კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მაინტერესებს, რა განსხვავებაა იაპონურ და ევროპულ ერთსა და იმავე მოდელის ავტომობილებს შორის. რომელი ჯობია? იაპონია ხომ ევროპისთვისაც უშვებს მანქანებს და მაინც განსხვავდება ის ევროპულისგან ხარისხით?

პასუხი: იაპონია მანქანებს უშვებს ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც. ისევე, როგორ ევროპა ამერიკისთვისა და იაპონიისთვის. უფრო იოლად რომ გაიგოთ, მაგალითს მოვიყვან, „სუბარუ იმპრეზა”, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მანქანაა საქართველოში და ბევრი იყიდება. ვთქვათ, 1998 წლის „იმპრეზა”, იაპონიისთვის დამზადებული მარჯვნივსაჭიანი დაახლოებით 7 000 დოლარი ღირს, იგივე მანქანა, იმავე წლის გამოშვება, იმავე კომპლექტაციის, უბრალოდ, თუ მას ამერიკაში იყიდი – 10 000, ევროპაში კი 12-13 000 დოლარი ეღირება. ამხელა სხვაობას ვიღებთ. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენთან ყველაზე პოპულარული ევროპული მანქანების ყიდვა გვინდა, როგორიცაა „მერსედესისა” და „ბეემვეს” მოდელები, მათი შეძენაც კი იაპონიაში ჯობია. იქ ექსპლუატირებულ ავტომობილებს გაცილებით ნაკლები აქვს გარბენი, უკეთ არის შენახული და უფრო იაფიც ღირს. ესეც იქიდან მომდინარეობს, რომ იაპონელები მანქანებს მალ-მალე იცვლიან. ისევ „სუბარუს” მაგალითს რომ დავუბრუნდეთ. ის მოდელები, რომლებიც ამერიკისთვის აწყობილია უფრო კომფორტზეა გათვლილი, ვიდრე სხვა პარამეტრებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სპორტული „სედანია“, ანუ გათვლები ტიუნინგურ დეტალებზეა გაკეთებული, ამერიკისთვის მას სხვა დატვრითვა აქვს – იქნება ეს ამორტიზატორები, ანუ მანქანის შასი, რბილი მანევრი და სხვა. მათ ძირითადად, დიდ ტრასებზე ანუ „ჰაივეიზე” უწევთ სიარული და ამიტომ, მეტად სჭირდებათ კომფორტი. თუ ხარისხის თვალსაზრისით დაწუნებაზე ვისაუბრებთ, მაშინ გააჩნია მარკას. ვერ ვიტყვით, რომ მათ ხარისხი არ უვარგა, უბრალოდ, ის ჩვენთვისაც და ევროპელებისთვისაც მაინც უცხო სისტემად მიიჩნევა. ჯერ ერთი, რომ ამერიკული მანქანა სიჩქარესაც კი მილებში ითვლის. ელექტროსისტემებიც თავისებურად არის მოწყობილი, სხვანაირი ექსპლუატაციის პირობებია. ანუ, სხვაგან არიან. სხვაგვარი სერვისი აქვს. თუ ამერიკულ მანქანას შეიძენ, ავტომატურად ბევრი თავსატეხი გიჩნდება.

კითხვა: რომელია ყველაზე მაგარი ამერიკული მანქანა და თუ გამოდგება ამერიკული მანქანა საქართველოს პირობებში?

პასუხი: ეს არის „კადილაკი“ – ამერიკის სიამაყე. მაგრამ, საქართველოსთვის ის მაინცდამაინც საიმედო არ არის. რაც შეეხება იაპონურ მანქანებს, მას ქარხნიდანვე აქვს ისეთი ტიუნინგური დეტალები, რომელთა გაკეთებისთვისაც უკვე მზა ევროპულ მანქანებს ძალიან ბევრ ფულს ახარჯავენ. მაგალითად, როგორიცაა – ძარაზე სპოილერი, შასის ანუ ტრანსმისიის დამუშავება. თან, ეს ეხება ნებისმიერ რიგით, ჩვეულებრივ მანქანას.


скачать dle 11.3