კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხეს გვიქმნის საკვებში არსებული ქიმიური დანამატები

დღეისთვის საკვები პროდუქტების წარმოებაში უხვად არის გამოყენებული საკვები დანამატები, ესენია: ფერის მიმცემი, კონსერვანტები, შაქრის შემცველები, სტაბილიზატორები, გემოსა და სუნის გამაძლიერებლები, მოცულობის გამზრდელები და ასე შემდეგ. თითოეულის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე ჯერჯერობით არ არის კარგად შესწავლილი. თუმცა, ზოგიერთი მათგანი მეცნიერების მიერ სათანადოდ არის გამოკვლეული და დადგენილია, რომ საკვები დანამატების დიდი ნაწილი უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე.

ნივთიერება კანტაქსანტინი (E 161) ფერის მიმცემია. ხშირი მოხმარებისას მან, შეიძლება, სრულიად ჯანმრთელ ადამიანში გამოიწვიოს თვალის ბადურის დაზიანება, ასევე, კანის სხვადასხვა დაავადება. ამ ნივთიერებას გამოიყენებენ ქათმების საკვებში, რათა გაუმჯობესდეს ფრინველის კანისა და კვერცხის ფერი. მას უმატებენ, ასევე, თევზების საკვებსაც.

საქარინი (E 954) მიეკუთვნება შაქრის შემცველთა ჯგუფს. დიდია ეჭვი იმისა, რომ ის იწვევს შარდის ბუშტის კიბოს.

ნივთიერებები E 320 და E 321 ებრძვის დაჟანგვის პროცესს და იცავს საკვებს გაფუჭებისგან. თუმცა, ადამიანის ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით მოხვედრისას სიმსივნეების წარმოქმნას უწყობს ხელს. E 102 ფერის მიმცემი ნივთიერებაა, ის იწვევს ალერგიულ რეაქციებს, განსაკუთრებით – ალერგიისადმი მიდრეკილ ადამიანებში.

ნივთიერება E 201 ხშირად გამოიყენება სასმელში, მურაბებში, ბისკვიტებში და ასე შემდეგ.

E 620 გემოს გამაუმჯობესებელი ნივთიერებაა. ის იწვევს ორგანიზმის საერთო სისუსტეს, ალერგიული ავადმყოფობის გამწვავებას.

ნიტრატები: E 249 და E 250 კანცეროგენურია, რომლებიც იწვევს შაკიკის შეტევებს, ნაწლავების დისფუნქციონირებასა და ჰიპერტონიას. ეს ნივთიერებები გამოიყენება ძეხვეულში, დამარილებულ თევზეულსა და ხორცში ბოტულიზმისგან თავდაცვის მიზნით. თუმცა, მათი მოქმედება სერიოზულად აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას.

სულფატები, E 220-დან E 228-მდე, ალერგიულ რეაქციებს იწვევს; ასევე მოქმედებს ბენზოატები E 210-დან 213-მდე.

E 952 იწვევს შარდის ბუშტის კიბოს.

ასე რომ, პროდუქტების შეძენისას, დიდი სიფრთხილე გმართებთ. უნდა ეცადოთ, რომ ერთი და იგივე ქიმიური ნივთიერება ხშირად არ მოხვდეს ორგანიზმში. ხშირად ჭამეთ ნატურალური პროდუქტი და მოერიდეთ ისეთ საკვებს, რომელიც ქიმიურ დანამატებს შეიცავს.


скачать dle 11.3