კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წარმატებული ადამიანის აურას შურის ნეგატიური ენერგია იოლად არღვევს

ცნობილ პარაფსიქოლოგ დალი ავაგუმაშვილს უამრავი ადამიანი ემადლიერება. მასთან დახმარების სათხოვნელად ხალხი უცხოეთიდანაც ჩამოდის. ლოცვით ის ნამდვილ სასწაულებს ახდენს. ქალბატონ დალისთან ხშირად მიდიან ცნობილი ადამიანები და ბიზნესმენები, რათა მოპოვებული წარმატება შეინარჩუნონ. ზოგიერთები, ვისაც მისი დახმარება სჭირდება, სიზმარში ნახულობენ ამ ღვთისნიერ ადამიანს. პოპულარული ქართველი მომღერლის, გია ავაგუმაშვილის (ანსამბლი „ოთხი გია”) და ეხმარება დეპრესიაში ჩავარდნილებს, ოჯახური კონფლიქტებით თავმობეზრებულებს, ნევროზიანებს; ხსნის სტრესს, შიშს, ასუფთავებს დაბინძურებულ აურას და ანეიტრალებს ნეგატიური პროგრამების ზემოქმედებას.

– ქალბატონო დალი, როგორ გამოგყავთ ადამიანი სტრესული მდგომარეობიდან?

– სტრესი აურას ნეგატიური ინფორმაციით აბინძურებს, რაც ადამიანზე დამთრგუნველად მოქმედებს. ბიოველის გასუფთავება სასურველ შედეგს იძლევა. ჩემთან უამრავი ადამიანი მოდის დაკარგული სიმშვიდის დასაბრუნებლად. სტრესული მდგომარეობიდან მათი გამოყვანა ხდება ენერგეტიკული მეთოდით, წამლების გარეშე.

– ნევროზსაც კურნავთ?

– დაბინძურებული აურის გაწმენდით დაუჯერებელ შედეგებს ვაღწევ. ენერგეტიკული მეთოდით ნევროზის მძიმე ფორმასაც ვუმკლავდები. მკურნალობა გაცილებით ეფექტურია, როცა პაციენტზე ქიმიური პრეპარატები არ მოქმედებს და, პირიქით, კიდევ უფრო ამძიმებს მის მდგომარეობას.

– დეპრესიას თუ შველით?

– ურთულესი შემთხვევები მქონია პრაქტიკაში. ჩემთან მოჰყავთ ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილები, რომლებმაც რამდენჯერმე სცადეს სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება.

– შედეგი როგორია?

– უკმაყოფილო არავინ წასულა. თვითმკვლელობამდე მისულებს სულიერი ჰარმონია და სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდათ. ჩვეულებრივად მუშაობენ, ნორმალური ცხოვრება აქვთ, შავ-ბნელი ფიქრები აღარ აწუხებთ.

– შეგიძლიათ, ახლობლის თხოვნით დაეხმაროთ ადამიანს, მისი თანხმობის გარეშე?

– გამორიცხულია! ვისაც სურს, უფალი შეეწიოს და ღვთიურ მადლს ეზიაროს, თავად უნდა მოვიდეს ჩემამდე, რათა რწმენაში გაძლიერდეს. სასურველ შედეგს ცოდვებით დამძიმებული, ანუ უარყოფითი მუხტით დაბინძურებული აურის გასუფთავება იძლევა.

– როგორ ახერხებთ ოჯახური კონფლიქტების მოგვარებას?

– ოჯახური კონფლიქტიც ლოცვის ძალით გვარდება, ოღონდ, ამ შემთხვევაში, ოჯახის ყველა წევრისა და სახლის ენერგეტიკული ველიც უნდა გასუფთავდეს, სხვაგვარად სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ.

– თქვენთან ცნობილი ადამიანებიც დადიან და ბიზნესმენებიც, უცხოეთიდანაც ხშირაც გაკითხავენ. თუ საიდუმლო არ არის, გაგვიმხილეთ, რაში ეხმარებით?

– სხვათა შორის, წარმატებული ადამიანის აურას იოლად არღვევს შურის ნეგატიური ენერგია. საყოველთაო გაჭირვების ფონზე, უზრუნველყოფილი პიროვნებები ცხოვრებით უკმაყოფილოთა ყურადღების ცენტრში ხვდებიან და ხშირად, იღებენ „ენერგეტიკულ დარტყმებს”, ანუ, ითარსებიან და საქმე ცუდად მისდით. დამიჯერეთ, წარმატების მოპოვება უფრო იოლია, ვიდრე მისი შენარჩუნება. ასე რომ, ჩემნაირი ადამიანის დახმარება ცნობილ, წარმატებულ პიროვნებებსაც სჭირდებათ. აურის დაბინძურება უამრავ წინააღმდეგობას ქმნის ცხოვრებაში. წარუმატებლობა, ხშირ შემთხვევაში, ნეგატიური პროგრამების ზემოქმედების შედეგია, რამაც, შესაძლოა, კარგად აწყობილ ბიზნესზეც კი რეალური ზეგავლენა იქონიოს.

– ორგანულ დაავადებებსაც კურნავთ?

– თუ პაციენტის ჩივილები ორგანული პათოლოგიითაა გამოწვეული, უთუოდ ექიმს უნდა მიაკითხოს, ამ შემთხვევაში მე უძლური ვარ და ვერაფერს ვუშველი. მაგრამ, როცა ავადმყოფი პრაქტიკულად ჯანმრთელია და ჩივილები აურის დაბინძურებითაა გამოწვეული, შემიძლია, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო. პაციენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვმკურნალობ, თუ ექიმის დიაგნოზს მომიტანს, რომლის თანახმადაც ორგანული დაავადება არ აღენიშნება.

