კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

2 მაისი

1885 – კონგო გახდა ბელგიის კოლონია.

1902 – პარიზში ეკრანებზე გამოვიდა პირველი ფანტასტიკური ფილმი „მოგზაურობა მთვარეზე“ (რეჟისორი ჟორჟ მელიე).

1933 – გერმანიაში აკრძალეს ყველანაირი პროფკავშირები.

1952 – პირველი რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავის გაფრენა რეისით: ლონდონი-იოჰანესბურგი.

1955 – ინდოეთში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც აიკრძალა მოსახლეობის კასტებად დაყოფა.

1963 – პირველად ბრიტანული ჰიტ-პარადის სათავეში მოექცა ჯგუფი „ბითლზი“.

3 მაისი

1946 – იაპონიაში დაიწყო იაპონელ სამხედრო დამნაშავეთა საერთაშორისო სასამართლო პროცესი.

1968 – პარიზში დაიწყო სტუდენტთა მასობრივი მღელვარება, რაც დიდ სტუდენტურ რევოლუციაში გადაიზარდა.

1972 – „უეფას“ თასის პირველი მფლობელი გახდა ლონდონის „ტოტენჰემი“.

4 მაისი

1626 – ინგლისელმა კოლონისტმა პიტერ მინიუიტმა ინდიელებისგან ძალიან იაფად შეიძინა კუნძული მანჰეტენი, სადაც ახლა ნიუ-იორკის ცენტრია.

1932 – დააპატიმრეს ცნობილი განგსტერი ალკაპონე.

2000 – კომპიუტერული ვირუსის – I LOVE YOUR-ის თავდასხმის შედეგად ასიათასობით კომპიუტერი გამოვიდა მწყობრიდან მთელ მსოფლიოში.

5 მაისი

1865 – ამერიკის შტატ ოჰაიოში მსოფლიოში პირველად მოხდა მატარებლის ძარცვა.

1891 – ნიუ-იორკში გაიხსნა ცნობილი საკონცერტო დარბაზი „კარნეგი ჰოლი“.

1912 – გამოვიდა გაზეთ „პრავდის“ პირველი ნომერი.

6 მაისი

1527 – „საღვთო რომის იმპერიის“ ჯარებმა აიღეს და სასტიკად ააოხრეს ქალაქი რომი.

1682 – ვერსალი ოფიციალურად გახდა საფრანგეთის მეფეთა რეზიდენცია.

1860 – დაიწყო ჯუზეპე გარიბალდის „ათასეულის ლაშქრობა“, რამაც საფუძველი დაუდო იტალიის გაერთიანებას.

1937 – მსოფლიოში უდიდესი დირიჟაბლის – „ჰინდერბურგის“ კატასტროფა, რომლის ბორტზე 36 ადამიანი იმყოფებოდა.

1953 – ქირუგმა ჯონ ლიბონმა ოპერაციისას პირველად გამოიყენა წარმატებით დანადგარი „ხელოვნური გული-ფილტვები“.

7 მაისი

1298 – დაიწყო ბარსელონის კათედრალური ტაძრის მშენებლობა, რომელიც დასრულდა მხოლოდ 1885 წელს.

1610 – გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა იუპიტერის თანამგზავრები: იო, ევროპა და აგნიმედე.

1663 – გაიხსნა ლონდონის სამეფო თეატრი.

1824 – ვენაში შედგა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის „მეცხრე სიმფონიის“ პრემიერა.

1997 – ეკრანებზე გამოვიდა ლუკ ბესონის ფილმი „მეხუთე ელემენტი“.

8 მაისი

1429 – ფრანგულმა არმიამ ჟანა დარკის სარდლობით დაამარცხა ინგლისელები და აიძულა ისინი, ქალაქ ორლეანისთვის ალყა მოეხსნათ.

1927 – ფრანგი პილოტები ფრანსუა კოლი და შარლ ნუნჟესერი თავიანთი თვითმფრინავით გაფრინდნენ საფრანგეთის ნაპირიდან ატლანტის ოკეანის გადაფრენის მიზნით. მას შემდეგ ისინი არავის უნახავს.

1945 – 22 საათსა და 45 წუთზე ბერლინის ახლოს, ქალაქ კარლსპორსტში, მოკავშირეთა სარდლობის წინაშე გამოცხადდნენ გერმანიის ნაცისტური მთავრობის წარმომადგენლები და ხელი მოაწერეს აქტს ფაშისტური გერმანიის უპირობო კაპიტულაციის შესახებ.

1950 – ჟურნალ „ელლეს“ ყდაზე გამოჩნდა ახალგაზრდა მოდელის – ბრიჯიტ ბარდოს ფოტო.

1962 – ლონდონში საბოლოოდ გაუქმდა ტროლეიბუსების მოძრაობა.

1970 – გამოვიდა „ბითლზის“ ბოლო ალბომი „ლეთ ით ბი“.


скачать dle 11.3