კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აუპატიურებდა არასრულწლოვან ბავშვებს 36 წლის მამაკაცი

მსხვერპლმა, 12 წლის ლევან ბ-მ, სექსუალური მოძალადე თავად ამხილა. განსასჯელი წარსულში ნასამართლევი 36 წლის გოგა კ. აღმოჩნდა, რომელსაც ამჯერად 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. არადა, ამ საზარელი დანაშაულის ჩადენამდე გოგა კ. ციხიდან სულ რაღაც 8 თვის გამოსული იყო. სასჯელს კი, არც მეტი, არც ნაკლები, მამათმავლობისთვის იხდიდა... ხოლო ამჯერად გოგა კ. სასჯელს ორი დანაშაულისთვის – მცირეწლოვანი ბიჭის გაუპატიურებისა და ყაჩაღობისთვის მოიხდის.

ბავშვის მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, სექსუალურ ძალადობაში მხილებული გოგა კ. პოლიციამ მაინც დააკავა – სამართალდამცველებთან ის მსხვერპლის ბებიამ ამხილა. დაპატიმრების შემდეგ კი, მის საცხოვრებელ ბინაში პოლიციამ საგანგებოდ შეფუთული ნაქურდალიც აღმოაჩინა. გაირკვა, რომ განსასჯელმა ძალადობის შემდეგ, 78 წლის მეზობელს დანის მუქარით წაართვა ვიდეომაგნიტოფონი და რადიო. ასაკის მიუხედავად, პატრონმა საკუთარი ნივთები ამოიცნო. შესაბამისად, გოგა კ-ს, მამათმავლობის გარდა, ბრალი ყაჩაღობაშიც დასდეს...

როგორც საქმიდან ირკვევა, ციხიდან გამოსულ გოგა კ-სთან ურთიერთობას ახლობლებიც კი გაურბოდნენ, რასაც თავად ბრალდებული ძალიან განიცდიდა. მართლია, ციხეში წელიწად-ნახევარი იჯდა, მაგრამ, ვინაიდან გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის ბრალდებით დააკავეს, ნაცნობები მის ოჯახთან ურთიერთობასაც კი თავს არიდებდნენ, მით უმეტეს, გოგა კ-მ ეს დანაშაული ძალიან ახლო ნათესავის ბავშვთან ჩაიდინა. პოლიციაში მას მაშინაც ბავშვის ოჯახმა უჩივლა. თუმცა, ვინაიდან გოგა კ. მისი მშობლებისთვის ერთადერთი შვილი იყო, მის გამოსახსნელად დედ-მამა ყველაფერს აკეთებდა და შვილს ხელს აფარებდა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ მათ შვილს ბავშვის მშობლებმა სიბინძურე ძველი წყენის გამო დააბრალეს, მაგრამ... გოგა კ. საბრალდებო სკამზე მეორედაც იდენტური დანაშაულისთვის აღმოჩნდა.

24 მარტს გოგა კ. დედამისის ნათესავის ორმოცზე იმყოფებოდა, სადაც მხოლოდ მისი მშობლები დაპატიჟეს, მაგრამ მოგვიანებით თავადაც მივიდა. მანამდე ის თანაკლასელის სახლში დათვრა, ორმოცის სუფრაზე კი რამდენიმე ჭიქა არაყი კიდევ დალია. მოწმეთა ჩვენებით, ვინაიდან მშობლები იქ აღარ დახვდნენ, გოგა კ-მ სუფრა დაახლოებით 40 წუთში დატოვა.

მის ბრალდებაში ნათქვამია: „ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გოგა კ. ქუჩაში მცირეწლოვან ლევან ბ-ს შეხვდა, რომელიც ჯერ მოიკითხა, შემდეგ კი სთხოვა, რომ ცუდად იყო და სახლამდე მიეცილებინა. ბავშვიც დათანხმდა უცნობ მამაკაცს და ვინაიდან განსასჯელი წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა, ბიჭმა მას ხელკავი გაუკეთა. ხოლო, დაუსახლებელ ადგილას რომ მივიდნენ, მოძალადე ბავშვს ღონით მოერია და გაუკუღმართებული ფორმით მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა...”

