კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არიან ის ქალები, რომლებმაც დათო ევგენიძე წარმატებული გახადეს და რა ტრაგედია მოხდა მის ცხოვრებაში



წლების წინ, მოსკოვში კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ჩასული ბიჭი მალევე მოექცა არა მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლების, არამედ რუსი და უცხოელი გოგონების ყურადღების ცენტრშიც. ნიჭს და სითბოს ერთნაირად გამოხატავდა. ზოგმა ისე ჩაიარა, ზოგიც მისი ცხოვრების ისტორიის ფურცლებს შემორჩა. დათო ევგენიძე მალე საქართველოში და საქართველოს გარეთ ცნობილი კომპოზიტორი გახდა და თაყვანისმცემელ გოგონათა რიცხვმაც იმატა. მუსიკოსი დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, თბილისში კი ცოტა ხნით იმყოფება. მის ცხოვრებაზე დედამისი ქალბატონი დინარა გიამბობთ.



ქალბატონი დინარა: დათო თავიდანვე გამორჩეული იყო. ყველაფერი ადრე დაიწყო – სიარული, ლაპარაკი, დაკვრა, სიმღერა, ცეკვა, ხატვა. ძალიან ცელქი და დიდი ენერგიის პატრონი იყო, არ იღლებოდა. მის მუსიკალურ ნიჭს თავიდანვე ვერ ვგრძნობდი. დედაჩემი – დათოს ბებია ადევნებდა მას თვალ-ყურს. ამ მხრივ, მან ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინა. რომ არა ბებია, შეიძლება, გამოგვპარვოდა და რაც არის დღეს დათო ევგენიძე, ის არ ყოფილიყო და სხვა მხრივ გამხდარიყო ცნობილი. ძალიან ბევრი ამაგი აქვს დედას ჩემზეც და დათოზეც. ხუთი წლის იყო დათო, უკვე ინსტრუმენტთან ჯდებოდა. ვფიქრობდი, მუსიკალური ბავშვია-მეთქი, თუმცა პირველ პერიოდში, ოჯახის წევრები ვერ აღვიქვამდით ამას. დათო ასევე საოცრად ხატავდა. პირველი მისი ნაწარმოები იყო „დოღი“. ჯერ დახატა და მერე მუსიკა დაწერა. ნოტების ნაცვლად ნახატი გამოიყენა. წლისამ ალექსანდროვის ბაღში ჯოხით თევზი დახატა. ბევრს ვუკითხავდით. ძალიან გონიერი იყო და ვცდილობდით, განვითარებულიყო მისი მოთხოვნილების დონეზე. ჭადრაკს თამაშობდა. მესამე კლასში იყო, როცა საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში პირველი ადგილი აიღო. ბებიამისს ძალიან უნდოდა, მოჭადრაკე ყოფილიყო. ლექსებს წერდა და აქედან გამომდინარე, ძნელი იყო გაგეგო, საით წავიდოდა, რას აირჩევდა. მიუხედავად მისი ასეთი მონაცემებისა და წარმატებებისა სამუსიკო ხელოვნებაში, ბავშვური თვისებები, სიკეთე, გულწრფელობა და გულუბრყვილობა დღემდე შემორჩა.

– ბიჭის აღზრდა ალბათ, რთული იყო. ქუჩისკენ არ გაურბოდა თვალი?