დალი ავაგუმაშვილის ყოფილი პაციენტები:

ალექსანდრე კ-ძე: სამსახურიდან რომ დამითხოვეს, საკუთარი საქმე წამოვიწყე. გულმოდგინე შრომის შედეგად მიზანს მივაღწიე. დამხმარე არავინ მყავდა, საკუთარი ოფლით ვიშოვე ფული. კმაყოფილი ვიყავი, ცა ქუდად არ მიმაჩნდა და დედამიწა – ქალამნად. წარმატება თავში ამივარდა. გაჭირვებულ ნაცნობ-მეგობრებთან ურთიერთობას გავურბოდი, მათ ზარებს აღარ ვპასუხობდი.

– რატომ?

– დახმარებას მთხოვდნენ, ყველას ფული უნდოდა ჩემგან, რაც ძალიან მაღიზიანებდა. უკვე სხვა წრეში ვტრიალებდი, შეძლებულ ხალხთან მქონდა საქმე. მოკლედ, ფულმა სხვა ადამიანად მაქცია. ბიზნესს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი, დროსტარებაზე გადავედი. „კაზინოების” ხშირი სტუმარი გავხდი. საუკეთესო რესტორნებში ვქეიფობდი, რაც სავალალოდ დამთავრდა ჩემთვის – ვალები დამედო და კინაღამ გავკოტრდი.

– ქალბატონ დალისთან როგორ მოხვდით?

– გია ავაგუმაშვილი, პოპულარული ქართველი მომღერალი, ჩემი მეგობარია და, ვთხოვე, შენს დასთან მიმიყვანე, საქმე ცუდად მაქვს-მეთქი.

ქალბატონი დალის წყალობით, გონს მოვეგე, გაჭირვებულთა დახმარება ვისწავლე. მისი ლოცვის ძალამ კვლავ ფეხზე დამაყენა, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი. ამ ღვთისნიერმა ადამიანმა ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა დამანახვა.

ია ნ-შვილი: ავადმყოფობამ მხოლოდ ჯანმრთელობა კი არა, ნერვული სისტემაც შემირყია. ოპერაციის შემდეგ დეპრესიაში ჩავვარდი, ცხოვრებამ ჩემთვის აზრი დაკარგა.

– რა დაგემართათ?

– წლების განმავლობაში მიომა ისე გაიზარდა, რომ ექიმები იძულებულნი გახდნენ, საშვილოსნო მთლიანად ამოეკვეთათ. მითხრეს, შვილს ვეღარ გააჩენო. 30 წლის ქალისთვის ამხელა სტრესი, დამეთანხმებით, ძნელი გადასატანია.

– გათხოვილი ხართ?

– არა, მაგრამ, იმედი მქონდა, რომ მეც შევქმნიდი ოჯახს. ოპერაციის შემდეგ კი სასოწარკვეთილებამ შემიპყრო. გათხოვება და შვილის გაჩენა ჩემთვის აუხდენელ ოცნებად იქცა. თავის მოკვლაც კი ვცადე, მაგრამ, გადამარჩინეს.

– ვინ მიგიყვანათ ქალბატონ დალისთან?

– ბავშვობის მეგობარმა. ძალით წამათრია, არ მივყვებოდი. ახლა ისეთი მადლობელი ვარ, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ქალბატონმა დალიმ სიცოცხლისკენ შემომაბრუნა, რისთვისაც გულით ვლოცავ და დიდ მადლობას ვუხდი.

ლეილა ქ-ძე: ქალბატონ დალისთან დახმარების სათხოვნელად საბერძნეთიდან ჩამოვედი.

– ვისგან გაიგეთ მის შესახებ?

– ქართულ ჟურნალ-გაზეთებს სისტემატურად ვეცნობი საბერძნეთში. მისი ინტერვიუები წავიკითხე. გარდა ამისა, თბილისში დავრეკე ნათესავებთან და ყველამ ძალიან მიქო.

– რა გჭირდათ?

– კოშმარები მესიზმრებოდა. ვიღაც ჩამძახოდა ყურში, თავი მოიკალიო. ქალბატონმა დალიმ სასწაული მოახდინა: ავსულმა, რომელიც ძილში მაწვალებდა, ხუთი სეანსის შემდეგ დამტოვა. სიხარულისგან მუხლებში ჩავუვარდი და ხელები დავუკოცნე, რადგან მხსნელად მომევლინა.

სხვათა შორის, ქალბატონ დალის ჩემი ძმისშვილიც მივუყვანე – ფუქსავატი, დროსტარებაზე გადასული 21 წლის ახალგაზრდა კაცი. აუტანელი ხასიათი ჩამოუყალიბდა, გუნება-განწყობა უმიზეზოდ ეცვლებოდა, მშობლებს ძაღლადაც აღარ აგდებდა. ვერ გეტყვით, რა გაუკეთა ამ საოცარმა ადამიანმა, მაგრამ, ფაქტია, რომ ცხოველივით მოათვინიერა, რწმენაში გააძლიერა და ღმერთისკენ შემოაბრუნა.

P.S. გაითვალისწინეთ: ქალბატონი დალი ჩაწერის გარეშე, არავის იღებს. შეგიძლიათ, ჩასაწერად დარეკოთ ყოველდღე, დილის 9 საათიდან 16 საათამდე (უფრო გვიან ნუ დარეკავთ), კვირის გარდა.

საკონტაქტო ტელეფონები: 96-79-00, 899-10-73-36, 895-92-58-92, 890-96-79-00.


скачать dle 11.3