როგორც მცირეწლოვანი აცხადებდა, ის უცნობ მამაკაცს წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ მისი მოგერიება ვერ შეძლო. შემდეგ კი მოძალადე მას მოკვლით დაემუქრა, თუ ბიჭი მომხდარის შესახებ ვინმესთან იტყოდა. ბავშვი აცხადებს, რომ მოძალადემ ის შემთხვევის ადგილზე მიატოვა.

მოგვიანებით, ნახევრად შემოხეული ტანსაცმლით, ბავშვი სახლში ტირილით დაბრუნდა და, მუქარის მიუხედავად, ოჯახს მომხდარის შესახებ უამბო. შოკურ მდგომარეობაში მყოფი ბიჭი საავადმყოფოში თავად პოლიციამ წაიყვანა, მისი დაკითხვა კი მხოლოდ ორი დღის შემდეგ შეძლო და სწორედ მისი ჩვენების შემდეგ დააკავეს გოგა კ. პარალელურად, ბავშვს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, რამაც მისი მონათხრობი დაადასტურა – მოზარდი უკანა ტანიდან იყო გაუპატიურებული.

უცნაურია, მაგრამ, 78 წლის ელისაბედ გ-ს ბინა მოძალადემ იმავე ღამეს გაძარცვა. პროცესის ბოლოს მან თავად აღიარა, რომ ქურდობა სპეციალურად ჩაიდინა – უნდოდა, ალიბი ჰქონოდა, რომ იმ დღეს ბინა გაქურდა და სხვა დანაშაულის ჩადენას ვერ მოასწრებდა...

ვინაიდან სასამართლო პროცესს დაზარალებული მცირეწლოვანი აღარ დასწრებია, პროცესზე გამოძიებაში მიცემული მისი ჩვენება გამოქვეყნდა, რომელიც კანონის სრული დაცვით იყო მოპოვებული – ბიჭი მოძალადეს ამხელდა.

12 წლის მოზარდის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან: „ბინდდებოდა, როდესაც ქუჩაში უცნობი მამაკაცი შემხვდა. შემდეგ ვიცანი, გამახსენდა, რომ ნანახი მყავდა და მივესალმე. მითხრა, მთვრალი ვარ და სახლში წამიყვანეო. ხელი მოვკიდე და ერთად მოვდიოდით. მოულოდნელად ძლიერად ჩამჭიდა ხელი და შარვალი გამხადა… ვცდილობდი, გავქცეულიყავი, მან კი სახეში დამარტყა.... მითხრა, თუ ხმას ამოიღებ, ვერ გადამირჩებიო. ძალიან შემეშინდა. დავპირდი, რომ არავის ვეტყოდი. თვითონ წავიდა. ადგილიდან ვერ ვინძრეოდი, მეშინოდა, არ მოვეკალი...”

რაც შეეხება ბავშვის დედას, რომელიც პროცესზე შვილის ინტერესებს იცავდა, გოგა კ-ს დანაშაულში დარწმუნებული იყო და მის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა. ის აღშფოთებას გამოთქვამდა, რომ წინა დანაშაულისთვის მხოლოდ წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს. მისი აზრით, თავის დროზე მკაცრად რომ დაესაჯათ, მის შვილს ვეღარ დააზარალებდა.

სხვათა შორის, როგორც ბავშვის დედა წერს, ჩვენებაში, ამ ამბის გახმაურებას არ აპირებდნენ, მაგრამ, ვინაიდან გოგა კ. გარყვნილ ქმედებას სხვა ბავშვებთანაც ეწეოდა, აღარ დაინდეს... (სასამართლოზე განსასჯელს უბნის ბავშვებიც დაუპირისპირდნენ, რომლებმაც შიშის მიუხედავად, გარყვნილ ქმედებაში მაინც ამხილეს).

თავად დაკავებული კი სექსუალური ძალადობის ფაქტს უარყოფდა. ერთადერთი, იმას ადასტურებდა, რომ ქუჩაში ბავშვს შეხვდა.

გოგა კ-ს ჩვენებიდან: „ნასვამი ვიყავი, დედაჩემი სადაც გაიზარდა, იმ უბანში ახლობლის ორმოცი იყო და მისასამძიმრებლად მივედი, რადგან გარდაცვლილს კარგად ვიცნობდი. იქაც დავლიე და დავთვერი. რომ წამოვედი, ქუჩაში ბიჭი შემხვდა და მასთან ერთად გავაგრძელე გზა. თავად შემომთავაზა, რომ ერთად წამოვსულიყავით. გზაში დავიღალე და ქვაზე ჩამოვჯექით. მერე არაფერი მახსოვს. როცა გავიღვიძე ქუჩაში მეძინა. უკვე თენდებოდა, ავდექი და გზა გავაგრძელე... მესამე დღეს პოლიციამ დამაკავა”.