– ქუჩისკენ ეჭირა თვალი და ბევრი თაყვანისმცემელი გოგონაც ჰყავდა, რის გამოც ბიჭები ერჩოდნენ. ის უკან არ იხევდა და კარგად უმკლავდებოდა. არ იყო ის მუსიკოსი, რომელიც მარტო ნოტების საქაღალდით დადიოდა. ქუჩაც აინტერესებდა, გოგოებიც და ჩხუბიც. იყო ასეთი შემთხვევა, ერთ-ერთი გოგოს გამო, გვარს არ დავასახელებ, სკოლის ასაკში მოსწონდათ ერთმანეთი და ბაკურიანიდან რომ ჩამოვიდა თბილისში, ვიღაცეებთან დაიტრაბახა, დათო ევგენიძეს მოვწონვარო. იმ გოგოს მოძველბიჭო თაყვანისმცემელი ჰყოლია და დათოს დაემუქრა. არადა, დათოს იქვე დაავიწყდა ის გოგო, როგორც კი ჩამოვიდა, იმიტომ რომ ასეთი ბევრი იყო. მასთან კონტაქტის დამყარების მცდელობა უფრო გოგონებისგან მოდიოდა. დათოს ცხოვრების აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი ვიცოდი. აგენტებად მისი ამხანაგები მყავდა აყვანილი. დღესაც არ იცის, ვისგანაც ინფორმაციას ვიღებდი. უბნებად იყო დაყოფილი: ვაკე მთაწმინდას ერჩოდა და მთაწმინდა – ვაკეს. ამ სიტუაციაში იყო გარეული დათო. არ უნდოდა მხოლოდ კომპოზიტორის სახელი ჰქონოდა. უნდოდა, მაგარი ბიჭიც ყოფილიყო. ამის მონაცემებიც ჰქონდა. სურვილი ერთია და მონაცემები – სხვა. ჩემი დიდი პატივისცემა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელია. საიდუმლო არ ჰქონდა. მისი მეგობრები ჩემი მეგობრები გახდნენ. ახლა შვილიშვილებთანაც ისეთივე დამოკიდებულება მაქვს, როგორიც დათოსთან მქონდა.

– არ აღიზიანებდა თქვენი კუდში დევნა?

– აშკარად არ დავსდევდი, ძალიან ლამაზად კეთდებოდა ყველაფერი. ისე კარგად, რომ თვითონ და თავისი მეგობრებიც ამაყობდნენ. გავერთიანდი მათთან და საერთო აზრს გამოვხატავდი იმაზე, რაც მოსწონდათ. რომ უკრავს, ძალიან დიდი ძალა აქვს ხელებში. ერთი კლასელი ჰყავდა, ჩანთას მოისროდა ხოლმე და პირდაპირ იმ ბიჭს ხვდებოდა თავში, რაღაცნაირად მიზანში იყო. ითმინა ამ ბიჭმა, ითმინა და ერთ მშვენიერ დღეს, დათო ტუალეტში რომ შევიდა სამი ბიჭი დაახვედრა. სცემეს. ჩალურჯებული თვალით მოვიდა სახლში. მაშინ მერვე კლასში იყო. ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. არაფერიო. მე ვუთხარი – ახლა შენ ეს ასე არ უნდა დატოვო, ერთი ერთზე უნდა წახვიდე საჩხუბრად. არ იყავი მართალი შენს საქციელში, მაგრამ ისინი კიდევ უფრო არასწორად მოიქცნენ, სამი ერთზე რომ წამოვიდნენ-მეთქი. ვინ დაუშვებდა ამ ჩხუბს. პროფესიით ქიმიკოსი ვარ, პოლიტექნიკურში ვასწავლიდი, სტუდენტებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მათგან ვიღებდი კონსულტაციებს, რა ჯობდა ბიჭისთვის. მასაც ერთი სული ჰქონდა, როდის სცემდა, ზუსტად ეს უნდოდა. დავიჭირე ტაქსი, ეს ბიჭები თან წავიყვანე. ისინი გადავიდნენ და უნდა მისულიყვნენ იმ დანიშნულ ადგილას, სადაც დათო და ის ბიჭი უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, ვითომ შემთხვევით მივიდნენ და დათოს გამოელაპარაკნენ – ვა, დათო, შენ აქ რა გინდაო. მე მოფარებულში ვიდექი და ვუყურებდი. ის ბიჭი ვიღაცასთან ერთად მივიდა, ეტყობა, შეეშინდა. ან ისე უნდა დაერტყა, რომ სისხლამდე მისულიყო საქმე, ან უნდა შერიგებულიყვნენ. ვინ დაარტყმევინებდა დათოზე ხელს. ამ ბიჭებმა შეარიგეს.

– თქვენ და დედათქვენი ბოლომდე აქტიურად იდექით დათოს გვერდით. მოსკოვში, კონსერვატორიაში მასთან ერთად ცხოვრობდა ბებია, რომელიც საყვარელ შვილიშვილზე ყველანაირად ზრუნავდა. როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?

