კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გამო გაჰყვა მარინა ხორავა ზვიად ციკოლიას ცოლად, 12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ



თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიზაინერები, მარინა ხორავა და ზვიად ციკოლია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, სასიამოვნო და კარგი წყვილია. ისინი არავის გვანან, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ, ზრდიან ორ არაჩვეულებრივ ვაჟკაცს, ხშირად მოგზაურობენ, განსაკუთრებით კი საქმიანი ვიზიტების გამო, კამათობენ, ხალისობენ და რაც მთავარია, ერთმანეთი ძალიან უყვართ.



მარინა: დროის შედარებით თავისუფალ ნაწილს ყოველთვის საქმეს ვუთმობ, იმიტომ რომ ორი ბიჭის დედა ვარ, უფრო სწორად კი – სამის. ქმარი და ორი შვილი მყავს მოსავლელი და შესაბამისად, მთელი ჩემი დრო მათ მოვლას, სწავლა-განათლებას სჭირდება. მაგრამ, როცა დრო მრჩება, აუცილებლად ვაკეთებ ჩემს საქმეს. ძირითადად, ვმუშაობ საბანკეტო-საქორწილო კაბებზე, ტელევიზიის წამყვანების ჩაცმულობაზე და ასევე ყველაფერზე, რაზეც მოდელიორს უწევს მუშაობა. ბოლო დროს ფეხსაცმლის და ჩანთების დიზაინსაც ვაკეთებ. თუმცა, ისინი ჩემთან არ იკერება.

– სამი ბიჭიდან, ყველაზე რთული მოსავლელი რომელია, ალბათ მეუღლე?!

– რა თქმა უნდა, ყველაზე რთული მეუღლის მოვლაა, კიდევ კარგი, რომ ორივე დიზაინერები ვართ და შემიძლია, გავიგო მისი აზრები, სურვილები, იდეები, საქციელი. მე რომ სხვა პროფესის ვიყო, ალბათ ბევრ რამეს ვერ გავიგებდი. იმიტომ, რომ ნიჭიერი ხალხი ცოტა თავისებურია. ძალიან კარგად ვიცი ჩვენი პროფესია რა ემოციებთან, ნერვებთან, ურთიერთობის როგორ ფორმებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ვუგებ გადასარევად. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობთ ერთმანეთის მდგომარეობაში შევიდეთ. ის, რომ დიზაინერია, ამიტომ მას ორმაგი მოვლა, განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება. მერე როცა რაღაცას აკეთებს, აუცილებლად, პირველი, ვისაც ეკითხება აზრს, მე ვარ. შესაბამისად, დატვირთვა ორმაგია. რაც შეეხება შვილებს, ყოველთვის, მეც და ზვიადიც ვოცნებობდით, გოგონა გვყოლოდა, რომ ბალერინა ყოფილიყო, ბიჭი კი – წყალბურთელი, მოცეკვავე. ახლა აღარ ვაპირებ გოგონას გაჩენას, მაგრამ მივხვდი, რომ ღმერთს ეტყობა, ძალიან ვუყვარვარ, იმიტომ, რომ ბიჭების სახით, ორი დიდი მეგობარი მყავს. რამდენჯერაც ცხოვრებაში კრიტიკული მომენტი მქონია, როგორც ესენი დამიდგენ გვერდში კაცურად, ასე არავინ დამდგომია. ვგრძნობ, რომ ყოველთვის მეყოლება ორი „ბოდი გარდი”, არასდროს ვიქნები მარტო, თუმცა მარტოობას არც ვაპირებ. ანუ, სამი სერიოზული კაცის გარემოცვაში ვარ, ჩემი შვილები რომ იყვნენ ისეთი კაცები, როგორებზეც ვოცნებობ, ამისთვის ყველაფერი გადავდე და ვცდილობ მათ ცოცხალ მაგალითებზე ვასწავლო. ჩემს ქმართან უფრო მიჭირს ამ ყველაფრის გაკეთება, იმიტომ, რომ ის უკვე დიდი ბიჭია და თანაც ძალიან კარგად აღზრდილი, კარგი დედისა და მამის შვილი.

