კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თვითმკვლელობის შოუ

ამერიკელმა მოზარდმა, რომელიც ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში ყავახანაში გამოდიოდა, შეძრწუნებული აუდიტორიის თვალწინ თავი მოიკლა, მანამდე კი შეასრულა სიმღერა, სახელწოდებით „ბოდიშს გიხდით ამ არეულობის გამო”. 19 წლის კიპ რასტი უოკერმა თავი მოიკლა 15-სანტიმეტრიანი დანით – რამდენჯერმე ჩაირჭო მკერდში. პუბლიკა თავიდან აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს, რადგან, ეგონა, რომ თვითმკვლელობა – მხოლოდ გათამაშებული სცენა იყო. მაგრამ, როდესაც უოკერი სისხლში მოსვრილი დაეცა სცენაზე და მიყუჩდა, მოწონების ყვირილი საშინელმა კივილმა შეცვალა. მაყურებლები აცვივდნენ სცენაზე, მაგრამ, ჭრილობები, რომლებიც უოკერმა საკუთარ თავს მიაყენა, სასიკვდილო აღმოჩნდა. იგი ძალიან სწრაფად გარდაიცვალა“, – წერს გაზეთი „დეილი მეილი”.

რონდა ილი, ყავახანის თანამფლობელი, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა ეს თვითმკვლელობა, ყვება: „პუბლიკამ თავიდან იფიქრა, რომ ეს რაღაც თეატრალური წარმოდგენის მსგავსი იყო. თავიდან მართლაც, გაუგებარი იყო, რა ხდებოდა. ადამიანთა უმრავლესობას თავის ცხოვრებაში არაფერი მსგავსი არ ენახა და, ალბათ, ვერასოდეს ნახავს. ასე რომ, ნანახი კარდინალურად შეცვლის მათ ცხოვრებას”.

მომხდარის მიზეზების შესახებ საზოგადოებამ გაარკვია, რომ თურმე უოკერი, ადრე თავის მეგობრებს ეუბნებოდა, რომ გადაწყვეტილი აქვს, თავი მოიკლას. როდესაც ეს ამბავი გახმაურდა, მოზარდი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგზავნეს სამკურნალოდ, მაგრამ იგი მალევე გაათავისუფლეს სამკურნალო დაწესებულებიდან.

უოკერის ერთ-ერთმა მეგობარმა განაცხადა: „მას, თითქოს, რაღაცის დამტკიცება უნდოდა – რომ აზრი არ აქვს სიკვდილის შიშს, ვინაიდან ჩვენ ყველანი დავიხოცებით”. პირველად უოკერმა სწორედ მას უთხრა, რომ სურს, 20 მარტს მოიკლას თავი. როდესაც ეს ამბავი მეგობარმა მის მშობლებს გააგებინა, მათ იგი ფსიქიატრთან მიიყვანეს. რამდენიმე დღეში, იგი გაათავისუფლეს, განსაზღვრეს რა, რომ იგი არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.

ქალაქ ბენდის მცხოვრებთა აზრი ორად გაიყო: ერთნი თანაუგრძნობენ უოკერს, სხვები აღშფოთებულნი არიან მისი საქციელით.


скачать dle 11.3