– პირველ სკოლაში სწავლობდა მერვე კლასამდე, მერე გადავიყვანეთ მუსიკალურ ათწლედში. დაამთავრა ზოგადსაგანმანათლებლო. გადავწყვიტეთ, რომ მოსკოვში კონსერვატორიაში წასულიყო. ხუთი წელი ისწავლა, ოთხი წელი ასპირანტურაში სწავლობდა. ბებიამისი ბოლომდე მის გვერდით იყო და მეც, ფაქტობრივად, სულ იქ ვიყავი. იქაც საშინლად იქცეოდა. გაგიჟდა ამ რუს და უცხოელ გოგოებზე. სულ საკონტროლო იყო. მე და დედა ვიქირავებდით მოსკოვში ბინას თავისი ინსტრუმენტით და ყველაფრით, ის კი გადასახლდებოდა კონსერვატორიის საერთო საცხოვრებელში, იმიტომ რომ იქ გოგოები ჰყავდა. დედაჩემიც, სადაც დათო იყო, იქ მიჰყვებოდა და ასე გამწარებული ვიყავით. მაგრამ, მისი გამოცდები ყველაფერს გვავიწყებდა. საოცრებებს წერდა. კონსერვატორიაში ნომერ პირველ სტუდენტად ითვლებოდა თავისი კომპოზიციებით. იყო საჩივრები, რომ აცდენდა, იმიტომ რომ არ გამოდიოდა იმ საერთო საცხოვრებლიდან; საჩივრები იყო იმის გამოც, რომ გოგოები ფეხმძიმდებოდნენ – იუგოსლავიელები, ინგლისელები... ალბათ, ეს არ არის სათქმელი, კომუნისტების დრო იყო და უცხოელებთან ურთიერთობა არ შეიძლებოდა. ზოგი მეცოდებოდა და ვგულშემატკივრობდი. ტიროდნენ, გული მისდიოდათ...

– დათოს უფროსი ქალიშვილი, ანჟელიკა, ფრანგისგან ჰყავს, ისიც დათოს ერთ-ერთი თაყვანისმცემელი იყო მოსკოვში?

– ანჟელიკას დედა ფრანგია, ძალიან კარგი გარეგნობის, სოფი ლორენს ჰგავს. ის მოსკოვში გაიცნო, ბალერინაა. მას უზომოდ შეუყვარდა დათო. წარმოიდგინე, ბალერინა რომ მოინდომებს შვილის გაჩენას, როგორ უნდა უყვარდეს. გარკვეული პერიოდი მასთან ჰქონდა რომანი. რა თქმა უნდა, არც მე და არც დედაჩემი არ ვიყავით ამის მომხრე. ფეხმძიმობის შვიდ თვემდე ისე მივიდა, რომ არაფერი ვიცოდით. დათომ იცოდა, მაგრამ მალავდა. გამხელის ეშინოდა. ბავშვი ჩვეულებრივად მივიღეთ, მას რას ვერჩოდით.

– ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან?

– ჟანა მიხვდა, რომ აქ მომავალი არ ჰქონდა და პარიზში წავიდა. იქ გათხოვდა. მიუხედავად ყველაფრისა, მასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ცოტა ხნის წინ დამირეკა პარიზიდან. მოსკოვში რომ იყო, ყოველდღე მირეკავდა, თავის პირად ცხოვრებაზე რჩევებს მეკითხებოდა. მე ყველა რძალთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ყველას ვუყვარვარ. მოსკოვში დიდი კომპანია „ნაფნაფის“ დირექტორი ანჟელიკას მამამთილია. ახლა ანჟელიკა მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედ. ბავშვს ეტან-დათო დაარქვა. დათოს ჯერ კიდევ პირველი მეუღლე ჰყავდა, ჟანამ დამირეკა და მითხრა, ანჟელიკას შენთან გამოვგზავნი ცოტა ხანსო. რვა თვე იყო ჩვენთან. ჩემ გვერდით ეძინა. იმ ბიჭმა აგვაფეთქა. ანჟელიკამაც თავი გაიგიჟა, სულ მიქაელ, მიქაელს გაიძახოდა. ანჟელიკას ეუბნებოდა – მანდ ჩამოვალ, ანგარიშზე ჩემს სახელზე ფული მაქვს, წამოვიღებ და სადმე გავიპაროთო. ისიც პატარა იყო. იმ პერიოდში ხელი შეუშალეს მშობლებმა. რვა წლის შემდეგ დაქორწინდნენ. დათოს ყველაზე მეტად ჰგავს შვილებიდან.

– ჟანაზე რატომ არ დაქორწინდა?