– ჰგავხართ ერთმანეთს?

– ორივე ძალიან ემოციურები ვართ, ხან ვჩხუბობთ, ხან ვმეგობრობთ. წელს ბათუმში დავისვენე და ზვიადს ვეუბნებოდი, არც პარიზში და არც მაშინ, როდესაც ერთმანეთი გავიცანით, ასე კარგად არ ვყოფილვარ-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 12 წელია შეყვარებულები ვართ. სხვათა შორის, ხელი ახლახან მოვაწერეთ და ბავშვები გვყავდა დაპატიჟებული. ჩვენ ხომ ყველაფერი უკუღმა გვაქვს. მე საერთოდ ცოტა ასიმეტრიული და აბსტრაქტული ტიპი ვარ, ეკლექტიკური. ჩაცმაც, კოლექციაში სტილი და ცხოვრებაც ეკლექტიკური მაქვს. ზვიადი უფრო კონსერვატორია. მასთან იმიტომ გადავწყვიტე ცხოვრება, რომ ძალიან ნიჭიერია, მოსიყვარულე და ერთგული. გვერდით სწორედ ასეთი ადამიანი მჭირდებოდა, რომელიც გამიგებდა და ჩემი ფასი ეცოდინებოდა როგორც შემოქმედის და ქალის. დღემდე ვასწავლით ერთმანეთს და ვარკვევთ, რა უფრო ჯობია ჩვენს ურთიერთობაში. ჩემი ქმარი ძალიან არასტანდარტულია და მეც არასტანდარტული ვარ. ჩემგან ყოველთვის ახალს იგებს და ასე ვარ მეც. შესაბამისად, ეს ურთიერთობას, ცხოვრებასაც ძალიან საინტერესოს ხდის. შვილებიც ასეთი გვყავს, საკმაოდ უცხო ტიპები არიან თავისი საქციელით. ძალიან ვარ განებივრებული მოსიყვარულე ქმრით და რაც მთავარია, ძალიან ერთგულია. მეც საოცრად ერთგული ადამიანი ვარ და ამას განსაკუთრებით ვაფასებ ადამიანში. მართალია ზვიკო ძალიან ემოციური, აფექტურია, მაგრამ მის ერთგულებად ყველაფერი მიღირს. მე სხვანაირ ქმარს ვერ ავიტანდი გვერდით.

– და, მაინც რა ხდებოდა ბათუმში?

– პირველად რომ გაიცნობ და რომ გიყვარდება, ერთად, რომ ხართ და საუკეთესოდ გრძნობ თავს – აი, ასეთი შეგრძნებები დაგვეუფლა. თან ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ორი შვილი გვყავდა გვერდით. საერთოდ, ზვიადს არ შეუძლია უჩვენოდ სადმე წავიდეს. წელს ჰონკონგში მარტო წავიდა, არ გავყევი და ძალიან ნაწყენი დამრჩა. რა ვქნა, მეშინია ფრენის, კატასტროფების და არ მქონდა იმის სურვილი, ერთი კვირის გამო ამდენ ხანს მეფრინა. როდესაც სადღაც შეიძლება არ გავყვე, ამაზე ვკამათობთ, მაგრამ მაინც ყველაფერი ზვიკოს გამარჯვებით მთავრდება.

– არც ჯვარი გქონდათ დაწერილი?

