კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინეთში გიგანტური ობობა აღმოაჩინეს

ყველაზე მსხვილი ნამარხი ობობის ინდივიდის – Nephila-ს ჯიშიდან, მეცნიერებმა იპოვეს ვულკანურ ნაცარში შიდა მონგოლეთის პროვინციის ტერიტორიაზე ჩინეთში.

ზომებით ობობა მოგვაგონებს თავის თანამედროვე ნათესავებს. მისი სხეულის სიგანე შეადგენს 2,4 სანტიმეტრს, ფეხების სიგრძე კი 6,3 სანტიმეტრს აღწევს. ასეთი ინდივიდები ძირითადად ცხოვრობენ ტროპიკებში. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ, რომ თანამედროვე შიდა მონგოლეთის ტერიტორია იმყოფებოდა, სახელდობრ, ამ კლიმატურ ზონაში.

ახლად აღმოჩენილი ობობა 165 მილიონი წლისაა, მაგრამ ის არაა ყველაზე ძველი ნამარხი – თანამედროვე ინგლისის ტერიტორიაზე პოულობდნენ ნამარხ ობობებს, რომლებიც 310 მილიონი წლის წინათ ცხოვრობდნენ.

ამ ჯიშის ობობები იმდენად მსხვილებია, რომ შეუძლიათ, თავიანთ ქსელში გააბან ფრინველები და ღამურები. მეორე განმასხვავებელი თავისებურება ისაა, რომ მისი ქსელების ძაფები მზეზე ოქროს ფერს იღებენ.

ობობები ჩვენი დროის ყველაზე მრავალრიცხოვანი მტაცებლები არიან. ისინი აკონტროლებენ პატარა მწერების პოპულაციას. ამიტომ, უძველესი ობობების კვლევა კაცობრიობას დაეხმარება, შეისწავლონ ფეხსახსრიანი მონადირეებისა და მათი მსხვერპლების ურთიერთდამოკიდებულების ევოლუცია იურული პერიოდიდან.

ამჟამად სწავლულები იკვლევენ უძველეს ობობებს ჩინეთში, ბრაზიალიაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიასა და კორეაში.


скачать dle 11.3