– არ უნდოდა ცოლად. მაშინ არ იყო მზად დასაოჯახებლად. ნინა ბავშვობიდან მოსწონდა. წყნეთში ერთი ჯგუფი იყო მეგობრების და ისიც იქ იყო. მაშინვე თქვა, რომ ეს უნდა გახდეს ჩემი ცოლიო. სამი გოგო ერთად უყვარდა იმ პერიოდში, ყველაფერი აერია. რუსი გოგოები რომ არ უნდოდა, ჩამოვიდა და ყველა ქართველი კარგი გოგო მოსწონდა. მახსოვს, ცალკე ნინო სუხიშვილი როგორ განცდებში იყო. მე ყველაფერში ვარ ჩართული მთელი ცხოვრება. თანაც ისეთი დედა კი არ ვარ, რომ რძალი გაღიზიანდეს. დათო იმაზეც ბრაზობს ხოლმე, როცა მისი ცოლის მხარეს ვარ. როცა ვხედავ, რომ ეს რაღაცას აჭარბებს, სხვანაირად არ შემიძლია. ასე იმიტომ კი არ ვიქცევი, რომ ის მოვხიბლო, იმიტომ, რომ თვითონ იყვნენ კარგად ერთმანეთში. დათო მიხვდეს, რაშია მართალი და რაში – არა. ნინა პატარა იყო ჩვენს ოჯახში რომ შემოვიდა. ჩემს ხელში გაიზარდა. მოსკოვში წავიდნენ, მაშინ დათო ასპირანტურაში სწავლობდა. ნინამაც „გიკში“ ჩააბარა გამოცდები თეატრმცოდნეობაზე. მერე ლიკა გაჩნდა. წელიწად-ნახევარში – ლუკა. ერთად თექვსმეტი წელი იცხოვრეს.

– იმ დროს ნინა და დათო თბილისში ერთ-ერთი ლამაზი წყვილი იყო. რატომ დაშორდნენ და ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, არ შეიძლებოდა, ერთად დარჩენილიყვნენ, მათ ხომ საოცრად უყვარდათ ერთმანეთი?

– ქალაქის ჭორებმა დააშორეს ერთმანეთს. დათოს ძალიან უყვარდა თავისი ცოლი, რაზეა ლაპარაკი, ამაში ეჭვი არ მეპარება, არც ვალამაზებ სიტუაციას, მაგრამ იმდენად ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, რომ... ამას ნინა მშვიდად უყურებდა. მერე ისეთი რაღაცეები მომწიფდა, რომ ერთად ვეღარ გაჩერდებოდნენ. თუმცა ვერ გეტყვი, მათ შორის რა მოხდა. ყოველ შემთხვევაში, დათო იბრალებს. მცდელობა იყო დათოს მხრიდანაც და ნინას მხრიდანაც, რომ შერიგებულიყვნენ, მაგრამ ბოლოს დათო გაჯიუტდა, არა იმიტომ, რომ არ უყვარდა.

– ამ შემთხვევაში ვის მხარეს დადექით?

– რა თქმა უნდა, ქალისთვის მამაკაცის „ისეთი“ ნაბიჯი ყოველთვის მტკივნეულია. ამიტომაც ნინას მხარეს ვიყავი. ძნელია, ადვილი არ არის და მისი კარგად მესმოდა, მაგრამ, როცა ასეთი პოპულარული, ნიჭიერი კაცი გყავს გვერდით, ალბათ, რაღაც-რაღაცეებსაც უნდა შეეგუო. მე ძალიან მოწადინებული ვიყავი, რომ ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ... მერე ნინა გათხოვდა. ორი შვილი ჰყავს. დათო ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, არ იმჩნევდა, მაგრამ მის გულში რა ხდებოდა, არ იყო რთული გამოსაცნობი.

– ნინო ჟვანია როგორ გაიცნო? მის შესახებ რას გეუბნებოდათ?

– ნინო მეგობრისგან გაიცნო. ახალგაზრდა, ლამაზი გოგოა. უყვარს, პატივს სცემს. ნინოს პირველი ქორწინებიდან თოთხმეტი წლის ბიჭი ჰყავს. მოსკოვში არდადეგებზე ჩაჰყავს ხოლმე დედამისს თავისთან. გვყავს ოთხი წლის ნიკოლოზი. ძალიან ჰგავს მამას.

– ტყუილად არ ჩაუვლია თქვენს შრომას, ოჯახის დიდ თანადგომას. რას იტყვით?

