კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ესპანეთში გაიხსნა სპორტული დარბაზი, სადაც ადამიანები სრულიად შიშვლები ვარჯიშობენ

„ესპანეთის ქალაქ ასიგოსიაგაში, რომელიც მდებარეობს ბისკაიას პროვინციაში (ბასკეთის ავტონომიური რეგიონი), გაიხსნა სამეფოში პირველი სატანვარჯიშო დარბაზი ნუდისტებისთვის,“ – გადმოგვცემს „ბიბისი“. უფრო ზუსტად კი, სპორტული დარბაზი იქ ადრეც მუშაობდა, მაგრამ ახლა ის ნუდისტურ რეჟიმზე გადავიდა.

„ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი – წმინდა ეკონომიკურია“ – გვარწმუნებს ამ დაწესებულების მფლობელი.

„კრიზისის დადგომასთან ერთად, ჩვენი სპორტდარბაზის სტუმართა რაოდენობამ იკლო, – განმარტა მერჩე ლასეკამ – მე თვითონ ნუდისტი არა ვარ, მაგრამ, ჩემი გადაწყვეტილება გამოიწვია მხოლოდ ფულმა“, – გვარწმუნებს იგი.

ნუდისტურ რეჟიმზე გადასვლამდე სპორტდარბაზის მფლობელმა გადაწყვიტა, შეესწავლა ეკონომიკური კონიუნქტურა. აღმოჩნდა, რომ მოქალაქეები უკვე მიჩვეულნი იყვნენ გაშიშვლებას საზოგადოების თავშეყრის ადგილას: ისინი შიშვლები ბანაობენ ორ აუზში. ხოლო მეზობელ ქალაქ სოპელანში ყოველწლიურად ეწყობა ნუდისტების კროსი.

სულ ბასკთა ქვეყანაში 12 ნუდისტური პლაჟია, ხოლო ესპანეთის მთელ სანაპიროზე – უფრო მეტი.

სკეპტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სპორტული ვარჯიშები შიშველ მდგომარეობაში – არცთუ სასიამოვნოა. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ სპორტული ტანსაცმელი და საცვალი შეიქმნა არა მარტო ეთიკის გამო, არამედ მას პრაქტიკული სარგებელიც მოაქვს.

სპორტდარბაზის სტუმრებისადმი მიმართვაში ნათქვამია, რომ სტუმრების განკარგულებაში იქნება პირსახოცი, რათა მათ ფეხი არ დაუცდეთ ტრენაჟორებზე.

მაგრამ სპორტის მოყვარულთაგან ყველა როდია თანახმა, იმ მოწყობილობებზე ივარჯიშონ, რომლებზეც შიშველი ენთუზიასტები ისხდნენ.


скачать dle 11.3