მოგვიანებით კი, როდესაც მის საქმეში ძველი ადვოკატი ჩაერთო, გოგა კ-მ ჩვენება შეცვალა – ბიჭთან შეხვედრის ფაქტი კატეგორიულად უარყო. აცხადებდა, რომ წინა ჩვენება ზეწოლით დააწერინეს, თავს უდანაშაულოდ აცხადებდა და გათავისუფლებას ითხოვდა. ის თავს დამნაშავედ არც ყაჩაღობის ნაწილში ცნობდა. ირწმუნებოდა, რომ მისი ბინიდან ამოღებული ნივთები პოლიციამ ჩაუდო.

განსასჯელის ჩვენებიდან: „არც ერთ ნაწილში არ ვცნობ თავს დამნაშავედ, რადგან არაფერი ჩამიდენია. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მინდოდა, ნორმალურად მეცხოვრა, მაგრამ ამის საშუალებას ჩემი მშობლები არ მაძლევდნენ, გამუდმებით უკმაყოფილოები იყვნენ ჩემით და სულ ვჩხუბობდით. პოლიციამ რომ დამაკავა, არ უთქვამთ რატომ მივყავდი განყოფილებაში. ვიფიქრე, რამეს ხომ არ მაბრალებენ-მეთქი. იქ კი მამათმავლობაში დამადანაშაულეს, რაც ტყუილია. პოლიციაში ძალით დამაწერინეს, თითქოს იმ დღეს ბავშვს შევხვდი. გზაში არავინ მინახავს, არც ქურდობა ჩამიდენია, უდანაშაულო ვარ”, – ამბობდა სასამართლო პროცესზე განსასჯელი, რომლის ჩვენებაც ბავშვის ბებიამ გააბათილა: „ჩემი შვილიშვილი ასეთ რამეს არ მოიგონებდა, ამაში დარწმუნებული ვარ. როდესაც გავიკითხეთ, განსასჯელი ასეთივე დანაშაულისთვის ნასამართლევი აღმოჩნდა. გავიგეთ ისიც, რომ ის სხვა ბავშვებთანაც ცდილობდა მსგავსი ურთიერთობის დამყარებას. იმ საღამოს ბავშვი სახლში ტირილით მოვიდა. ძალიან შეშინებული იყო, ტანსაცმელი დასვრილი ჰქონდა, მკლავებში სილურჯეები ეტყობოდა. გვეგონა, იჩხუბა და სცემეს. მოგვიანებით თქვა, რაც მოხდა, კანკალებდა, ძლივს ლაპარაკობდა. მისი მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ პოლიცია მაინც გამოვიძახე. ბავშვი ამჟამადაც ვერ იძინებს, წამლების ქვეშაა... მის უმკაცრესად დასჯას კატეგორიულად მოვითხოვ.”.

დამნაშავის უმკაცრესად დასჯას დაზარალებულის თითქმის ყველა მეზობელიც ითხოვდა. მათი განცხადება საქმის მასალებში იდო, ხელს აწერდნენ, რომ გოგა კ. და მისი ოჯახი სოფლიდან გაესახლებინათ.

განსასჯელის წინაააღმდეგ ჩვენება 78 წლის მოხუცმაც მისცა: „დაკავებულს არ ვიცნობ... ჩემს სახლში მოვიდა, რაღაცის ძებნა დაიწყო და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მთხოვდა, ვიდეომაგნიტოფონი გამატანე და მალე დაგიბრუნებო. ჯოხით ვცდილობდი მის მოგერიებას, მაგრამ, ჩაქუჩს წამოავლო ხელი. რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციაში დამიბარეს და მითხრეს, რომ ვიღაც დააკავეს. პოლიციაში ამოვიცანი ისიც და ჩემი რადიოც”.

საბოლოოდ განსასჯელმა ორივე ბრალდება აღიარა. როგორც დაზარალებულებს, ასევე სასამართლოს, მან პატიება სთხოვა. შედეგად კი სასამართლომ მას არა 11, როგორც პროკურატურამ მოითხოვა, არამედ, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა...


скачать dle 11.3