კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სცემეს ერევნელებმა თავიანთი თანამემამულე თბილისელი მილიციელი ერევნის რესტორანში

მე და ჩემი სომეხი კოლეგა და მეგობარი, არმენ პეტროსიანი, ფეხბურთის დიდი გულშემატკივრები ვიყავით: მე თბილისის „დინამოს“ ვქომაგობდი, ის – ერევნის „არარატს“. როდესაც ჩვენი ფავორიტები ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს, გულშემატკივრობა მაშინ უნდა გენახათ. ფრეს შემთხვევაში ჩვენ შორის მშვიდობა მყარდებოდა, მაგრამ, საკმარისი იყო, რომელიმე გუნდს მოეგო, რომ გამარჯვებული დამარცხებულს ზემოდან უყურებდა.

1976 წლის 3 სექტემბერს „დინამო“ და „არარატი“ მოსკოვში, საბჭოთა კავშირის თასის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც „დინამომ“ 3:0 მოიგო. ერევნის „არარატი“ მაშინ ძალიან ძლიერი გუნდი იყო, არმენს ეგონა, რომ მისი ფავორიტი უეჭველად მოიგებდა და მატჩის დაწყებამდე მითხრა:

– მოდი, სამ სურვილზე „გავმაზოთ“, რომ „არარატი“ „დინამოს“ მოუგებს.

– მოდი, – მივუგე კოლეგას და ხელი დავურტყი.

თამაშის შემდეგ არმენი უკიდურესად ნირწამხდარი იყო. ამ დღეს სამსახურში ვიმყოფებოდით, რადგან მორიგეები ვიყავით და პირველი ორი სურვილი იქვე შევასრულებინე: ჯერ მთელი თანამშრომლების წინაშე მაგიდაზე შევაყენე და ასჯერ „დინამო! დინამო! დინამო“! ვაძახებინე, შემდეგ იგივე უკვე ქუჩაში გავამეორებინე და ბოლოს ვუთხარი:

– აი, მესამე სურვილს კი მოგვიანებით აგასრულებინებ-მეთქი.

ერთი კვირის შემდეგ მე და არმენი სამსახურებრივ მივლინებაში გაგვიშვეს ერევანში. ჩვენს საქმეს რომ მოვრჩით, ჩვენმა ერევნელმა კოლეგებმა რესტორანში დაგვპატიჟეს, ზღაპრული სუფრა გაგვიშალეს და, რომ შეთვრნენ ტრაბახს მოჰყვნენ: „არარატმა“ „დინამოს“ თამაში ძმურად მოაგებინა – ქართველებს საბჭოთა კავშირის თასი აღებული არ გქონდათ და „გაგისწორეთ“, ისე კი, „არარატი“ „დინამოზე“ ძლიერია და ასიდან ას თამაშს მოუგებსო. თანამემამულეებს არმენიც აჰყვა. მე ყელში ამომასხა და არმენს მესამე სურვილის სასწრაფოდ ასრულება მოვთხოვე. ერთი კი დაიჯღანა, მაგრამ, მერე ადგა და ტუალეტში მოსაქმების მიზეზით სუფრა დატოვა. ხუთი წუთის შემდეგ ჩვენს მაგიდასთან ოფიციანტი მოვიდა და გვითხრა, თქვენი სუფრის წევრს სცემენო. ჩვენ წამოვიშალეთ, რესტორნის ჰოლში გავედით და ვხედავთ, არმენი ოთხ კაცს წიხლქვეშ ჰყავს გაგდებული, ურტყამენ, თან კედლისკენ იშვერენ ხელს, რომელზეც დიდად ეწერა: „დინამო-არარატი – 3:0“. ეს იყო ჩემი მესამე სურვილი, რასაც არმენი კინაღამ შეეწირა და მას მერე არასდროს უთქვამს, „არარატი“ „დინამოზე“ მაგარიაო.

პოლკოვნიკ პეტრე კოშიას ნაამბობის მიხედვით მოამზადა


скачать dle 11.3