– ჩემი ქალიშვილის ტრაგედიის შემდეგ, დიდხანს არ ეკარებოდა დათო ინსტრუმენტს. პირველი წელი, დათო კონსერვატორიაში არაფერს წერდა. გამოცდამდე ოცი დღე იყო დარჩენილი, რაღაც რომ დაწერა. ირმისებური ნახტომი გააკეთა. სტილი შეიცვალა. გამოგიტყდებით და, ეს მუსიკა ვერ გავიგე, ვფიქრობდი, გავა გამოცდაზე და ჩავარდება-მეთქი. თურმე, ვცდებოდი. შედევრები დაუწერია. ჩამოთვალეს პირველი, მესამე, მეხუთე კურსელები და დათოს არ ახსენებენ. ვიფიქრე, რომ დათო საერთოდ საშინელებაა და გამოაგდეს. კომისიაში ძალიან ცნობილი კომპოზიტორები ისხდნენ და თქვეს: არ შეგვიძლია ამ ახალგაზრდაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ ნაწარმოებში მთელი ტრაგედია აქვს ჩადებული. პოეზიაც არის, მხატვრობაც, ყველაფერიო. რომ არ ვიცოდეთ მისი ასაკი, ვიფიქრებდით, ამ ადამიანმა ძალიან ღრმა ცხოვრება გაიარა და თავისი ტკივილი ჩადო ამ ნაწარმოებშიო. ერთ-ერთმა კომპოზიტორმა ვალიდოლი მიიღო, ისე ცუდად გახდა, აღფრთოვანებისგან.

– როგორ დაიღუპა თქვენი ქალიშვილი?

– ლიკა დათოზე ორი წლით უმცროსი იყო. ზღვაზე, გრიგოლეთში მყავდა დატოვებული ნათესავებთან. წამოსვლა უნდოდა ჩვენთან ერთად, მაგრამ მერე გადაიფიქრა. ზღვაში შევიდა, ცურავდა, ათი წლის ბავშვი შეუცურდა, ფეხებში დაქაჩა და გული გაუსკდა. ხატავდა, მუსიკასაც წერდა, მღეროდა. ხმა ჰქონდა რაღაც სასწაული. ლამარა ჭყონიამ გვითხრა, ბავშვს ხმა შეუნახეთ, უკვე ჩემსავით მღერისო. სპორტული, მოქნილი, არაჩვეულებრივი აღნაგობის. ღმერთმა არ შემარჩინა. წყალში შევედი და თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ წყალმა არ დამფარა. რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს, ორი წლის ვიყავი, როცა დედაჩემს ხელისგულზე ბელორუსიიდან ჩამოსულმა ქალმა უმკითხავა. 16 წლის ასაკში გოგოს უფრთხილდითო. მე მიფრთხილდებოდა, ცურვა არ ვიცი და ზღვაზე არ მიშვებდა. მაშინ გამახსენდა იმ ქალის სიტყვები. და-ძმას სიგიჟემდე უყვარდა ერთმანეთი. პირველ ხანებში დათო თითქოს მოძულებული მყავდა, მის მიმართ არანაირი გრძნობა არ მქონდა. მერე დათოს რთული ანგინა დაემართა, მოსკოვში თავშიშველი დადიოდა ზამთარში და ეს დედობრივი გრძნობა გალღვა ჩემში და მოვბრუნდი. უფლისგან მაქვს მონიჭებული დიდი ენერგია, იმ ფორმაში ვარ დღესაც, რაც დასაწყისში ვიყავი, არ ვიღლები, არ მძინავს. თან ვსწავლობდი, თან ბავშვებს ვუვლიდი. ძალიან დიდი შეღავათი იყო ჩემთვის ლიკა რომ გაჩნდა და ჩემი ქალიშვილის სახელი დავარქვით. ნინაც რომ შემოვიდა ოჯახში, ესეც სიხარული იყო. გოგოსთვის მინდოდა სულ რაღაც მეყიდა. მოთხოვნილება მქონდა.

– თქვენს შვილიშვილს, ლიკას ახლახან ჰქონდა ქორწილი. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?

– ეს იყო ზღაპრული, დაუვიწყარი ქორწილი. სხვათა შორის, უცხოეთიდანაც გვყავდა სტუმრები. მათ ლიკას თვრამეტი ათას ევროდ ღირებული ბეჭედი და მარგალიტი აჩუქეს. ყველა ულამაზესი იყო. დათომ და ლიკამ ერთად იმღერეს სცენაზე. საოცარი სანახავი იყო.



ეკა პატარაია


скачать dle 11.3