კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

***

„ორგანიზაციას ესაჭიროება ოფისმენეჯერი‚ 180 სანტიმეტრზე დაბალი ნუ გამოგვეხმაურება (მენეჯერის ფუნქციებში ნათურების გამოცვლა შედის).

***

„ჯეოსტარის“ შერჩევით ტურზე: „ხელმოკლე მაყურებლებს შეუძლიათ ტაში დაუკრან‚ ფულიანებმა კი მოიმარჯვეთ მობილურები და დაურეკეთ თქვენს რჩეულს“.

***

ორი ნარკომანი საუბრობს:

– გაიგე‚ ტო‚ ტელევიზორში ჩემი ყურით მოვისმინე: ნარკოტიკები ხელს უშლიან ბუნების სილამაზის დანახვასო...

– იტყუებიან‚ არ დაიჯერო. აი‚ მე გუშინ მივედი ფანჯარასთან და ყველაფერი დავინახე: გაზაფხულია‚ მზე გალობს‚ ჩიტები ანათებენ...

***

მონღოლეთში ორეულების კონკურსი ჩატარდა. გაიმარჯვა ყველამ.

***

– უჩინმაჩინის ქუდი მინდა.

– რაში გამოიყენებ‚ რო?

– სიდედრს მინდა ვაჩუქო დაბადების დღეზე.

***

კომფორტია‚ როცა გაქვს ტელეფონი.

კარგია‚ როცა გაქვს ორი.

ფუფუნებაა‚ როცა გაქვს სამი.

ტკბობაა – როცა არც ერთი არ გაქვს.

***

მოზარდები ნარკოტიკების წინააღმდეგ: – არაყი უფრო იაფია.

***

პირველად წამოდგა ცხვარი და გამოთქვა საზოგადო გაუგებრობა‚ შემდეგ წამოდგა კურდღელი და გამოთქვა საზოგადო შიში‚ ბოლოს წამოდგა ლომი და გამოხატა საზოგადო აზრი.

***

წარწერა ელექტროგამანაწილებელ ჯიხურზე: „არ შეხვიდე‚ მოგკლავ! ელექტრიკი“.

***

ტარაკანის ფიქრები სიკვდილის წინ: „მეგონა‚ „ქლოროფოსი“ მხოლოდ კოღოებს კლავდა“.

***

ტიპი ფსიქიატრთან მიდის.

– აბა‚ რამ შეგაწუხათ? – ეკითხება ექიმი.

– სამსახურიდან როცა ვბრუნდები‚ ყველას‚ ვისთანაც ტრანსპორტში ვმგზავრობ ან ქუჩაში მხვდება‚ ბილ გეითსის სახე აქვს. ყველა ფანჯარაში კი დირექტორები‚ ფაილები და „კასპერსკის“ მიერ აღმოჩენილი ვირუსები ჩნდება.

– ო‚ ჩემო კარგო‚ დროა‚ „გადაიტვირთოს“... სხვა პერანგში.

***

– რატომ წრიპინებს კომპიუტერი‚ როცა ყველა კლავიშს აწვები?

– კლავიატურაზე ჩაძინებული პროგრამისტი რომ გააღვიძოს.

***

თურქეთში მიწისძვრა მოხდა და 5 000 თურქი დაიღუპა. ამერიკამ დაზარალებულ ქვეყანას 5 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა‚ ინგლისმა – 5 თვითმფრინავით მედიკამენტები‚ იტალიამ – 5 ტრაილერი პროდუქტი‚ გერმანიამ – 5 000 თურქი.

***

ყველაზე მაგარი ქილერები რაჭველები არიან: ისინი ისე გულმოდგინედ და იმდენხანს ემზადებიან ამ საქმისთვის‚ რომ კლიენტი ნამდვილად კვდება... ბუნებრივი სიკვდილით.

***

– შენი ბიჭი ბალეტზე აღარ დადის?

– არა, გამოვიყვანეთ... სერიოზული ტრავმა მიიღო‚ როცა გაიგო‚ რომ ბალერინები ფისისაც შვრებიან და უარესსაც...

***

ცეცხლის მფრქვეველი ხარი შინ გვიან დაბრუნდა.

– აბა‚ ამოისუნთქე! – ეუბნება გაბრაზებული ცოლი.

მოკლედ‚ სულელური‚ უაზრო სიკვდილი...

***

ქმარი სახლში გვიან ღამით დაბრუნდა‚ მთვრალი. რეკავს ზარს... სიჩუმე... კიდევ ზარი... ისევ სიჩუმე. ჩაფიქრდა და ცოტა ხნის შემდეგ დაიძახა:

– კარი გააღე‚ ყველაზე ლამაზი თაიგული მოვიტანე ყველაზე ლამაზი ქალისთვის!

ცოლმა წამებში მიირბინა კართან‚ ფართოდ გააღო და გაოცებული ეკითხება:

– სად არის თაიგული?

– ულამაზესი ქალი სადღაა?

***

– ხვალ რას აკეთებ?

– სიდედრი სასაფლაოზე მიმყავს.

– ო‚ გაგიმართლა‚ ძმაო!

– არა‚ ბიჭო‚ სიმამრთან ერთად მიმყავს დედამისის საფლავზე.

***

მე არც ისეთი მთვრალი ვარ‚ რომ სისულელეები ჩავიდინო‚ თუმცა, არც ისეთი ფხიზელი‚ რომ არ ჩავიდინო...

***

ჭორებს ნამდვილად არ უნდა დაუჯერო. აი‚ ამბობდნენ‚ ქმარი გღალატობსო. შევამოწმე... არა‚ გენაცვალე‚ სულაც არა! სულ თავის ძმაკაცთანაა: სამსახურში‚ სამსახურის შემდეგ‚ კინოში‚ საქეიფოდ‚ სასეირნოდ‚ ღამეც‚ თუ შინ არ არის‚ მასთან სძინავს.

***

– სიხარულო‚ მითხარი ის სამი სიტყვა‚ რომელიც სამუდამოდ აკავშირებს ადამიანებს.

– მე ფეხმძიმედ ვარ.

***

– გუშინ ჩემოდანი ვიპოვე‚ გავხსენი და რას ვხედავ – მილიონი მწვანე...

– აუ‚ რა მაგარია?!

– რა არის მაგარი‚ კიდევ კარგი, უცბად დავხურე‚ თორემ, ყველა კალია რომ ამოსულიყო‚ ნაღდად შემჭამდნენ.

***

– რა არის უსაფრთხო სექსი?

– როცა მშობლებმა არაფერი იციან.

***

– სპირიტიზმით ხომ არ ხართ დაკავებული?

– არა‚ მხოლოდ ლუდს ვსვამ.

***

– როგორც მიხვდით‚ ეს ლომი კაციჭამიაა.

– კი‚ ჩემი სიდედრისნაირი გამოხედვა აქვს.

***

სამხედრო კომისარიატში:

– იცით‚ მე ჰომოსექსუალი ვარ.

– როგორ დაგვიმტკიცებთ?

– გაიხადეთ და...

***

– აუ‚ უკვე თავი მომაბეზრე... დაგიჭერ და ცალ ყურს აგათლი.

– რატომ მარტო ცალს?

– სხვა დროს რომ გეშინოდეს!

***

– ტარაკნებმა დამტანჯეს‚ ვერაფერი მოვუხერხე.

– მერე‚ იყიდე ტარაკნების ცარცი.

– შველის?

– კი‚ ნახე‚ კუთხეში სხედან თავისთვის და ხატავენ.


скачать dle 11.3