– არა, მოსიყვარულე გულის გარდა არაფერი გვქონდა, გვყავდა ორი შვილი და ვიყავით გემრიელად. სხვათა შორის ზვიადს არც უნდოდა ხელის მოწერა, მარტო ჯვრის დაწერა უნდოდა, მაგრამ ტოკიოში მოგვთხოვეს და მათი დამსახურებაა, ხელი რომ მოვაწერეთ. ზვიადს ძალიან უყვარს ხელგადახვეული სიარული. ტოკიოში ასე რომ დავდიოდით, ძალიან უკვირდათ. მერე გვითხრეს, აქ ასე სიარული არ შეიძლებაო. მე და ზვიკო არ ვართ ისეთი ადამიანები, ჩვენთვის მიუღებელ აზრს ანგარიში გავუწიოთ. მთავარია ვიცით, რომ არაფერს ვაფუჭებთ და არავის არაფერს ვერჩით. ანუ ხელის გადახვევას თუ ამიკრძალავ, მე არ ავიკრძალავ, თუ არ მინდა. სხვის გამო ვერც გადავკეთდები და არც გადავკეთდებოდი.

– ვინ არიან თქვენი მეჯვარეები?

– ერთი ქართველი გოგონა მყავს მეჯვარედ და მეორე – ამერიკელი, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს. ზვიკოს მეჯვარე კი მისი ბავშვობის მეგობარი, ლადო ვაჩნაძეა, ცნობილი ფოტოგრაფი.

– ხშირად ამბობენ, რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში გარკვეულ დროს პიკის პერიოდი დგება. ეს მართლაც ასეა?

– ჩემს მეუღლეს იმ ასაკში შევხვდი, თანაც 10 წლით უმცროსს, რომ ჩვენს ურთიერთობაში პიკი არ ყოფილა. ჩხუბი ჩემთვის არ არის პიკი, თუმცა იმ დროს პიკი მგონია ხოლმე. ან გინდა, ადამიანთან, ან – არა. ჩემთვის ნებისმიერ ურთიერთბაში მაშინ დადგება პიკი, თუ ნდობას დავკარგავ მის მიმართ. ზოგს შეუძლია, ასეთ რაღაცეებს არ მიაქციოს ყურადღება. ჩემთვის ისიც უთქვამთ, რა მოხდა მერე, ხომ ხედავ რა მანქანაში ვზივარო. ეს ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ, რომ ჩემს ქმარს მანქანის გამო არ გავყოლივარ, მას არ ჰქონდა ფული და იყო უბრალოდ ნიჭიერი. ახლაც არ აქვს ფული, კარგი მეოჯახე ადამიანია, რომელსაც ოჯახი, მეგობრები და საქმე უყვარს. საკუთარი პატარა სამყარო აქვს შექმნილი, რომელსაც უფრთხილდება და თან იმდენად ჭკვიანია, იცის, რომ ამას არაფრის გამო არასად არ გადადებს და ექსპერიმენტების ჩატარებასაც არ დაიწყებს, თუნდაც ჩემთან ურთიერთობისას. შესაბამისად, რაც მიყვარს, იმას ვაკეთებ და ვინც მიყვარს, იმასთან მაქვს ურთიერთობა, თავს არაფერს ვაიძულებთ.

– თქვენ გარკვეული დროის განმავლობაში იაპონიაშიც ცხოვრობდით.

– ოთხივე იაპონიის მოქალაქეები ვართ. დროებით ჩამოვედით, კონტრაქტს ჯერ არ გასვლია ვადა. ბავშვებიც იქ დადიან სკოლაში, მაგრამ როცა თბილისში ვართ, აქ დამყავს. ტოკიო უბნებად არის დაყოფილი. ჩვენ დიზაინერების უბანში ვცხოვრობდით. ტოკიოს ავტოსალონის პრეზენტაცია, სადაც ზვიადი იყო ოჯახით მიწვეული და ჩემი შვილები იმყოფებოდნენ, „ფეშენ ვიკს” დაემთხვა, პრესკონფერენციები იმართებოდა, სადაც უდიდესი სამოდელო ფირმები მონაწილეობდნენ, ისინი, რომლებიც მსოფლიო მოდის ტენდენციებს ქმნიან. მეც ვაპირებდი „ფეშენ ვიკში“ მონაწილეობის მიღებას, ძალიან მოეწონათ ჩემი ხელით ნაქარგი სამოსი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო გადავიფიქრე. წელსაც ვართ ტოკიოს ავტოსალონში მიწვეულები, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მივდივართ.

ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3