაკეთებდი, ვიღაცეები ჩამეშვა, მაგრამ ძალიან მომემხარა სხვა საკითხებში. საკმაოდ საინტერესო პროექტს ვაკეთებ ახლა და პირველად ვიგრძენი, გვერდში დგომა. უბრალოდ, ამაზე ჯერ არ ვისაუბრებ, არ მინდა, ჯერ „ჰოპ“ დავიძახო, ვიდრე გადავხტები. თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, რომ ადამიანურად მომექცა.

– მე მაინტერესებს, ყოველი ასეთი უიმედობის, უიღბლობის შემდეგ როგორ გრძნობდით თავს, რას განიცდიდით, ფიქრობდით თქვენთვის?

– არ მაქვს იმის ამბიცია, რომ ჩემზე უკეთესი არ დაბადებულა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ძალიან ბევრი და საინტერესო საქმის კეთება შემიძლია და რატომ ხდება ასე-მეთქი. ახლა ჩემს ადგილს ტელევიზიაში ვერ ვხედავ. მხოლოდ ყვითელი გადაცემების კეთება, ჭორაობა, ვიღაცის გულის აჩუყება – არ მხიბლავს. სხვა პრინციპი მაქვს.

– სამაგიეროს გადახდის სურვილი რამდენად გაგჩენიათ?

– ამის სურვილი არ გამჩენია. თუმცა, ღმერთი მაღალია და ყოველთვის ისე მომხდარა, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემთან რაღაც შეშლიათ, ცხვირი წაუტეხავთ, მოსულან და ბოდიშიც მოუხდიათ. არ ვარ ბოღმიანი და ცუდის დამმახსოვრებელი. ის, ისედაც დამარცხებულია. ამქვეყნიდან არ მიგაქვს არც ქონება, არც კეთილდღეობა, გარდა სახელისა და მე, ჩემს სახელს ძალიან ვუფრთხილდები. მთავარია, სწორად იცხოვრო. ზოგ შემთხვევაში იყო კონფლიქტი, საქმეში ხელი მეშლებოდა. საერთოდ, არ ვარ კონფლიქტური ადამიანი, მაგრამ როცა მწყობრიდან გამოგყავარ, მაშინ რასაკვირველია კბილებსაც გამოვაჩენ. არ ვგულისხმობ მუშტი-კრივს და თმების ჩეჩვას. მე კარგ ოჯახში ვარ გაზრდილი. მირჩევნია, წყნარი ტონით ვუთხრა, რას ვფიქრობ მასზე. საკმაოდ პირდაპირი ვარ.

– თქვენს დასთან გქონიათ შეკამათება პოლიტიკური ორიენტაციის გამო?

– ჩემი და საკმაოდ ჭკვიანი, განათლებული, თავისი საქმის მცოდნე, კარგი ადამიანია. იმ პერიოდში, მან ეს გზა აირჩია. ეს არის მისი კრედო, მსოფლმხედველობა, მრწამსი. რა უფლება მაქვს ჩავერიო? თან, ჩემზე გაცილებით უფროსია. გვიკამათია, როგორც ნებისმიერ ოჯახის წევრს. ის, რასაც ემხრობა, ნაკლებად მომწონს და პირიქით – ის არ იზიარებს ჩემსას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დებმა ერთმანეთი უნდა დავხოცოთ.

– მოდით, ისევ პირადზე ვისაუბროთ. ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს განცდებს, როცა შეყვარებულს ან მეუღლეს შორდება. ორივე შემთხვევაში, რა შეგრძნება გქონდათ, როცა დაიძინეთ და გაიღვიძეთ ქმრის გარეშე?

– მარტოობა არ მიგრძნია, რადგან მყავს დედა, მამა, და, მეგობრები, ნათესავები. გარდა ამისა, ჩემს შვილს მამა არ დაუკარგავს. უმამობა არ უგრძნია. მიკვირს, როცა ოჯახი ინგრევა და მერე ერთმანეთს გამარჯობასაც არ ეუბნებიან. ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს, მაგრამ მე ასე ვცხოვრობ. სხვა მხრივაც, რა ვიცი. ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი. მიყვარს, როცა ოჯახის თავი მამაკაცია, მაგრამ საკმაოდ ქმედითუნარიანი ვარ და ამიტომ, არასდროს შემშინებია. ცხოვრების შემეშინდა მხოლოდ მაშინ, როცა ოთხ კედელშუა ჩაკეტილი აღმოვჩნდი. ყველა მხრიდან დაბლოკილი ვიყავი, მაგრამ როდესაც კარი დაკეტილია, ფანჯარა შეგიძლია გააღო. ახლა, გვერდით მყავს ადამიანი, რომელთან ერთადაც მჯერა, ყველაფერს მივაღწევ. საინტერესო რაღაცეები გვაქვს დაგეგმილი. ახალი ცხოვრების თავიდან დაწყების წინაპირობა იყო ყოველი უთანხმოება, უსიამოვნება და ასე შემდეგ. დეპრესიაში არასოდეს ვვარდები. ჩემი დეპრესია მაქსიმუმ, ორი დღით შემოიფარგლება. უფრო პროგრესისკენ ვარ მომართული. ბევრი უნდა ვიშრომო, ვიმუშაო და თვითონ უნდა მივაღწიო ყველაფერს. დეპრესიაში ყოფნის უფლება და ფუფუნება, არ გვაქვს, მაშინ დავიღუპებით. შეცდომების მეტი რა დამიშვია ცხოვრებაში, მაგრამ ყველა იმ შეცდომის მადლობელიც ვარ – უკეთესი გავხდი, ჭკუა ვისწავლე. ამ არასწორი ურთიერთობების შედეგად, გავხდი სხვანაირი. ნათქვამია: ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს და ბრიყვი – საკუთარზეო. ალბათ, ჩვენ ყველანი ბრიყვები ვართ, რადგან არ მეგულება ადამიანი, ვინც სხვის შეცდომებზე ისწავლის.

– არ ვიცი, რატომ, მაგრამ მგონია, რომ თქვენ ის ქალი ხართ, რომელსაც არ შეუძლია მამაკაცს რაღაც აპატიოს, აიტანოს დაყვირება, მაგიდაზე მუშტების ბრახუნი და ასე შემდეგ.

– ხასიათი მაქვს ასეთი – დიდხანს ვითმენ, ვაძლევ შანსს, მაგრამ, როდესაც რაღაც ზღვარს მიაღწევს, შემდეგ რაღაცნაირად ვცივდები მის მიმართ. მოხდა ისე, რომ ვერ გაამართლა ერთხელ, მეორედ, მაგრამ ამით არ დავღუპულვარ. ახლა, ვარ კარგად. რა თქმა უნდა, ჯობია, თავიდანვე იპოვო შენი მეორე ნახევარი, მაგრამ მე გვიან ვიპოვე. რაც შეეხება მუშტების ბრახუნს, არ მაღიზიანებს, ოღონდ, გააჩნია, მამაკაცს. ახლანდელი ჩემი მეუღლისგან ეს სრულიად მისაღებია. სხვათა შორის, ჯერ ხელი არ მოგვიწერია და ამიტომ არ მინდა, მასზე საუბარი. მე უფრო სიყალბეს, ღალატს ვერ ვეგუები. ეს ყველაფერი მოხდა ჩემს ცხოვრებაში. არ ვამბობ, რომ უშეცდომო ვარ. ალბათ, მეც დავუშვი შეცდომები, მაგრამ ეს, ის არის, რასაც ვერასდროს შევეგუები.


скачать dle 11.3